1 ნოემბერი ისტორიაში

1 ნოემბერი ისტორიაში

361903
1 ნოემბერი ისტორიაში

1 ნოემბერი ისტორიაში

1922 წლის 1 ნოემბერს თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის მიერ მიღებული კანონით გაუქმებული იქნა სასულთნო. სასულთნოს გაუქმებიდან ერთ თვეში ჯერ სადრაზამი ტევფიკ ფაშა, შემდეგ კი ანკარის მთავრობის სტამბოლში წარმომადგენელი რაფეტ ფაშა თანამდებობიდან გადადგა. ბოლოს კი ფადიშაჰმა მეჰმედ მეექვსემ ვაჰიდეთინმა ტახტი მიატოვა და ქვეყანიდან წავიდა. 600 წლიანი ოსმალეთის სასულთნოს გაუქმებით დასრულდა ქვეყანაში ორხელისუფლებიანობა. თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისი თურქეთის ერთადერთი კანონიერი ძალა გახდა და ახალი მმართველობის ფორმის, რესპუბლიკის, გამოცხადების წინაშე არსებული დაბრკოლება მოიხსნა.

1928 წლის 1 ნოემბერს თურქეთში ნომერ 1353 კანონით არაბული ანბანის მაგიერ ლათინური ანბანი შემოიღეს. ანბანის რევოლუციით ქვეყანაში ექვს წელიწადში წერა-კითხვის მცოდნეთა რიცხვი სამჯერ გაიზარდა.

1993 წლის 1 ნოემბერს მაასტრიხტის ხელშეკრულება ამოქმედდა. ევროპის საზოგადოებიდან ევროკავშირზე გადასვლისა და 1992 წელში ხელმოწერილი ხელშეკრულებით ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ეკონომიკური და ფულადი ერთიანობის შექმნის გზაზე ყველაზე დიდი ნაბიჯი გადაიდგა. ევროპის მოქალაქეობის მცნების შექმნით, წევრი ქვეყნების ერთმანეთთან უფრო დაახლოებითა და ერთად გაზრდით ერთგვარი იურიდიული და უსაფრთხოების ზომების შემცველი ხელშეკრულებით ევროკავშირი უფრო ძლიერ და უფრო დიდ ფორმირებად იქცა.

1993 წლის 1 ნოემბერს თურქმენეთმა საბჭოთა კავშირიდან დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 2 წლის შემდეგ საბჭოთა ფულის ერთეულ რუბლზე უარი თქვა და საკუთარი ფულის ერთეული მანათი ჩაუშვა მიმოქცევაში. 10 მანათისა და მეტ კუპიურებზე სახალხო მეჯლისის გადაწყვეტილებით თურქმენეთის სახელმწიფოს მეთაურის თურქმენბაში ნიაზოვის ფიგურა გამოსახეს.
 



მსგავსი ინფორმაციები