თურქეთის კულტურული საგანძური 36/2016

გაგაცნობთ, ჩვენი ქვეყნის ქალაქ მუზეუმის დანიშნულების მნიშვნელოვან საუცხოო კულტურული ღირებულებების მქონე მარდინის ოლქს

604034
თურქეთის კულტურული საგანძური 36/2016

თურქეთის ერთმანეთზე საუკეთესო კულტურული საგანძურებიდან, დღეს გაგაცნობთ, ჩვენი ქვეყნის ქალაქ მუზეუმის დანიშნულების მნიშვნელოვან საუცხოო კულტურული ღირებულებების მქონე მარდინის ოლქს.

იგი მდებარეობს სამხრეთ აღმოსავლეთ ანადოლიის, ქალაქ მარდინიდან 80 კმ-ის მოშორებით, თურქეთ ერაყის საზღვარზე.   მაღალ გორაზე გაშენებული ქალაქი ზემოდან გადაჰყურებს სამხრეთისკენ გაწოლილ ქიზილთეფეს ვაკეს.

ქალაქის მდებარეობა მეტად ხელსაყრელია, გარშემო, ფართო არე-მარის დასათვალიერებლად..

მარდინს, თავისი გეოგრაფიული მდებარეობით, მასპინძლობა გაუწევია რომის საიმპერატოროს ყველაზე აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე გარნიზონისთვის. მარდინთან ყველაზე ახლო ქალაქ დარაში, არის ქალაქის ყველაზე დიდი სამხედრო გარნიზონი. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონი, მონაცვლეობით ხელში მოქცეულა რომაელების, სპარსელების და სასანიდების,  დღეისათვის მოუღწევია ანტიკური რომაული ქალაქის სახით.  მარდინი, ამავე დროს ის ქალაქი გახლავთ, სადაც ყველაზე მრავლად ცხოვრობენ ქრისტიანი არაბი ასურელები, რომელთა რელიგიური ცენტრის დანიშნულების მონასტერი დეირულ ზაფერანი, ძალიან ახლოსაა მარდინთან. ცეცხლთაყვანისმცემელთა მონასტერი, ქრისტიანობის შემოღების შემდეგ, ჯერ ეკლესიად, შემდეგ კი, თეოლოგიის განათლების მიმცემი ბერების თავშეყრის ადგილად გადაიქცევა. ასურელებისადმი დიდი პატივისცემა გამოუხატავს რესპუბლიკის ფუძემდებელ მუსტაფა ქემალ ათათურქს, რადგან არასდროს მომხდარა მთზე უბრალო ზეწოლა და თავისუფლად შესძლებიათ  თავიანთი რწმენის და კულტურის გაგრძელება. დღესაც, მარდინის ცენტრშია ასურელების ეკლესიები. ასურელებისთვის დიდ მნიშვნელობას ატარებს მიდიათის რაიონი. იქ დამზადებული ვერცხლის და ოქროს საიუველირო ნაწარმი გასცდა თურქეთის ფარგლებს. მათთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ფარშევანგის მოტივის საყურეები, რომელიც მსოფლიოს ოთხივე კუთხეში იგზავნება.

მარდინს, 641 წელში დაიპყრობენ ომეიადების არმიები და საფუძველი ჩაეყრება ისლამის ეტაპს. ქალაქში და მის გარემოცვაში დასახლებული არაბი მოსახლეობა  დაიწყებს ქალაქის რეკონსტრუქციას. მათ მიერ გაშენებულმა ერთმანეთზე საუკეთესო ისტორიულმა ტაძრებმა დღემდე მოაღწია. რეგიონი სელჯუკთა საიმპერატოროს პერიოდში გადავა თურქების ხელისუფლებაში. იქ გამწესებული ათაბეგ არტუკლუს პერიოდში, როცა ბოლო მოეღება სელჯუკთა სახელმწიფოს, რეგიონი დამოუკიდებლობას გამოაცხადებს. მარდინის უძველესი მეჩეთებიდან ერთ-ერთია ულუ მეჩეთი, რომელიც გაშენდა 1176 წელში. წარმოდგენილია არტუკლუს არქიტექტურის გამორჩეული დახვეწილობა და იგი, თავისებურ სილამაზეს ჰმატებს ქალაქს.   მეჩეთების გარდა ყურადღებას იქცევს არტუკლუელთა პერიოდში უნივერსიტეტად გამოყენებულ მედრესებში განვითარებული ცოდნა. მე-12-ე საუკუნეში, ელ ჯეზირეს დაწერილი წიგნი სახელწოდებით Otomato, რობოტების ტექნიკის მამად მოიხსენიება. მარდინში არის, ტერასისებურად ზევითკენ აზიდული სახლები. კლიმატური პირობების გამო, რადგან აქ ძალიან დიდი სიცხეებია, ქვისგან გაშენებულ სახლებს სახურავი არა აქვთ და გააჩნიათ შიდა ეზო. ზაფხულში იძინებენ სახლის სხვენში. ვიწრო ქუჩებში მანქანით მოძრაობაც კი ძნელია.  რეგიონში, საყურადღებოა უკანასკნელ წლებში მომრავლებული  ადგილობრივი და უცხოელი ტურისტები, რომლებიც ქალაქის სანახავად ჩადიან. სირიასა და ერაყში სტაბილურობის დამყარებით, რეგიონი სახელმწიფოს მნიშვნელოვან ტურისტულ რეგიონად გადაიქცევა.

მარდინი, მიდიათის გზის მეშვეობით ჰასანქეიფთან დაკავშირებულია შანლიურფასთან, ჰარრანთან და გობექლი თეფესთან. მარდინში ჩასვლისას, მისი საუცხოო კერძების გემოს გასინჯვისას, ნუ დაივიწყებთ ცნობილი თურქულ ქებაბს, სახელწოდებით   ადანა-ურფა. სხვა საუცხოო კულტურული საგანძურის გაცნობის იმედით კარგად ბრძანდებოდეთ.



მსგავსი ინფორმაციები