თურქეთის კულტურული საგანძური 41/2016
გაგაცნობთ თურბად წოდებულ ტაძრებს

ამ ციკლური პროგრამის დღევანდელ ნომერში გაგაცნობთ თურბად წოდებულ ტაძრებს. თურბები, ის ადგილებია სადაც, ასე რომ ვთქვათ, თავისებური სილამაზე ეძლევა მიცვალებულებს. თურქეთის ოთხივე კუთხეში წააწყდებით ასეთ თურბებს. მათ შორის ყველაზე საყურადღებოა ბურსას ჩელები მეჰმედის თურბე. იგი ეკუთვნის თეიმურ ლენგის ანადოლიაში შესვლის დროს, განსაცდელის პროცესში მყოფი ოსმანეთის საიმპერატოროს გამომხსნელ სულთან ჩელები მეჰმედს.
თურქები, ანადოლიაში შესვლამდე, ცენტრალურ აზიაში მოწინავე ადამიანების და შეძლებულებისთვის გააშენებენ აქითად წოდებულ მიწის ქვეშა სასაფლაო ოთახებს.
ადრეულ ხანებში ხეებისგან გაშენებულ აქითებს, შემდეგში ქვებისგან გააშენებენ. ანადოლიაში, მიწის ქვეშ გაშენებული აქითების მრავალი ნიმუშებია აჰლათში. შემდეგში, მის გაშენებას მოახდენენ მიწებზე. დროდადრო მომხდარა ცენტრალური აზიიდან მოყოლებული ზოგიერთ რეგიონებში მიცვალებული დიდებულების მუმიფიცირება.
ისლამურ კულტურაში, თურბეს ტრადიცია პირველად დამკვიდრდება აბასიდების ხალიფატის მემუნუს დროს, რომელიც თურბეს გააშენებინებს ბიზანტიელი დედისთვის.
ამით მოხდება დედის მოსიყვარულე ხალიფატის მიერ აღმოსავლეთ რომაელთა მიცვალებულის დასაფლავების ტრადიციის, ისლამურ სამყაროშიც დამკვიდრება.
ქრისტიანული სამყაროსთვის დამახასიათებელი და მარტირიონად წოდებული თურბეს ტრადიცია, ისლამურ სამყაროში დამკვიდრდება მის მშენებლობაში ზოგიერთი ცვლილებების შეტანით. ისლამური რელიგიით მიცვალებული, აუცილებლად უნდა დაიმარხოს მიწაში. თურბებში კი, მიწის ქვეშა ოთახებში ხდებოდა მისი პატრონის, მეუღლის და შვილების დასაფლავება. ზედა სართულზე გაშენებულ სიმბოლურ სარკოფაგის საკანი ასრულებდა მეჩეთის მოვალეობას და იქ ხდებოდა ნამაზის რიტუალის და ლოცვის ჩატარება.
მასში აუცილებელი იყო ქააბეს მსგავსი მიჰრაბი, იგივე იმამის სალოცავი ადგილი.
თურბები, მშენებლობის სტრუქტურის მიხედვით, რამდენიმე ჯგუფად იყოფიან. პოლიგონის, ოთხკუთხედი, წრიული, სარკოფაგის მსგავსი, რომელიც შიგნიდან გუმბათის, გარედან კი სელჯუკების პერიოდის კონუსისებური ფორმისაა და გადახურულია.
ოსმანეთის პერიოდში, გაშენდება შიგნითა და გარეთა ხედით გუმბათიანი თურბები.
ბურსას სიმბოლოდ წოდებული Yeşil Türbe, იგივე მწვანე თურბე მდებარეობს ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში. გაშენებულია მწვანე მეჩეთთან ერთად. ეს არის ბურსაში ჩასული ტურისტების ყველაზე ხშირი მონახულების ადგილი. იგი გაუშენებიათ ჩელები მეჰმედისთვის და მისი მშენებლობა დასრულებულა 1421 წელს ჩელები მეჰმედის გარდაცვალებამდე 40 დღით ადრე.
თურქული ტრადიციის უნიკალურ ნიმუშად ქმნილი თურბე, ყურადღებას იქცევს ფაიფურის გალამაზებით.
სელჯუკური სამლოცველო არქიტექტურის გაგრძელების შეფასებაც ეძლევა მწვანე თურბეს, რომელიც რვა კუთხაა. გარე კედლის შიდა ფასადი მოპირკეთებულია ფაიფურით და არის, მთლიანად ფაიფურით მოპირკეთებული შიდა ფასადის მქონე თურბეს დანიშნულების. ევლიე ჩელებიც აღნიშნავს, რომ გუმბათიც კი მწვანე ფერის კრამიტებით არის შელამაზებული. ჩელები მეჰმედი ცნობილია ოსმანეთის სახელმწიფოს მეორე დამფუძნებლად. მის სახელზე გაშენებული თურბე, ღრმა გავლენას იქონიებს თურბეს არქიტექტურის შემდგომ პერიოდზეც. გააჩნია შეუდარებელი სილამაზე. მაღალი კიბეებით ხდება თურბეს მეჩეთში გადასვლა. არ შეიძლება არ მოიხიბლოთ შესასვლელის ორივე კარზე, ცამდე აზიდული ფილები. ეს არის თურქული ხის ნაკეთობის ყველაზე ნატიფი ნიმუში და ამ ხის კარიდან ხდება შიგნით შესვლა. მესჯიდის შუაში მდებარე სარკოფაგი ფილებით არის გაწყობილი. ოთხკუთხედი სამლოცველო კათედრალის მხარეს მდებარე იმამისთვის განკუთვნილი ადგილიდან ხდება გუმბათში გადასვლა. მომხიბლავია, სიკვდილის ბრწყინვალე არქიტექტურით განწმენდილი და მომავალი თაობებისთვის გამცნობი სილამაზის ჰაეროვნება.
კედლებზე, სიკვდილის შესახებ არაბული აიათები, სულ სხვანაირ ფერადოვნებას აძლევს თურბეს სილამაზეს.
არ არის ეჭვი და უდავოა, რომ თურბეს არქიტექტურამ, ოსმანეთის საიმპერატოროს მომცველ ფართო გეოგრაფიულ რეგიონში, უნიკალური ნიმუშები გამოავლინა. ოსმანეთის პერიოდის გენიალური არქიტექტორი მიმარ სინანი, სულთან სულეიმანისთვის გაშენებულ მეჩეთთან გააშენებს მისთვის და მისი ოჯახის წევრებისთვის თურბეს.
მიმარ სინანი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ემსახურებოდა ფადიშაჰს, იმისათვის, რომ გარდაცვალების შემდეგაც არ მოშორებოდა მას, სულეიმანიეს მეჩეთის ბაღჩის ეზოს შესასვლელში თავისთვის გააშენებინებს მომცრო თურბეს და დატოვებს ანდერძს, რომ იქ მოახდინონ მისი დასაფლავება.
სამყაროს ფადიშაჰის ფერხთან, მსახურის სახით დაძინებაც კი დიდი პატივად მიაჩნდა მას.
სიკვდილისთვის სილამაზის მიმცემი და იქ დასაფლავებულების უკუნეთიდან უკუნეთამდე მაცოცხლებელი თურბები, განაგრძობენ ანადოლუს უცილო სილამაზით კულტურულ ტრადიციად გადაქცევას. რომელიმე დღეს, თუ მოგიწევთ ანადოლიაში ჩასვლა, ნუ დაივიწყებთ ამ უნიკალური ტაძრების მონახულებას.