თურქეთის კულტურული საგანძური 34/2016

გაგაცნობთ, ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი ტურისტული რეგიონებიდან, თავისი ბუნებით, ისტორიით საინტერესო ოლქს სინოპს და იქ არსებულ კულტურულ ტაძრებს.

590284
თურქეთის კულტურული საგანძური 34/2016

თურქეთის კულტურული საგანძურებიდან, გაგაცნობთ, ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი ტურისტული რეგიონებიდან, ანადოლიის ყველაზე ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე, თავისი ბუნებით, ისტორიით საინტერესო ოლქს სინოპს და იქ არსებულ კულტურულ ტაძრებს.

სინოპი მდებარეობს, შავი ზღვის სანაპიროზე, ნახევარ კუნძულის ხმელეთთან დამაკავშირებელ ცენტრალურ ადგილზე. გააჩნია ჩრდილოეთისკენ გაგრძელებული სამი კონცხი. გეოგრაფიული მდებარეობით და ბუნებრივად დაცული პორტის დანიშნულების გამო, ვარაუდობენ, რომ ანტიკურ პერიოდში კოლინიის სახით ყოფილა გაშენებული. მისი გაშენების შესახებ მრავალნაირი ლეგენდაც არსებობს. თურმე, ქალის მოყვარულობით ცნობილ ზევსს, შეუყვარდება  მდინარის ღმერთის, სილამაზით განთქმული ქალიშვილი სინოპე. მაშინ, როცა ქალიშვილი მიხვდება, რომ ვერაფრით დააღწევს ზევსს თავს, ღირსების დაცვის მიზნით შეევაჭრება მას. ეს საქციელი მოეწონება ზევსს. მას შავი ზღვის სანაპირო ადგილზე მდებარე სინოპში წაიყვანს. იქ გაშენდება  ქალაქი, რომელსაც ქალიშვილის სახელი დაერქმევა და უმოკლეს დროში განვითარდება. ხეთების პერიოდიდან არსებული რეგიონი, რიგ-რიგობით, სხვადასხვა სახელმწიფოების ხელში მოექცევა. მოესწრება ძლიერი ძალების ომებს და ოკუპაციებს. იმასაც ამბობენ, რომ ცნობილი სარდალი ალექსანდრე მაკედონელი ჩავა ანტიკური პერიოდის ბერძენი მოაზროვნის და ფილოსოფოსის სინოპელი დიოგენეს მოსანახულებლად. როცა დაინახავს მის საცხოვრებელ ადგილს, ცარიელ ღვინის კასრს, დამწუხრდება და მოინდომებს მისთვის დახმარებას. ეტყვის:-„მთხოვე რაც გინდა“. მის მიერ მიყენებული ჩრდილით შეწუხებული დიოგენე უცნაურ პასუხს გასცემს მას:-გაიწიე, მზე არ დამიჩრდილო და სხვა არა მინდა რაო.

დიოგენე უარყოფდა კულტურას და გააჩნდა ცინიკური მსოფლმხედველობა. იგი კულტურაში, კულტურისგან შორს ცხოვრებას ამჯობინებდა.

სინოპის დაპყრობა, ანადოლიაში ჩასული თურქების მხრიდან მოხდება 1085 წელში.  იმის გამო, რომ რეგიონი მნიშვნელოვანი იყო შავი ზღვის სანაპიროში ვაჭრობის თვალსაზრისით, ანადოლიელი სელჩუკები შეეცდებიან  მის შენარჩუნებას.

მაშინ, როცა ქალაქის ცენტრალური ეკლესიები მეჩეთების სახით იყო გამოყენებული, ალაედინის მეჩეთის ჩათვლით, რეგიონში გაშენდება  რიგი მუსლიმანური სამლოცველოები.

ნახევარ კუნძულის სანაპიროს ბუხტები ნავსადგურის დანიშნულებას ატარებდნენ.

სელჯუკების პერიოდში გაშენებული ციხე-სიმაგრე, წლების მანძილზე გემთსაშენ საწარმოდაც გამოყენებულა.  ოსმანეთის საიმპერატოროს უკანასკნელ პერიოდში, ციხე-სიმაგრე საპატიმროდ ყოფილა გამოყენებული. ანადოლუს, ალკატრაზის სახელით აღიარებული საპატიმროს ორივე მხარეს აღმართულია მაღალი კედლები და გარემოცულია ზღვით. იგი გახლდათ ისეთი ციხე, საიდანაც გაქცევა შეუძლებელი იყო. საპატიმროდ გამოყენების პერიოდში, მხოლოდ ორმა პატიმარმა სცადა გაქცევა და ისინიც უმოკლეს დროში დაკავებულ იქნენ.

ციხეში დაპატიმრებულები ყოფილან  რიგი აღიარებული პირებიც. ციხეს უფრო მეტ აღიარებას მოუპოვებს 1933 წელში დაწერილი სიმღერა, რომლის სიტყვების ავტორია პოეტი საბაჰატტინ ალი.

დღეს, მუზეუმად გამოყენებული ციხე-სიმაგრე, მასში გამოფენილი ისტორიულ-კულტურული ღირსშესანიშნაობებით ელის მნახველებს.  

არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული მუზეუმები, მეჩეთები, მედრესები და მომღიმარი სახეები გაგიწევთ მასპინძლობას. ერთ დღეს, თუ მოგიწევთ ჩასვლა შავი ზღვის სანაპიროს ამ რეგიონში, აუცილებლად გაუსინჯეთ გემო ამ რეგიონისთვის დამახასიათებელ კერძებსაც. მომავალ გადაცემაში შეხვედრის იმედით...

 



მსგავსი ინფორმაციები