2 დეკემბერი ისტორიაში

2 დეკემბერი ისტორიაში

396815
2 დეკემბერი ისტორიაში

2 დეკემბერი ისტორიაში

1873 წლის 2 დეკემბერს ოსმალეთში პირველი ფასიანი ქაღალდების ბირჟა ჩამოყალიბდა. მისი გახსნის პირველ პერიოდში მხოლოდ უცხო ქცეყნის ფირმები იყვნენ ჩართული, მაგრამ შემდგომ ადგილობრივი ფირმებიც ჩაერთვნენ. ბირჟის გახსნის წლებში იგი მხოლოდ ოსმალეთში ფუნქციონირებდა, მაგრამ 1800-იანი წლების ბოლოს ევროპის ფასიანი ქაღალდების ბირჟაშიც ჩაერთო.

1914 წლის 2 დეკემბერს ავსტრიამ პირველი მსოფლიო ომის დროს სერბების მმართველობაში მყოფი ბელგრადი დაიპყრო. ავსტრიის ტახტის მემკვიდრის მოკვლით დაწყებული პირველი მსოფლიო ომის დროს ავსტრიელებმა ბელგრადი დაიპყრეს, მაგრამ სერბების მხრიდან რუსეთის დახმარებით წინააღმდეგობის გაწევამ ბელგრადი საბოლოო დაპყრობას გადაარჩინა. 1521 წელს ოსმალეთის იმპერატორის, კანონიერი სულეიმანის მხრიდან დაპყრობილ ბელგრადს ხან ოსმალეთი, ხან კიდევ ავსტრია მმართავდა. 1800-იან წლებში სერბების მხრიდან ოსმალეთის წინააღმდეგ დაწყებული გამოსვლების შემდეგ ბელგრადის მმართველობა სერბებს დარჩათ.

1920 წლის 2 დეკემბერს ეროვნულ განმანთავუსუფლებელი ბრძოლის დროს თურქეთ სომხეთ შორის გიუმრის ხელშეკრულება გაფორმდა. ამ ხელშეკრულების მიხედვით ყარსი და მისი მიმდებარე რეგიონები თურქეთს გადაეცა. გიუმრის ხელშეკრულების მიხედვით სომხეთზე განხორციელებული ნებისმიერი სახის თავდასხმისას თურქეთს მათთვის დახმარება უნდა გაეწია. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ საბჭოთა კავშირმა სომხეთის ოკუპირება მოახდინა რა, ამ ხელშეკრულებამ ყოველგვარი ძალა დაკარგა. შემდეგ კი მის ნაცვლად ყარსის ხელშეკრულება გაფორმდა.

1982 წლის 2 დეკემბერს პირველი ხელოვნური გული დამზადდა. დოქტორ რობერტ ჟარკივის მხრიდან შექმნილი ხელოვნური გული 61 წლის პაციენტს, ბარნეი კლარკს ჩაუსვეს. კლარკმა მისი მეშვეობით 112 დღე იცოცხლა. ალუმინის, პლასტმასის და პოლიესტერისგან დამზადებული ხელოვნური გულის მოცულობა იგივე ზომისა იყო, როგორც ჩვეულებრივ ზრდასრული ადამიანის გული. გარედან სხვა აპარატის დახმარებით მომუშავე ხელოვნური გულის დამზადების მიზანი პაციენტზე შესაბამისი გულის პოვნამდე სიცოცხლის გახანგრძლივება გახლდათ.



მსგავსი ინფორმაციები