ახლო აღმოსავლეთი თურქეთის გადასახედიდან 44

ეგვიპტე: დანგრეული ეკონომიკა და ლეგიტიმაციის კრიზისი

604015
ახლო აღმოსავლეთი თურქეთის გადასახედიდან 44

დღეს ეგვიპტის მთლიანი მოსახლეობის 27% სიღატაკის დონის ქვეშ ცხოვრობს, თუმცა აქ ისიც საკამათოა, თუ თვეში 50 დოლარის შემოსავალი რამდენად სამართლიან ზღვარს წარმოადგენს ბუნებრივი გაზით მდიდარი ამ სახელწიფოსათვის. ყველაზე ცუდ მდგომარეობაში ზემო ეგვიპტეში მცხოვრებნი არიან, რადგან აქ მცხოვრებთა 60% სიღატაკის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. ექსპერტთა აზრით ამ ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობის დამყარება სწორედ რომ ეკონომიკური პრობლემების მოგვარებაზე გადის, თუმცა ამის დამაიმედებელი რამ ჯერ ჯერობით ჰორიზონტზე არ ჩანს. უფრო მეტიც, იგივე ექსპერტები ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესებას წინასწარმეტყველებენ, რაც საბოლოო ჯამში პრეზიდენტ აბდულფეტტაჰ ელ სისის ხელისუფლების პოლიტიკური ლეგიტიმაციის კრიზისსაც  ამძაფრებს      

2011 წელს, როცა ეგვიპტელები მუბარაქის 30 წლიანი დიქტატურის წინააღმდეგ ქუჩებში და მოედნებზე გამოვიდნენ, მათ სამი მთავარი მოთხოვნა ჰქონდათ: პური, თავისუფლება და სოციალური სამართლიანობა. როგორც ცნობილია ეს გამოსვლა ე.წ. არაბული გაზაფხულის გამარჯვებით დასრულდა და ხალხმა პირველ დემოკრატიულ და სამართლიან არჩევნებზე ხმის უმრავლესობით მუჰამმედ მურსი აირჩია, თუმცა 1 წლის შემდეგ მურსის ხელისუფლება გენერალმა სისიმ დაამხო და დღეს ეგვიპტელები ისეთ მდგომარეობაში არიან, რომ მუბარაქის მმართველობაც კი სანატრელი გაუხდათ

დღეს ეგვიპტის ეკონომიკური მდგომარეობა არ არის იმედისმომცემი. 2015 წელს ზოგიერთ სფეროში ოდნავი გამოცოცხლება შეინიშნა, ეკონომიკაც ადგილიდან დაიძრა და მის კვალობაზე ინფლაცია კონტროლზე იქნა აყვანილი, თუმცა ეს ყველაფერი დადებითად არ აისახა მოსახლეობის მდგომარეობაზე. პირიქით, დაბალ შემოსავლიანების მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა და რომ არა სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების მცდელობისა, რომლებმაც საკმარისი ფინანსური დახმარება გაუწიეს გენერალ სისის, ეგვიპტე ალბათ ვერც გამოვიდოდა ეკონომიკური კრიზისისგან, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ რამე ოდნავი წინსვლა შეინიშნება ეგვიპტის ეკონომიკაში, სწორედ ამ დახმარებების შედეგია. 2011 წლის 11 სექტემბრის სამხედრო ამბოხების დროს 1 დოლარი 5,8 ლირა ღირდა, ახლა კი 1 დოლარი 15 ლირა ღირს და მარტო მიმდინარე წელს ეგვიპტური ლირა 40%-ით გაუფასურდა. ამის პარალელურად 2011 წელს ეგვიპტის ცენტრალური ბანკის რეზერვები 36 მილიარდ დოლარს აღწევდა, წელს კი ეს ციფრი 5,15 მილიარდ დოლარამდე დაეცა. წლითიწლობით მატულობს ქვეყნის საგარეო დავალიანებაც და 2015 წელს 48 მილიარდი ვალი მიმდინარე წლის 10 თვეში 55,7 მილიარდამდე ავიდა. ზოგიერთი ცნობებით არაბული ქვეყნების მხრიდან დახმარების სახით კაიროსათვის მიცემული 50 მილიარდიდან 30 მილიარდი გაქრა და არავინ იცის, თუ სად აორთქლდა ამდენი თანხა, როცა ახლა ქვეყნის მოსახლეობას ეკონომიკურად უფრო შვებად უნდა ამოესუნთქა. აორთქლებული თანხა კი ზოგიერთების აზრით საპატიმროების აშენებაზე, დემონსტრაციების ჩახშობაზე, “უსაფრთხოების ზომების მიღებაზე“ და აგენტური ქსელების გაფართოებაზე, ე.ი. ანტისახელმწიფოებრივ ღონისძიებებზე დაიხარჯა, რაც თავისთავად კორუფციის აყვავებასაც უწყობს ხელს

 აქ არც იმის თქმა დაგვავიწყდეს, რომ ეგვიპტის ეროვნული შემოსავლის 10% ტურიზმის სექტორზე მოდიოდა და ამასთან ერთად ქვეყანაში შემოსული მთლიანი ვალუტის 20%-იც ამ სექტორზე მოდიოდა რა, დღეს ეს სექტორიც ჩავარდნილია. ეროვნული ვალუტის გაუფასურება კი პირველადი მოთხოვნილების ნივთ-საგნებზე ფასების გაზრდას იწვევს, რაც თავისთავად ყოველდღიურ ცხოვრებაზე ნეგატიურად მოქმედებს, ისე რომ, ეგვიპტის მოსახლეობის დიდ უმრავლესობას უჭირს ისეთი კვების პროდუქტების მომარაგება, როგორებიც არის პური, ფქვილი, ბრინჯი, შაქარი, ზეთი, ყველი, კარაქი, მაკარონი, მარილი, ბავშვების საკვები მედიკამენტები და ა.შ. მოკლედ, ღარიბ მოსახლეობას დიდი ბრძოლა უხდება, რათა შიმშილით არ გარდაიცვალოს

უკვე ცნობილი გახდა, რომ ამ თვეში ეგვიპტესა და სსფ-ს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლითაც სსფ 12 მილიარდი დოლარის კრედიტს გამოუყოფს, ხოლო მის საპასუხოდ ეგვიპტის მთავრობა ე.წ. ქამრის მოჭერის პოლიტიკაზე გადავა. ე.ი. ამ ქვეყანაში მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება, რადგან, ამავე შეთანხმებით ეგვიპტეში დამატებითი ღირებულების გადასახადი შემიღება, ბენზინის ფასი გაძვირდება და მასზე სუბსიდიები მოიხსნება, რაც ისევ და ისევ სამომხმარებლო ფასების გაზრდას გამოიწვევს.

მოკლედ რომ ვთქვათ, ეგვიპტის მთავრობის მიერ გამიზნული სტრუქტურული დარეგულირების პოლიტიკა მოსახლეობის უმეტეს ნაწილზე უარყოფითად აისახება და დიდ უარყოფით ზეგავლენას მოახდენს. ეს კი დროთა განმავლობაში  სისის მთავრობის რეჟიმის ლეგიტიმაციას გამოიწვევს. ისტორიაში მსგავსი რადიკალური პოლიტიკის გამტარებელი და წარმატებული ქვეყანა ძალზედ ცოტაა ან კიდევ  შეიძლება ითქვას, რომ არცაა. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ეგვიპტემ მსგავსი პოლიტიკის და ავტორიტეტული რეჟიმის განსამტკიცებლად შეიძლება ძალადობაც გამოიყენოს, რომლის გაკონტროლებაც შეუძლებელი გახდება. 



მსგავსი ინფორმაციები