ახლო აღმოსავლეთი თურქეთის გადასახადიდან 47

ტრამპის გამარჯვება და მისი მნიშვნელობა ეგვიპტისთვის და ისრაელისთვის

617845
ახლო აღმოსავლეთი თურქეთის გადასახადიდან 47

8 ნოემბერს აშშ-ში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში მილიარდერმა დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა და ამ ციკლური პროგრამის წინა ნომერში მისი მხრიდან ახლო აღმოსავლეთში გასატარებელ შესაძლო საგარეო პოლიტიკაზე ზოგადად ვისაუბრეთ, დღეს კი ვისაუბრებთ თემაზე, თუ ტრამპის გამარჯვებას რა მნიშვნელობა ექნება ეგვიპტისათვის და ისრაელისთვის

წინა გადაცემაში ტრამპის ახლო აღმოსავლურ შეხედულებაზე საუბრისას გითხარით, რომ იგი ტერორს ფაქტიურად ისლამთან აიგივებს, რაც ისევ და ისევ ისლამოფობიაში შედის და რომ იტყვიან მართალს და მტყუანს ერთ ტაფაში ათავსებს. ასეთი მიდგომა კი ძალზედ უმართებულო და არა სამართლიანია, ვინაიდან, დავუშვათ თუნდაც ეგვიპტური წარმოშობის მუსლიმანი ძმებიც კი ტრამპის აზრით ტერორისტულად ითვლება და ამ მხრივ ტრამპის და ეგვიპტის პრეზიდენტის აბდულფეტტაჰ ელ სისის აზრები ერთმანეთისას ემთხვევა, რაც საბოლოო ჯამში იმას ნიშნავს, რომ ტრამპი სიმპათიურად მოეკიდება დემოკრატიული არჩევნებით ეგვიპტის ხელისუფლებაში მოსული მუჰამმედ მურსის სამხედრო გადატრიალებით დამმხობი გენერლის ელ სისის ავტორიტარული რეჟიმის  მიმართ. ე.ი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ტერორიზმის წინააღმდეგ ძალადობა იშვება, ძალადობა კი ძლიერ ლიდერს   მოითხოვს.

აი ამ თეზისიდან გამოდიან ტრამპიც და სისიც. სწორედ აქედან გამომდინარე სექტემბერში ნიუ ორკში ჩატარებულ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, ე.ი. ჯერ კიდევ ტრამპის საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას მისმა პირისპირ შეხვედრამ ეგვიპტის პრეზიდენტ სისისთან მეტად წარმატებით ჩაიარა და ტრამპმა ფანტასტიკური ლიდერი უწოდა სისის რა, ხაზი გაუსვა, რომ მისი არჩევის შემთხვევაში ეგვიპტეს დაეხმარებოდა და მხარში ამოუდგებოდა ანტიტერორისტულ ბრძოლაში. იმავე დღეს ტრამპის მრჩეველმა საგარეო საკითხებში ველიდ ფარისმა ეგვიპტელ პარლამენტარებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ თუ ტრამპი გახდება პრეზიდენტი, მაშინ, იგი მუსლიმან ძმებს ტერორისტულად აღიარებდა.

ეს ყველაფერი მეტად აწყობს სისის და სწორედ ამიტომ პირველმა მან დაურეკა და მან მიულოცა ტრამპს არჩევნებში გამარჯვება. ამის პარალელურად სისიმ ურთიერთობების გაღრმავება დაიწყო ესადის რეჟიმთან და მის კვალდაკვალ პუტინთან, ხოლო დისტანციის დაკავება დაიწყო საუდის არაბეთთან. უფრო მეტიც, ეგვიპტემ ისტორიაში პირველად მიიღო მონაწილეობა გაეროს კენჭისყრაში, რომლის ერთ ერთ კომისიაში ისრაელს ირჩევდნენ. ასე რომ, საერთო აზრით, ტრამპის ახლო აღმოსავლური პოლიტიკა მეტწილად დაემთხვევა ეგვიპტის რეგიონალურ პოლიტიკას

აქედან გამომდინარე ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში ახლო აღმოსავლურ პოლიტიკაში ყველაზე უარყოფითი ზეგავლენა ალბათ პალესტინაზე მოხდება, თუმცა, საარჩევნო კამპანიის წინა პერიოდში ტრამპი ამბობდა, რომ  ისრაელ-პალესტინას შორის პრობლემების მოგვარებაში არ ჩაერეოდა და ნეიტრალური დარჩებოდა. გარდა ამისა, მანვე ამერიკის ხელისუფლებისგან ისრაელისადმი მილიარდობით დოლარის სამხედრო დახმარების მიზეზიც კი იკითხა და ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის გამოცხადების წინააღმდეგაც გამოვიდა. მაგრამ, საარჩევნო  კამპანიის ბოლო პერიოდებში ტრამპს რადიკალური ცვლილებები დაეტყო პალესტინის საკითხში და იგი უკვე პრო ისრაელურ პოზიციაზე გადადის რა, ისრაელ-პალესტინის პრობლემის ორ სახელმწიფოებრიობის ფარგლებში მოგვარებაზეც აღარ ლაპარაკობს, პირიქით, ამბობს, რომ ისრაელს არასოდეს არ განუხორციელებია პალესტინური მიწებზე აგრესია და იგი არ წარმოადგენს ოკუპანტს. ამასთან ერთად მან უკვე მხარი დაუჭირა ებრაელური ახალშენების გამრავლებას დასავლეთ იორდანიაში და იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადებას, ამერიკული საელჩოს ტელ ავივიდან იერუსალიმში გადატანას   

აი სწორედ ამ ჩამოთვლილებიდან გამომდინარე ტრამპის გამარჯვება ყველაზე მეტად ეგვიპტის და ისრაელის ლიდერებს, სისის და ნეთანიაჰუს გაეხარდათ, ხოლო ამ უკანასკნელმა მილოცვის შემდეგ ტრამპს საარჩევნო დაპირებები შეახსენა.

ახლა ანალიტიკოსების აზრით ტრამპი გააგრძელებს პრო ისრაელურ პოლიტიკას, რადგან, მის ირგვლივ პროისრაელური პოლიტიკოსები ჭარბობენ და ერთადერთი რამ, რაშიც ტრამპმა უკან ნაბიჯი გადადგას, შეიძლება ის იყოს, რომ მან უარი თქვას იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადებაზე. ტრამპის გამარჯვების შემდეგ ორმა ებრაელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ორ სახელმწიფოებრიობის ფარგლებში პრობლემების მოგვარებასაც შეაჩერებენ და ებრაელურ ახალ მშენებლობებსაც გააგრძელებენ  

ტრამპს და ნეთანიაჰუს კიდევ ერთი პოზიცია აახლოებთ, ორივენი ირანთან დადებული ბირთვული შეთანხმების წინააღმდეგნი არიან და ტრამპი ამ შეთანხმების გადახედვას ეცდება, თუმცა, ამან შეიძლება მას უთანხმოება გაუჩინოს რუსეთთან, რომელთან ერთადაც იგი ახლო აღმოსავლეთში პოლიტიკური კოორდინაციის შექმნას აპირებს  

ასე რომ, ტრამპის ეგვიპტური პოლიტიკა ისრაელ/პალესტინის პოლიტიკის გაგრძელებაა, ხოლო ისრაელის ჰამასის საწინააღმდეგო პოზიცია იგივეა რაც ეგვიპტის უარყოფითი განწყობა მუსლიმანი ძმების მიმართ. ეს ყველა ერთად კი ქმნის ტრამპის ანტიტერორისტული ბრძოლის კონცეფციას, მოკლედ, ისრაელ-ეგვიპტის დაახლოება ხელს შეუწყობს ისრაელის უსაფრთხოების გამყარებას

 



მსგავსი ინფორმაციები