24 ოქტომბერი ისტორიაში

24 ოქტომბერი ისტორიაში

596133
24 ოქტომბერი ისტორიაში

24 ოქტომბერი ისტორიაში

1260 წლის 24 ოქტომბერს პოლიტიკურმა მეტოქემ ბაიბარსმა მოკლა მამლუქი სულთან სეიფეთინ ქუთუზი. ბაიბარსი, რომელმაც ეგვიპტის ხელში ჩაგდების მსურველი ფრანგების წინააღმდეგ ბრძოლაში წარმატებას მიაღწია, სეიფეთინ ქუთუზის სამსახურში ჩადგა. ბაიბარსის პოპულარობა კიდევ უფრო გაიზარდა მონღოლთა არმიის დამარცხების შემდეგ. სულთან ქუთუზის მიერ სახელმწიფოს მართვის მცდარმა პოლიტიკამ 1260 წელში მისი ბაიბარსის მხრიდან მკვლელობას და ამ უკანასკნელის მამლუქთა მეოთხე მმართველოად გახდომას გაუხსნა გზა. ბაიბარსის მამლუქთა არმია ერთადერთი ისლამური არმიაა, რომელმაც მონღოლები დაამარცხა.

1817 წლის 24 ოქტომბერს დაიბადა პიერ ლარუსი. ფრანგმა ენათმეცნიერმა და ენციკლოპედიების ავტორმა 1849 წლის შემდეგ გრამატიკის მრავალი წიგნი დაწერა. 1856 წელში ფრანგული ენის ყველაზე მასშტაბური და ახალი ლექსიკონი გამოსცა და ფრანგული ენის დაცვის ლიდერი გახდა. მე-19 საუკუნის დიდი ლექსიკონის შექმნას მან სიცოცხლის ბოლო 10 წელი მიუძღვნა და მის დასრულებამდე გარდაიცვალა. მსოფლიოს პირველი დიდი ენციკლოპედია 17 ტომად დასრულდა. იგი მოგვიანებით თურქულადაც ითარგმნა და Meydan Larousse და Büyük Larousse-ის სახელწოდებებით გამოიცა.

1857 წლის 24 ოქტომბერს ჩრდილოეთ ირლანდიის ქალაქ შეფილდში დაარსდა მსოფლიოს პირველი ფეხბურთის კლუბი. ჰაროუს სკოლის ყოფილი წევრების ნატანიელ კრევისკისა და ვილიამ პრესტის მიერ კლუბის დაარსების დროს ჯერ კიდევ არ იყო შექმნილი ინგლისში საფეხბურთო გაერთიანება, რის გამოც ფეხბურთს მთავარ წესებს კლუბი თავად განსაზღვრავდა. ინგლისის საფეხბურთო ფედერაციის შექმნის შემდეგაც საფეხბურთო კლუბი შეფილდი ფეხბურთს 1878 წლამდე საკუთარი წესების მიხედვით თამაშობდა.    

1945 წლის 24 ოქტომბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია დაარსდა. მსოფლიო მშვიდობის დასაცავად და წევრ ქვეყნებს შორის ეკონომიკურ-კულტურული თანამშრომლობის დასამყარებლად შექმნილ ორგანიზაციას 5 მუდმივი წევრი ჰყავს აშშ, ჩინეთი, ინგლისი, საფრანგეთი და რუსეთი. მთლიანობაში 192 წევრიანი ორგანიზაცია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ომში გამარჯვებულთა ლიდერობით ქვეყნებს შორის თანამშრომლობის დასამყარებლად და უსაფრთხოების საკითხზე მომავალში შესაძლო პრობლემების თავიდან ასაცილებლად შეიქმნა. გაეროს ოფიციალური ენებია ინგლისური, თურქული, რუსული, ესპანური, ფრანგული, ჩინური და არაბული. 

 

 



მსგავსი ინფორმაციები