29 ნოემბერი ისტორიაში

29 ნოემბერი ისტორიაში

356306
29 ნოემბერი ისტორიაში

29 ნოემბერი ისტორიაში 

1534 წლის 29 ნოემბერს ოსმანეთის ჯარები დიდ ვეზირ იბრაჰიმ ფაშას სარდლობით ბაღდადში შევიდნენ. იბრაჰიმ ფაშა ოსმანეთის დიდ ვეზირი 1523 წლიდან, ე.ი. სულეიმან კანონიერის გამეფებიდან გახდა და პირველად თავი უნგრეთის ქალაქ მოჰაჩის ბრძოლაში გამოიჩინა, რის შემდეგ მისმა რაზმებმა ზედიზედ დაიპყრეს ქალაქი ბუდინი და უნგრეთის სხვა ქალაქები რა, ამის შემდეგ ავსტრიაში გადავიდნენ და ალყა შემოარტყეს ქალაქ ვენას. იბრაჰიმ ფაშას ხელმძღვანელობით მოხდა ასევე უნგრეთის ესტერგონისა და გრანის ციხე სიმაგრეების აღებაც, ხოლო აღმოსავლეთ ფრონტზე კი ირანის ქალაქ თაბრიზში შევიდა. იბრაჰიმ ფაშამ ისეთი პოპულარობა მოიპოვა ხალხში, რომ სულეიმანი შეეშინდა მისი აღზევების და თავისი დაცვის წევრებს ჩუმად მოაკვლევინა

 

1832 წლის 29 ნოემბერს ცნობილი ამერიკელი მწერალი ლუიზა მაი ალკოტტი ქალაქ ფილადელფიაში დაიბადა. მისი პირველი რომანი სახელწოდებით პატარა ქალიშვილები გამოიცა, რომელშიც უდიდეს წილად თავის ცხოვრებაზეა აქვს საუბარი და დღესაც მეტად პოპულარულია ეს რომანი. ახალგაზრდობაში მან დიდი წვლილი შეიტანა ქალთა უფლებების დაცვისა და ამერიკაში მონობის გაუქმების საქმეში. მის კალამს ეკუთვნის ასევე ისეთი გახმაურებული რომანები, როგორებიც არის კეთილი საქმეები, კაცუნები, რვა ბიძაშვილი, ყვავილობისას და ა.შ.


1846 წლის 29 ნოემბერს მექაში გარდაიცვალა ოსმანური კლასიკური მუსიკის ბოლო წარმომადგენელი ჰამამიზადე ისმაილ დედე ეფენდი. წლების განმავლობაში იგი მევლევების სექტის ყველაზე გამოჩენილ მუსიკოსს წარმოადგენდა. იგი ერთ დროს განდეგილობის გზას დაადგა და ამ დროს მნიშვნელოვანი სიმღერები დაწერა, რომელიც ძალიან მოეწონა ოსმან ფადიშაჰ სელიმ მესამეს, რომელიც ასევე კომპოზიტორობდა და ახლოს გაიცნო დედე ეფენდი რა, სასახლეში მიიწვია და ეს უკანასკნელი ამ სასახლის მუსიკოსს წარმოადგენდა მაჰმუდ მეორისა და აბდულმეჯიდის ეპოქებშიც. როცა სასახლეში დასავლური მუსიკის შემოჭრა მოხდა დედე ეფენდმა მიატოვა სტამბოლი და ჰიჯაზში გადავიდა საცხოვრებლად

 

1945 წლის 29 ნოემბერს შეიქმნა იუგოსლავიის ფედერალური რესპუბლიკა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც გერმანიის მიერ მეორე მსოფლიო ომის დროს დაპყრობილი იუგოსლავია განთავისუფლებულ იქნა საბჭოთა კავშირის არმიის მხრიდან. იუგოსლავია და მასში შემავალი ტერიტორიები 1389 წლიდან მოყოლებული მე-19 საუკუნის მეორე ნახევრამდე ოსმანეთის შემადგენლობაში შედიოდა. იუგოსლავიის პირველი პრეზიდენტი გახდა ბროზ ტიტო, რომელიც ქვეყანას 1980 წლამდე მართავდა



მსგავსი ინფორმაციები