თურქეთის კულტურული საგანძური     42/.2016

გაგაცნობთ იუნესკოს მსოფლიოს კულტურული საგანძურის სიაში შეტანილ, მნიშვნელოვან ანტიკურ ქალაქ აფროდიასს

617906
თურქეთის კულტურული საგანძური     42/.2016

                  ჩვენი ციკლური პროგრამის დღევანდელ ნომერში გაგაცნობთ იუნესკოს მსოფლიოს კულტურული საგანძურის სიაში შეტანილ, მნიშვნელოვან ანტიკურ ქალაქს. 

ანტიკური ქალაქი აფროდისიასი მდებარეობს ეგეოსის რეგიონის აიდინის ოლქის სოფელ გირეში. იგი გაშენებულია ბერძნული მითოლოგიის,  სილამაზის ქალღმერთის და ქალაქის ულამაზესი აფროდიტეს საპატივსაცემოდ.  ჩწაღ-დე მეორე საუკუნიდან ამ სახელით მოხსენიებული ქალაქი, ელინურ და რომაელების პერიოდში დიდ მნიშვნელობას შეიძენს.  ქალაქი განსაკუთრებით, სახელს გაითქვამს მოქანდაკეობით. მსოფლიოს ოთხივე მხარეს იგზავნებოდა ამ ქალაქის მოქანდაკეები და ქანდაკებები.

ამიტომაც იყო რომ რომის იმპერატორმა ქალაქის შესახებ თქვა:-„აზიაში ეს ქალაქი ავირჩიე  ჩემთვის“-ო. ქარიის რეგიონის დედაქალაქის დანიშნულების ქალაქი  აფროდისიასი, მსოფლიოს ყურადღებას მიიქცევს უცნაური ტაძრებით,  სვეტებიანი აგორებით, მონუმენტური კარიბჭეებით, სტადიონით. ქალაქი ცნობილი გახდება აფროდიტეს საკურთხევლით და მისი საპატივსაცემოდ გამართული ცერემონიალებით.

ანტიკური ქალაქის აფროდისიასის აღმოჩენა შემთხვევით მომხდარა. ერთხელაც, თურქეთში გაზრდილი და აღიარებული ფოტოგრაფი არა გულერი,  სურათების გადაღების მიზნით ჩავა ამ რეგიონში. სოფელ გირეში, სოფლელების მხრიდან მშენებლობაში ანტიკური ქვების გამოყენება მიიქცევს მის ყურადღებას. იკითხავს საიდან მოაქვთ ქვები. როცა მას ანტიკური ქალაქის ადგილს აჩვენებენ. უმალვე დაიწყებს ფოტოსურათების გადაღებას, რომელსაც გაუზიარებს თავის ფოტოგრაფ ხელოვან მეგობრებს.  გადაღებულ ფოტოსურათებს გაუგზავნის ერთ-ერთ ამერიკულ ჟურნალს. არქეოლოგი ქენან ერიმი, 1990 წლიდან მოყოლებული გარდაცვალებამდე, მთელ სიცოცხლეს მიუძღვნის ამ რეგიონს  და მისი კვლევების და გამოქვეყნებული სტატიების შემდეგ, ხსენებულ რეგიონში დაიწყება გათხრები 1959 წელში.  

ქალაქის ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული ტაძრის აფროდიტის საკურთხეველი ასურეთიდან ხსენებულ ადგილზე ჩასულ ასურელებს გაუშენებიათ თავიანთი სილამაზის ქალღმერთის იშტარის საპატივსაცემოდ.

 საკურთხეველი, რომლის მშენებლობა დაიწყება ჩვწ.აღ-დე პირველ საუკუნეში, გაშენებულია იონური სტილის სვეტებით და ნორმალურზე უფრო ღია ფორმით. მშენებლობის დასრულება მომხდარა ჩვწაღ-ის 130-იან წლებში, რომის იმპერატორის ჰადრიანის მხრიდან, წმინდა ადგილების შემოფარგვლის მიზნით გაშენებული კედლებით.

 საკურთხეველში, მხოლოდ მონაზვნების შესასვლელ წმინდა ადგილზეა აღმართული აფროდიტეს დიდი ქანდაკება.  ტაძარი, მეხუთე საუკუნეში, ქრისტიანული სარწმუნოების ზეგავლენით, ეკლესიად გარდაქმნის დროს დიდ დაზიანებას განიცდის.

აფროდისიასი, მოქანდაკეობის გარდა, ხუროთმოძღვრების თვალსაზრისითაც დიდ მნიშვნელოვნად ითვლება. გააჩნია აიდინის სკოლად წოდებული ძლიერი არქიტექტურის სტილი. ისტორიის მანძილზე ყოფილა მნიშვნელოვანი მოქანდაკეების სამშობლო.

თანამედროვე პირობებშიც ხშირად უწევს რეგიონი სხვადასხვა სიმპოზიუმებს მასპინძლობას. ანტიკური მოქანდაკეების ყველაზე საუკეთესო ნაწარმოებების წარდგენა ხდება მათივე ხელით გაშენებულ ტეტრაპილონის კარში. 

ანტკურ ქალაქ აფროდისიასში, ინგლისელი, ამერიკელი და თურქი არქეოლოგების მრავალეროვანი წარმომადგენლების ინიციატივით განხორციელებული გათხრების შედეგად აღმოჩენილი ექსპონატები გამოფენილია აფროდისიასის მუზეუმში. 1979 წელში ექსპლოატაციაში გადასული მუზეუმი ყურადღებას იქცევს ქანდაკებებით და ბარელიეფებით. ქალაქი 1987 წელში შევიდა იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის საგანძურთა სიაში.  2004 წელში, სპეციალისტების შექმნილი ჟიურის კენჭისყრით, შევიდა ყველაზე საუკეთესო 10 ანტიკური ქალაქის რიგებში.

გამოითქმება ვარაუდი, რომ ანტიკური სამოსახლოს ნანგრევებზე გაშენებული გირეს სამოსახლოს სახელიც ანტიკური ქალაქის კარიას თურქული სახელიდან მომდინარეობს. ამ სოფელში წააწყდებით ეგეოსის რეგიონის ტრადიციულ სტუმართმოყვარეობას და ანადოლიელების სითბოს.



მსგავსი ინფორმაციები