ახლო აღმოსავლეთი თურქეთის გადასახედიდან 45
მეორე არაბული გაზაფხულის ტალღა მოდის?

მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს მაროკოს ქალაქ ჰუსეიმეში მომხდარი ტრაგიკული მოვლენის კვალდაკვალ ჯერ ამ ქალაქში და შემდეგ მაროკოს მასშტაბით დაწყებულმა ანტი სამთავრობო საპროტესტო გამოსვლებმა ყველას 2010 წლის ბოლოს დაწყებული გამოსვლები და მის შემდეგ მთელს არაბულ სამყაროში დაწყებული ე.წ. არაბული გაზაფხული შეახსენა და გაჩნდა კითხვები, რომელთა შორის წინა პლანზე წამოიწია მთავარმა კითხვამ, მეორე არაბული გაზაფხულის ტალღა ხომ არ მოდის?
როგორც მოგეხსენებათ 2010 წლის დეკემბერში ტუნისის ქალაქ სიდი ბუზიდში პოლიციამ ჯერ ხელის ურიკა ჩამოართვა ე.წ. მოგზაურ წვრილ გამყიდველს მუჰამმედ ბუაზიზს, შემდეგ ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფაც მიაყენა მას, რის გამოც მუჰამმედმა თავის დაწვა სცადა და ამან მთელი ტუნისის მოსახლეობის აღშფოთება გამოიწვია რა, მასიური საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, რომელიც მომდევნო თვეებში მთელს მუსლიმანურ სამყაროს მოედო და მას ე.წ. არაბული გაზაფხული შეარქვეს. ამ გამოსვლების შედეგად, რომელთა მთავარი სლოგანი იყო “პური, სამართალი და თავისუფლება“ მაროკოშიც და სხვა არაბულ ქვეყნებში ხელისუფლებები შეიცვალნენ, თუმცა დღეს ეს ქვეყნები უფრო უარეს მდგომარეობაში ჩავარდნენ და ვერ ეღირსნენ ვერც სამუშაოს და ვერც დემოკრატიას
მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს კი იმავე მაროკოში, პოლიციამ უკანონო გაყიდვის ბრალდებით თევზები ჩამოართვა მუჰსინ ფიქრის და ეს თევზები ნაგვის მანქანაში ჩაუყარეს. მუჰსინმა სცადა ნაგვის ავტომანქანიდან თავისი თევზების გამოხსნა, მაგრამ, ამ დროს მანქანის პრესში მოჰყვა და ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე. მისი დასაჩიხრებული გვამის ფოტოსურათები სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნეს რა, ამან კვლავ 10 ათასობით ადამიანი გამოიყვანა ქუჩებსა და მოედნებზე რა, ეს გამოსვლები ერთ კვირაზე მეტია რაც გრძელდება. ყველაზე ხალხმრავალი გამოსვლა კი დედაქალაქ რაბათში, პარლამენტის შენობის წინა მოედანზე მიმდინარეობს და მოითხოვენ შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას
2010 და 2016 წლების ამ ორივე გამოსვლას შორის დიდი მსგავსებებია. პირველი ის არის რომ ორივე შემთხვევაში დაზარალებულები ღატაკი ფენის მოსიარულე წვრილ ვაჭრებს წარმოადგენენ. ორივემ პოლიციის მხრიდან ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფა განიცადა. ორივეს სიკვდილმა ხალხის დიდი აღშფოთება გამოიწვია და ორივეს სიკვდილში ხალხი ხელისუფლებას დანაშაულებს, რომელიც ხალხის აზრითვე კორუფციის, უსამართლობის და უთანასწორობის მთავარ წყაროს წარმოადგენს. აი ამ მსგავსებების მიუხედავად, რა თქმა უნდა 2010-2011 წლების მსგავსი შედეგების გამოწვევას არ უნდა ელოდნენ, რასაც სხვადასხვა მიზეზები გააჩნია.
ყველაზე მთავარი აქ ის არის, რომ დღევანდელი არაბული პოლიტიკური კონიუნქტურა ექვსი წლის წინანდელს სრულებითაც არ მიაგავს და მათ შორის მნიშვნელოვანი განსხვავებებია. ტუნისის გარდა სხვა ქვეყნებში მომხდარმა რევოლუციებმა დიდი სისხლისღვრებიც გამოიწვიეს, თანაც ხალხის მოთხოვნები არასად არ დაკმაყოფილდა. მოკლედ, სისხლისღვრები დღესაც გრძელდება იემენში, ლიბიაში და სირიაში, ხოლო ეგვიპტეში კი არაბული რევოლუციის შედეგად ხელისუფლებაში მოსული მურსის მთავრობა კი გენერალ სისი მხრიდან იქნა დამხობილი. ამიტომაც თითქმის ყველა გაზაფხულ მოვლილ სახელმწიფოებში დღეს უკვე ძველ, რევოლუციამდელ ხელისუფლებებსაც კი მისტირიან
მართლაც და ახლანდელი რეჟიმები ოპოზიციური ხმის ჩასახშობად ყველანაირ მეთოდებს, მათ შორის მკაცრ ძალადობრივსაც კი არ ერიდებიან. ხსენებული ქვეყნების ხელისუფლებები მიზეზად იყენებენ რა მოსახლეობის უსაფრთხოებას, კრძალავენ მშვიდობიან დემონსტრაციებსაც კი, ზღუდავენ გაზეთების გამოსვლას, კრძალავენ სოციალურ მედიას, ცენზურას იყენებენ ინტერნეტის და სხვა მედია საშუალებების მიმართ, ზღუდავენ არასამთავრობოების საქმიანობას და ა.შ. აი ამ საქმიანობებით ხელისუფლება არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს მეორე გაზაფხულის დაწყებას, მით უმეტეს მაროკოში, სადაც ხელისუფლების მანევრირებული ქმედებების შედეგად პირველი არაბული გაზაფხულიც კი არ შედგა, რადგან მთავრობამ დემონსტრანტების ზოგიერთი სოციალური მოთხოვნები შეასრულა, ასე რომ, მათ უკვე კარგი გამოცდილება გააჩნიათ
მეფემ, როგორც წარსულში, ამჯერადაც სახელმწიფო საზოგადოებას შორის არსებული კონფლიქტი კვლავ თავის სასარგებლოდ გადაწყვიტა, რასაც ხელი შეუწყო ხალხში ოდითგანვე გარვცელებულმა აზრმა, რომ მეფის ტრადიციული ლეგიტიმაცია კვლავ უნდა გაგრძელდეს, რადგან, სწორედ ხომ იგი ითვლება სახელმწიფოს ბატონ პატრონად და აქედან გამომდინარე ხალხი ერთგული უნდა დარჩეს მისადმი
მაგრამ, რაც არ უნდა იყოს, მაროკოში დაწყებული ეს ახალი გამოსვლები სერიოზულობაში უნდა მიიღონ, რადგან, 2011 წელს დაწყებული გამოსვლების მთავარი მოთხოვნები ხელისუფლების მხრიდან ჯერ არ დაკმაყოფილებულა, ხოლო ამის პარალელურად სისტემაც განაგრძობს სუსტ მუშაობას. მართალია 2011 წელს ხელისუფლებამ მაროკოში ფასადური ცვლილებები განახორციელა ქვეყნის კონსტიტუციაში, მაგრამ, საზოგადოება კვლავ აგრძელებს პოლიტიკურ ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებთან ბრძოლას. ამ ყველაფრის წინააღმდეგ რეჟიმის მხრიდან მიღებული დაუყოვნებლივი ზომები არასაკმარისია. ყველა გამოსვლები კი ერთგვარ კორუფციას, პოლიციის მხრიდან გადამეტებით ძალის გამოყენებას და ეკონომიკურ მარგინალიზაციას უწყობს ხელს. ამ ყველაფრის წინააღმდეგ დროული რეაგირების განუხორციელებლობამ შეიძლება სიტუაცია უფრო სავალალო გახადოს.