20 ნოემბერი ისტორიაში

20 ნოემბერი ისტორიაში

419447
20 ნოემბერი ისტორიაში

20 ნოემბერი ისტორიაში

1910 წლის 20 ნოემბერს მე-20 საუკუნის პირველი რევოლუცია, მექსიკის რევოლუცია დაიწყო. მექსიკაში პორფირიო დიასის დიქტატორული მმართველობის გამო დაწყებულმა ამბოხმა ქვეყანაში 10 წლიანი ომი გამოიწვია. სოფლის მოსახლეობის მიერ, რომლებიც მექსიკის მოსახლეობის 80%-ს შეადგენდნენ, მიწის რეფორმების მოთხოვნით დაწყებული შიდა ომი, გენერალ ორეგონის ხელისუფლებაში მოსვლით დასრულდა. ორეგონმა მუშებისათვის მიცემული დაპირებების ნაწილი შეასრულა, მიწის რეფორმის გატარება კი 1917 წელში მიღებული კონსტიტუციით მხოლოდ სამხრეთში მდებარე პროვინციებში მოხდა.

1945 წლის 20 ნოემბერს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აშშ-ს, გაერთიანებული სამეფოს, საბჭოთა კავშირისა და საფრანგეთის მიერ ნაცისტების პარტიის წინააღმდეგ სარჩელის აღძვრით ცნობილი ნიურბერგის პროცესი დაიწყო. ნაცისტებს ბრალად ედებოდა კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის, ომის დანაშაულის ჩადენა, მსოფლიო მშვიდობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენა და ა. შ. პროცესი 1946 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ დასრულდა. სასამართლომ პარტიის 12 წევრს სიკვდილით დასჯა, დანარჩენებს კი პატიმრობა მიუსაჯა.

1962 წლის 20 ნოემბერს საბჭოთა კავშირის მიერ კუბაზე, ხოლო აშშ-ს მიერ თურქეთში ბირთვული რაკეტის განთავსებით დაწყებული კრიზისი, რომელმაც მსოფლიო ბირთვული ომის პირას მიიყვანა, ამერიკის მიერ კუბის ბლოკადაზე უარის თქმით დასრულდა. კრიზისის დასრულების შემდეგ ამერიკამ თურქეთში განთავსებული რაკეტები, ხოლო საბჭოთა კავშირმა კი კუბის ატომური რაკეტები აიღო. 1963 წელში კი აშშ-მა და საბჭოთა კავშირმა ბირთვული იარაღის გამოცდების ნაწილობრივ აკრძალვის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

1975 წლის 20 ნოემბერს ესპანეთის 36 წლიანი დიქტატორული მმართველობის შემდეგ გარდაიცვალა გენერალი ფრანცისკო ფრანკო. ფრანკომ 1936 წელში ესპანეთის შიდა ომში რესპუბლიკელები დაამარცხა და თავისი დიქტატურა დაამყარა. მან არმიის, ეკლესიისა და მიწათმფლობელთა მხარდაჭერით ქვეყანაში ოპოზიციური საზოგადოების სრულად გაჩუმება მოახერხა. ფრანკომ მისი მმართველობის პერიოდში კატალონიისა და ბასკეთის რეგიონებს ავტონომიები გაუუქმა, გარდაცვალებამდე კი სახელმწიფოს მეთაურის უფლებამოსილება პრინც ხუან კარლოს გადასცა.

 

 



მსგავსი ინფორმაციები