ახლო აღმოსავლეთი თურქეთის გადასახედიდან 42

მაროკოს არჩევნების შედეგები

603992
ახლო აღმოსავლეთი თურქეთის გადასახედიდან 42

7 ოქტომბერს მაროკოში მორიგი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა და ხელისუფლებაში მყოფი კოალიციის დიდმა პარტნიორმა, სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ, PJD-მ წინა არჩევნებზე უფრო მეტი ხმები მიიღო და პირველ ადგილზე გავიდა. ასე რომ, ამ პარტიის სავარძლების რაოდენობა 125-მდე გაიზარდა. ეს პარტია მუსლიმანურ დემოკრატიულ პარტიად ითვლება და ამიტომ მისმა გამარჯვებამ კოალიციაში შემავალი სხვა სამი პარტიის ხმების შემცირება გამოიწვია. დამკვირვებელთა აზრით ამ არჩევნებმა, წინა არჩევნებთან შედარებით უფრო დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ჩატარდა. თუმცა არჩევნების აქტიურობა შემცირდა და მხოლოდ 43% დაფიქსირდა

მეორე ადგილზე  არისტოკრატიისა და თანამედროვეობის პარტია PAM-ი გავიდა და მას 47-ის ნაცვლად 105 დეპუტატი ეყოლება. ამ პარტიის ლიდერი ილიას ელ ომერი ადრე მაროკოს მეფის მრჩეველი იყო, თანაც მისი ბავშვობის მეგობრადაც ითვლება და ამიტომ ამ პარტიას სასახლის პარტიად მიიჩნევენ. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობის მიზნით რეგისტრაცია არ გაიარა 5 მილიონამდე ამომრჩეველმა და დიდ წილად ამან გამოიწვია დაბალი აქტივობა, რაც მეორეს მხრივ პოლიტიკოსებისადმი ხალხის უნდობლობასაც ადასტურებს. მართლაც და მათი უმრავლესობის აზრით არჩევნებს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ამ ქვეყანაში არაფერი არ იცვლება უკეთესობისკენ

მოკლედ, 2011 წელს არაბულ სამყაროში დაწყებული არაბული გაზაფხულის იმედებმა არც აქ გაამართლა და მეფემ რეფორმების გატარების პირობა მისცა რა დემონსტრანტებს, ასე ბოლო მოეღო მაროკოში დაწყებულ აჯანყებას. მართალია მეფემ მართლაც განახორციელა ზოგიერთი რეფორმა, თავისი უფლებამოსილებები შეკვეცა და პარლამენტს გადასცა ისინი, პარლამენტის გაყრის უფლება პრემიერს გადაეცა, პრემიერს უკვე იგი კი არ დანიშნავდა, არამედ პირველ ადგილზე გასული პარტიიდან დაინიშნებოდა და ა.შ. მაგრამ, ისინი არასაკმარისი აღმოჩნდნენ. ხალხი მაინც მიიჩნევს, რომ ყველაფერი მეფის ბრძანებებით ხდება და პარლამენტი არაფრის მაქნისია, ხოლო არჩევნები კი ფიქტიურია 

ახლა ყველას აინტერესებს, თუ როგორ მოიმატა ხმები PJD-მ, როცა კოალიციის სხვა წევრებმა ხმები დაკარგეს

2011-2016 წლებს შორის აბდულლაჰ ბენქირანის პრემიერობით და PJD-ს მეთაურობით 2 კოალიცია შეიქმნა. თუმცა მათ ხალხისადმი მიცემული დაპირებები ვერ შეასრულეს. ასე მაგალითად ისინი ქვეყნის ეკონომიკის  7%-ით გაზრდის პირობას იძლეოდნენ, მაგრამ, ეს ზრდა მხოლოდ 2%-ზე დარჩა. თანაც ისინი იძულებული გახდნენ ქამრის მოჭერის პოლიტიკა მიეღოთ, რაც ასე არა პოპულარულია ხალხში, რადგან, ამან უმუშევრობის გაზრდა და კორუფციის გავრცელება გამოიწვია

ის პარტიები, რომლებმაც ხმები დაკარგეს, ორ ჯგუფად შეიძლება დავყოთ. პირველ ჯგუფში მემარცხენეები შედიან. საქმე იმაშია, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე მემარცხენეები ზოგადად ხმებს კარგავენ, ამის შედეგია ის, რომ ამ ბოლო არჩევნებშიც სამი მემარცხენე პარტიის ბლოკმა მხოლოდ 2 სავარძელი მოიპოვა.  მეორე ჯგუფში ის პარტიები შედიან, რომლებიც წლების განმავლობაში სამეფო სასახლის წარმომადგენლებად ითვლებიან და სასახლის მფარველობაში შედიან. მათი მხრიდან ხმების დაკარგვა კი ორ ფაქტორს უკავშირდება. პირველი ის არის, რომ წლების განმავლობაში ამ პარტიებს ერთი და იგივე პირები მართავენ და ახალი სახეები არ ჩანს, აქედან გამომდინარე მათი ხედვაც არ იცვლება, რითაც მათ დაკარგეს სანდოობა.  

მეორე ფაქტორი კი ის არის, რომ ამ ბოლო ხანებში მეფის კარი თავის მეურვე ახალ პარტიად PAM-ს ასახელებს, რის გამოც ხმების უმრავლესობა ამ უკანასკნელისაკენ წავიდა. თანაც PAM-მა საარჩევნო კამპანია ლაიცისტურ-ისლამურ საწყისებზე დააფუძნა და ამიტომ სეკულარისტების ხმებიც მან მიიღო

მაროკოს სახელმწიფოზე საუბრისას შეიძლება ითქვას, რომ მთავრობის დაბალი პერფორმანსი ზოგადად სისტემას მიეწერება. ამის პარალელურად მეფის მხრიდან მიცემული პირობის შეუსრულებლობამ, ე.ი.  რეფორმების განუხორციელებლობამაც და მხოლოდ ზოგიერთი ცვლილების, ე.ი. გარე ფასადის გამშვენიერებამაც ხალხში ნიჰილიზმი გაზარდა და საბოლოო ჯამში მათ არ მიაშურეს საარჩევნო უბნებს.   კოალიცია

მა

ახლა როგორ შეიძლება PJD-ს მიერ მიღებული ხმების შეფასება? ამ პარტიამ დაბალი აქტივობის ამ არჩევნებში ხმების 32% მიიღო, რაც უბნებში მისული ამომრჩევლების 10%-ს შეადგენს. ეს ის ხმებია, რომლებიც უკვე ამ პარტიის სტაბილურ სოციალურ ბაზას წარმოადგენს, აქედან გამომდინარე მისი გამარჯვების არასწორი ინტერპრეტაცია არ უნდა მოხდეს, თითქოს და მაროკო უკვე პოლიტიკური ისლამიზმის წნეხის ქვეშ გადავიდა. მის საწინააღმდეგოდ შეიძლება ითქვას,   PJD-ს პარტიამ შესძლო საზოგადოების ერთი ნაწილის მიმხრობა.

სხვანაირად ასეც შეიძლება შეფასდეს PJD-ს გამარჯვება. ის რაც შესძლო 1998-2007 წლებს შორის დემოკრატიული მემარცხენე პარტიების ბლოკმა, ეს მისია ახლა PJD-მ შესძლო, ხოლო მეფის პარტიად მონათლულმა  PAM-ის პარტიამ კი საარჩევნო კამპანიის სტრატეგია მის წინააღმდეგ დააფუძნა და საბოლოო ჯამში ამ ორმა პარტიამ მოიპოვა პირველ-მეორე ადგილები

დიახ, ზოგიერთი რეფორმების მიუხედავად მაროკოში მეფისა და მისი გარემოცვის ზეგავლენა ჯერ კიდევ დიდია და ამიტომ ეს ქვეყანა ჯერ კიდევ ავტორიტარულ სახელმწიფოდ ითვლება. ქვეყნის უძრაობა კი ხალხში წლითიწლობით აღრმავებს ნიჰილიზმს და უნდობლობას სამეფო კარისადმი. ამას ადასტურებს ბოლო საანკეტო გამოკითხვაც, რომლის თანახმად გამოკითხულთა 80% მიიჩნევს, რომ სახელმწიფოში კორუფცია ყვავის, ხოლო 91%-ის აზრით პროტექციის გარეშე ამ სახელმწიფოში მუშაობის შოვნა შეუძლებელია

 

 



მსგავსი ინფორმაციები