თურქული კულტურის ისტორიიდან 41

სალთუქ გაზი და სალთუქლულარის სახელმწიფო

590639
თურქული კულტურის ისტორიიდან 41

როგორც ცნობილია 1071 წელს მალაზგირთში დიდი ბრძოლა გაიმართა აღმოსავლეთ რომის იმპერატორ რომანოს დიოგენესისა და სელჩუკთა სულთნის ალფ არსლანის ჯარებს შორის და ამ ბრძოლაში თურქებმა გაიმარჯვეს რა, სწორედ ამ დროიდან იწყება თურქების მხრიდან ანატოლიის მასიური ათვისება. ამ გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა ალფ არსლანის სარდლებიდან სალთუქ გაზიმ, რომელიც წარმოშობით ოღუზი თურქმენი იყო და სულთანმა სწორედ მას დაავალა ჩრდილო აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ანატოლიის ზოგიერთი რეგიონების დაპყრობა. სალთუქ გაზიმ დაიწყო რა ალფ არსლანის დავალების შესრულება, მალე ხსენებულ რეგიონებში მდებარე ერზრუმი, ფასინლერი, ქარსი, სურმელი, დუვინი და ერრანი დაიპყრო.  ახლა მენგუჯეკის შესახებ  მომზადებულ პროგრამას შემოგთავაზებთ, რომელიც მოგვაწოდა ანკარის გაზის სახელობის უნივერსიტეტის ისტორიის კათედრის თანამშრომელმა, დოცენტმა გურაი ქირპიკმა და იგი წერს 

სალთუქ გაზიმ, იგივე სანდიქ გაზიმ თურქი სარდლებიდან პირველმა დაიპყრო ჩრდილო-აღმოსავლეთ ანატოლია და კავკასიის მაღალმთიანეთის ქალაქები და ციხე სიმაგრეები რა, დაპყრობილი რეგიონის დედაქალაქად ერზრუმი გამოაცხადა. იმ ხანობაში ერზრუმის სახელწოდება ზოგიერთ წერილობით წყაროებში ერზენი რუმ-ად მოიხსენიებოდა, რაც ანატოლიის ერზენს ნიშნავდა. დაპყრობილ ადგილებზე შექმნილ საბეგოს სალთუქ გაზიმ  სალთუკლულარი შეარქვა. სალთუქი ახლო ნათესავი იყო სელჩუქთა დინასტიისა და ამ ადგილებში დამკვიდრებული თურქმენი ბეგებისა და ხანებისა. შეიძლება ითქვას, რომ პირველი თურქული საბეგო აღმოსავლეთ ანატოლიაში სწორედ სალთუქ გაზიმ შექმნა და მას ახლო და მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა აღმოსავლეთ ანატოლიაში შექმნილ სხვა საბეგოებთან. ყველაზე მჭიდრო ურთიერთობები სალთუქს ართუქლუს საბეგოსთან ჰქონდა, რადგან მათ შორის ახლო ნათესაური კავშირებიც არსებობდა, ისე კი მათი ურთიერთობები სამხრეთში სირიამდე ვრცელდებოდა. დღემდის არ არის დაკონკრეტებული სალთუქ გაზის გარდაცვალების თარიღი, მაგრამ, ის კი ცნობილია, რომ მისი დაღუპვის შემდეგ მის მიერ შექმნილი საბეგოს ახალი ბეგი ებულ კასიმი გახდა. სალთუქლელების საბეგოს მომდევნო მმართველებს ალი ბეი, ზიაედდინ გაზი და ალი ბეის ვაჟი იზზეტტინ სალთიქი წარმოადგენდნენ. იმ ხანობაში სალთუქლულარის სახელმწიფოს რამდენჯერმე დაესხა თავს საქართველოს მეფე. იზზეტტინ სალთიქ გაზიმ ფულიც გამოსცა, რომელსაც ასეთი წარწერა-“es-Sultanu’l-Muazzam”, ე.ი. დიდი სულთანი  ჰქონდა:  

იზზეტტინ სალთუქ ბეი თავის ქალიშვილს ბითლისის ერზენ ბეის მიათხოვებს, რითაც ორ საბეგოს შორის ნათესაური კავშირებიც განმტკიცდება. როცა იზზეტინ ბეიმ ქალაქ ანიზეც დაამყარა კონტროლი, მას 1154 წელს თავს დაესხა საქართველოს მეფე გიორგი  და ტყვედ აიყვანა იზზეტტინ სალთუკი რა, მის გამოსახსნელად თურქმენი ბეგები შეერთდნენ და გიორგის დიდი გამოსასყიდი მისცეს. ამის შემდეგ ეს თურქმენი ბეგები იზზეტინთან ერთად ახლიდან შეუტევენ ანისს, მაგრამ, სალთუქ ბეი მოერიდება ომს და ჩამოშორდება ბეგებს რა, სამშობლოში დაბრუნდება. მის საწინააღმდეგოდ საქართველოს მეფეს ართუქლუს და აჰლატშაჰის ბეგები შეებრძოლებიან, მაგრამ, 1161 წელს მომხდარ ამ ბრძოლაში დამარცხდებიან და ისინიც უკან დაბრუნდებიან რა, ანი საქართველოს კონტროლ ქვეშ გადავა. ამ ბრძოლის დროს მრავალი თურქი დატყვევდება და მათ შორის სალთუქ გაზის სარდლებიდან ბედრედდინ ბეიც იქნება. ამ დროს თურქ სელჩუკთა დედაქალაქს კონია წარმოადგენდა და აქ იყო სულთან ალფ არსლან მეორის რეზიდენცია. ამ სულთანმა სალთუკ ბეის ქალიშვილის ხელი ითხოვა და მასზე უნდა დაქორწინებულიყო, მაგრამ, საქორწილო მზადების პერიოდში სალთუქ ბეის ოჯახს თავს დაესხნენ დანიშმენდები და სალთუქ ბეის ქალიშვილი ქაისერის მელიქ ზუნნუნზე დააქორწინეს. გამწარებულმა არსლან მეორემ 1164 წელს ომი გამოუცხადა დანიშმენდებს. 1168 წელს იზზეტტინ სალთუქ ბეი გარდაიცვლება და მის მაგივრად ახალი ბეგი გახდება მისი ვაჟი ნასირედდინ მუჰამმედ ბეი    

მოკლედ, აღმოსავლეთ ანატოლიაში 1072 წელს შექმნილი პირველი თურქმენული საბეგო სალთუქლულარის სახელწოდებით 1202 წლამდე იმოქმედებს და შემდეგ სელჩუკთა საიმპერატოროს შეუერთდება. სალთუქლურებიდან დღემდის მრავალი მეჩეთი, ქარვანსარაი, გუმბათი, თურბე აკლდამა, ხიდები და მედრესებია დღემდის შემორჩენილი, წერს ანკარის გაზის სახელობის უნივერსიტეტის ისტორიის კათედრის თანამშრომელი, დოცენტი გურაი ქირპიკი  



მსგავსი ინფორმაციები