28 ნოემბერი ისტორიაში

28 ნოემბერი ისტორიაში

394404
28 ნოემბერი ისტორიაში

28 ნოემბერი ისტორიაში

1820 წლის 28 ნოემბერს ოსმალეთის პერიოდის ენათმეცნიერი და მწერალი მუთერჯიმ ანუ თარჯიმანი ასიმი გარდაიცვალა. ასიმი ქალაქ გაზიანთეფში დაიბადა, სადაც მიიღო განათლება და სასამართლოს მდივნად დაიწყო მუშაობა. 1790 წელში ასიმი სტამბოლში ჩავიდა და ბურჰანი ქათის სახელწოდების სპარსული ლექსიკონის თარგმანი სულთან სელიმ მესამეს წარუდგინა.

1810 წელში ცნობილი კამუსის ანუ ლექსიკონის თარგმანის სულთან მაჰმუდ მესამისათვის წარდგენის შემდეგ იგი სელანიქის ყადად იქნა დანიშნული. თარგმანებთან ერთად ასიმი ისტორიულ ნაწარმოებებსა და ლექსებსაც წერდა. მან ლიტერატურულ სამყაროში განსაკუთრებით პოპულარობა არაბული და სპარსული თარგმანებით მოიპოვა.

1912 წლის 28 ნოემბერს ალბანეთმა ოსმალეთის სახელმწიფოსგან დამოუკიდებლობა მოიპოვა. 1479 წელში ფათიჰ სულთან მეჰმედის მიერ დაპყრობილი ალბანეთი ბალკანეთის პირველ ომში დაკარგა ოსმალეთმა და 1913 წელში ხელმოწერილი ლონდონის სამშვიდობო ზავით ალბანეთის დამოუკიდებლობა აღიარა.

1925 წლის 28 ნოემბერს თურქეთის დიდმა ეროვნულმა მეჯლისმა მიიღო ქუდის კანონი. ქუდის სავალდებულო ტარებისათვის მიღებული კანონის საწინააღმდეგოდ ჯერ ბევრ პროვინციაში საპროტესტო გამოსვლა გაიმართა. ათათურქმა კასტამონუში ვიზიტისას ქუდი დაიხურა და მოსახლეობას განუცხადა რომ ეს თავსაბურავი ქუდია რითაც ხალხს ქუდის გამოყენებისაკენ მოუწოდა. ამის შემდეგ კი კანონი მიიღო, რომლის მიზანიც თურქი ერის გარეგნობითაც გათანამედროვება იყო. 1934 წელს მიღებული კანონით კი ხალათისა და ქსოვილის თავსახვევის გამოყენება აიკრძალა და მათი ჩაცმის უფლება მხოლოდ სასულიერო პირებს მიეცათ.

2002 წლის 28 ნოემბერს დიდი თურქი პოეტი მელიჰ ჯევდეთ ანდაი 87 წლის ასაკში სტამბოლში გარდაიცვალა. მწერალი, რომელმაც ორჰან ველისთან და ოქთაი რიფათთან ერთად ყარიბის სახელწოდების პოეტური მიმდინარეობა ჩამოაყალიბა, ლექსებთან ერთად ესეებსა და რომანებსაც წერდა.



მსგავსი ინფორმაციები