ახლო აღმოსავლეთი თურქეთის გადასახედიდან 41

თურქეთს ერაყში მშვიდობა და სტაბილურობა უნდა

590684
ახლო აღმოსავლეთი თურქეთის გადასახედიდან 41

თურქეთის დიდმა ეროვნულმა მეჯლისმა ახალი მოწვევის პირველსავე დღეს განიხილა და დაამტკიცა კანონ-პროექტი, რომელიც თურქეთის მთავრობას უფლებამოსილებას აძლევს 2017 წლის 30 ოქტომბრამდე საზღვრი იქითა სამხედრო ოპერაციების განხორციელებას. ამ კანონ პროექტის ფარგლებში თურქი ჯარები გააგრძელებენ ევფრატის ფარის სახელწოდების სამხედრო ოპერაციებს როგორც სირიაში DAİŞ-ის, ასევე ერაყში პკკ-ასა და დაეშის წინააღმდეგ, განსაკუთრებით ქალაქ მოსულის განთავისუფლების საკითხში

სანამ ამ კანონ პროექტის კენჭისყრა გაიმართებოდა, მანამდის ერდოღანმა მნიშვნელოვანი განცხადებები გაავრცელა ამ თემასთან დაკავშირებით და ამ თემის შესახებ შემდეგ 4 ოქტომბერს, დუბაის ტელეარხისათვის გავრცელებულ განცხადებაშიც გაიმეორა. ერდოღანის განცხადებების მოკლე შინაარსი ასეთია:

  • თურქეთს ერაყთან და სირიასთან გრძელი საზღვარი აქვს და ამ მიზეზის გამო მას არ შეუძლია დარჩეს გულგრილი ამ ქვეყნებში განვითარებული უსაფრთხოების ღონისძიებების მიმართ
  • ანკარა ვერ დარჩება ამ ქვეყნებისადმი მაყურებლის როლში, როცა შორეული ქვეყნები მოდიან და ერევიან მათ შიდა საქმეებში
  • მოსული მოსულელებისაა და მისი DAEŞ-გან გათავისუფლების შემდეგ არ შეიძლება აქ სხვა ადგილებიდან მოსული ხალხის ჩასახლება, ასე რომ, მოსულში ისევ მხოლოდ სუნიტი არაბები, შიიტი ქურთები და თურქმენები ჩასახლდებიან
  • სირიის ჩრდილოეთში ფრენებისათვის აკრძალული და ტერორისტებისაგან გაწმენდილი უსაფრთხო ზონა უნდა შეიქმნას, რომელიც 5 ათას კვ კმ-ზე განთავსდება და აქ სირიელი ლტოლვილები ჩასახლდებიან

აქვე შეგახსენებთ, რომ უკვე წლებია რაც მოსულის მახლობელ ბაშიკას დასახლებში თურქ ჯარებს ბაზა აქვთ და რეგიონს დაიშელების თავდასხმებისგან იცავენ. ამ რამდენიმე დღის წინ ერაყის მთავრობამ ანკარას კატეგორიულად მოსთხოვა ბაშიკიდან სამხედროების გაყვანა და ამ მხრივ ბაღდადმა დადგენილებაც მიიღო, რომელიც ასეთ პუნქტებს შეიცავდა:

-ერაყის პროკურატურას გადაეცეს იმ პირთა საქმე, რომლებმაც მოითხოვეს ერაყში თურქი ჯარების შესვლა,

  • ოფიციალურად დაიგმოს ერდოღანის მიერ ბაშიკიდან გაუსვლელობის შესახებ გავრცელებული განცხადება   
  • ახლიდან გადაიხედოს თურქეთსა და ერაყს შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები
  • თურქი სამხედროების ერაყიდან გაყვანისათვის ოფიციალურმა ბაღდადმა გაეროს და მის  უშიშროების საბჭოს მიმართოს

ერაყის პარლამენტის დადგენილების კვალდაკვალ ანტითურქული განცხადებები გაავრცელეს ამ ქვეყნის პრემიერმა ჰაიდარ ელ იბადიმ და შიიტური შეიარაღებული ფორმირების ჰაშდი შაბის წარმომადგენელმა უსაფრთხოების საკითხებში იუსუფ ელ ქილაბიმ და თურქეთი დაადანაშაულეს რა ერაყის შიდა საქმეებში ჩარევაში, რეგიონალური ომითაც კი დაიმუქრნენ. ბაღდადის ამ ანტი თურქულ განცხადებას რა თქმა უნდა უმალ მხარი დაუჭირა ამერიკამ. თუმცა ეს უარყოფითი რეაქციები თურქეთის ერაყული პოლიტიკისაგანაც და ერდოღანის განცხადებების თავლსაზრისიდანაც იზოლირებული აღმოჩნდა, რადგან, ყველასათვის ცნობილია, ერაყშიც და სირიაშიც ომებისა და ქაოსის მთავარი დამნაშავე სწორედ რომ ამერიკაა.

პირველი ჩარევა ვაშინგტონმა ერაყში 1991 წელს, სპარსეთის ყურის ომის დროს განახორციელა, რის შედეგადაც ერაყში ძალაუფლების ვაკუუმი შეიქმნა, რამაც თავის მხრივ ტერორისტული ფორმირებების წარმოქმნას შეუწყო ხელი, ხოლო თურქეთში მოქმედმა ქურთულმა ტერ ორგანიზაცია პკკ-ამ ჩრდილოეთ ერაყის მაღალმთიანეთში ბანაკები გააშენა და დღემდის აქ აფარებენ თავს რა, ხშირად ესხმიან თავს თურქ ჯარებსაც და სამოქალაქო პირებსაც, ტერაქტებსაც ხშირად აწყობენ სხვადასხვა ქალაქებში, რითაც ყველანაირ საფრთხეს უქმნიან თურქეთის საზღვრებსაც და მის სუვერენიტეტსაც. თურქეთის უსაფრთხოება კიდევ უფრო დამძიმდა სირიაში DAİŞ-ის შექმნის შემდეგ, რომელიც პკკ-ას მსგავსად თავდასხმებს აწყობს თურქეთზე. ასე რომ, თურქი ჯარების ყოფნა ერაყში არ ემუქრება ამ ქვეყნის სუვერენიტეტს, უბრალოდ, მეჰმედჩიკები აქ დეაშს ებრძვიან და მეორეს მხრივ დეაშის წინააღმდეგ ამზადებენ ადგილობრივ ახალგაზრდებს და რაც მთავარია, თურქი ჯარები ერაყში თვით ერაყის მთავრობის მიწვევით იმყოფებიან, ამიტომაც ბაღდადის უაზრო განცხადებებს ანკარა სერიოზულობაში არ იღებს  

აქ რამდენიმე სიტყვა შიიტურ დაჯგუფება ჰაშდი შაბის შესახებაც უნდა ითქვას. ისინი მართალია დეაშს ებრძვიან, მაგრამ, ამასთან ერთად დეაშისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ისინი არ ერიდებიან სამოქალაქო პირების მასიურ მკვლელობას. ასე მოხდა ზოგიერთი დასახლებების და კიდევ ქალაქ ფელუჯას განთავისუფლების დროს, როცა ამ ფორმირების ბოევიკებმა ათობით უდანაშაულო სამოქალაქო პირები ამოხოცეს, ხოლო ასობით ადამიანი კი დღესაც დაკარგულად ითვლება. ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციის მიერ შედგენილი ანგარიშითაც, რომელიც გაასაჯაროეს  9 ივნისს, ჰაშდი შაბის მილიტანებს პასუხისმგებლობა ეკისრებათ ადამიანების გაუსამართლებლად დასჯაში, ასობით კაცის მკვლელობებში, წამებებში, ცხედრების დასაჩიხრებებში და ა.შ. სწორედ ასეთი მაგალითების გამო დაეშისგან გათავისუფლებული დასახლებების მოსახლეობა უარს ამბობს ხსენებული ფორმირებების მსგავს დაჯგუფებებთან რაიმე ურთიერთობების დამყარებას, განსაკუთრებით ეს ითქმის სუნიტ მოსახლეობაზე, რომლებსაც შიიტური შეიარაღებული ფორმირებები დიდ ზარალს აყენებენ, უფრო მეტიც, მათ დაბრუნების საშუალებას არ აძლევენ დაეშისგან გათავისუფლებულ მშობლიურ დასახლებებში და ამით დემოგრაფიულ ცვლილებებს ძალით ახდენენ

აქედან გამომდინარე ბაღდადის რეაქციები ანკარის მიმართ არა სამართლიანია და არ ჯდება რაიმე კონტექსტში, რამეთუ ერაყში არსებული თურქი სამხედროები მხოლოდ ამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვას და დაეშისგან თუ სხვა ტერ ორგანიზაციებისგან მის გათავისუფლებას ემსახურებიან, რადგან იციან, ერაყის და სირიის სტაბილურობა, იგივე თურქეთის სტაბილურობაა



მსგავსი ინფორმაციები