14 ნოემბერი ისტორიაში

14 ნოემბერი ისტორიაში

416577
14 ნოემბერი ისტორიაში

14 ნოემბერი ისტორიაში

1910 წლის 14 ნოემბერს ეუგენ ელის მართვით პროპელერიანი თვითმფრინავი აშშ-ს საზღვაო ძალების კუთვნილ გემ „ბირმინგემიდან“ აფრინდა და ამ სფეროში იგი პირველი გახდა. „ბირმინგემი“ კი 25 მეტრის სიგრძის ხის ასაფრენი ზოლით ისტორიაში შევიდა როგორც პირველი ავიამზიდი. თვითმფრინავს, რომელსაც ელი მართავდა, გემიდან აფრენის შემდეგ არა გემზე არამედ ხმელეთზე შეძლო დაბრუნება.

1914 წლის 14 ნოემბერს პირველი თურქული ფილმი გადაიღეს. პირველმა თურქმა რეჟისორმა ფუათ უზქინაიმ პირველ თურქულ ფილმად აღიარებული „სან სტეფანოში მდებარე რუსული მონუმენტის დანგრევა“ გადაიღო. დაწყებითი და საშუალო სკოლების სტამბოლში დასრულების შემდეგ ფუათ უზქინაი სტამბოლის ლიცეუმში მოსწავლეებს კინოს შესახებ გაკვეთილებს უტარებდა. მან წვლილი შეიტანა ოსმალეთის პირველი ალი ეფენდის კინოდარბაზის გახსნაში. მან ოსმალეთში კონის შემტან ზიგმუნდ ვაინბერგისგან ფილმის გამშვების მუშაობა შეისწავლა და საკუთარი ფილმი გადაიღო. უზქინაიმ ენვერ ფაშას ბრძანებით „არმიის ფილმის ცენტრალური დეპარტამენტი“ შექმნა. ამის შემდეგ კი მან მრავალი ფილმი გადაიღო სამხედრო ტემაზე. იგი 1956 წელი სტამბოლში გარდაიცვალა.

1950 წლის 14 ნოემბერს ცნობილი თურქი პოეტი ორჰან ველი ქანიქი გარდაიცვალა. მწერალმა 1932 წელში სტამბოლის ლიტერატურის ფაკულტეტის ფილოსოფიის განყოფილებაზე სწავლას თავი დაანება და ანკარის ფოსტა-ტელეგრაფში დაიწყო მუშაობა, მოგვიანებით კი განათლების სამინისტროს სათარჯიმნო განყოფილებაში მუშაობდა. ორჰან ველიმ ახლო მეგობრებთან ოქთაი რიფათთან და მელიჰ ჯევდეთთან ერთად ახალი ლიტერატურული მიმდინარეობა „ყარიბები“ ანუ მარტოსულები შექმნა. პოეტი მოკლე და მარტივი ენით წერდა ლექსებს, რამაც ლიტერატურულ წრეებში ყურადღება მიიპყრო. 1945 წლის შემდეგ კი მან უფრო მეტი მნიშვნელობა საზოგადოებრივ თემებს დაუთმო და თანდათან ჩამოშორდა ყარიბთა მიმდინარეობას. მის ცნობილ ნაწარმოებებს შორისაა „ყარიბი“, „ვიზეც უარს ვერ ვამბობ“, „ლეგენდასავით“, ორ ტომად გამოცემული ლა ფონტენის ზღაპრები და ნასრედინ ხოჯას მოთხრობები.

1971 წლის 14 ნოემბერს ამერიკულმა კოსმოსურმა აპარატმა მარინერ 9-მ პლანეტა მარსს მიაღწია და მის ორბიტაზე დაეშვა. მარინერ 9 არის პირველი კოსმოსური აპარატი, რომელიც სხვა პლანეტის ორბიტაზე დაეშვა. მან მარსიდან დედამიწაზე 7329 ფორტო გამოაგზავნა და მისი წყალობით მარსზე არსებული ღრუების, კანიონების, ვულკანების და ვაკეების შესახებ პირველად მიიღეს ინფორმაციები.



მსგავსი ინფორმაციები