12 ოქტომბერი ისტორიაში

12 ოქტომბერი ისტორიაში

587727
12 ოქტომბერი ისტორიაში

12 ოქტომბერი ისტორიაში                     

ჩ.წ.-მდე 539 წლის 12 ოქტომბერს სპარსეთის იმპერიის დამაარსებელმა და მისმა პირველმა იმპერატორმა აქამენიდების დინასტიიდან კიროსმა ქალაქი ბაბილონი დაიპყრო. ამის შემდეგ კიროსი ანატოლიაში არსებული ბერძნული ქალაქებისა და კოლონიების დაპყრობას შეუდგა. სწორედ კიროსი ითვლება ადამიანის უფლებების დეკლარაციის პირველ შემდგენელად, რომლის ტექსტიც ლურსმული დამწერლობითაა შესრულებული. კიროსი საკებთან ბრძოლაში დაიღუპა. აღსანიშნავია ის, რომ საკების არმიას ამ დროს ტომრისი მეთაურობდა. სწორედ ეს ქალბატონი წარმოადგენდა ლეგენდარული თურქი ჰაქანის, ალფ ერ თუნგას შვილიშვილს და იგი ითვლება მსოფლიოში პირველ ქალ სარდლად. თურქული მითის მიხედვით, როცა ტომრისმა კიროსს თავი მოჰკვეთა, სისხლით სავსე კასრში ჩააგდო და ასე თქვა: “მთელი ცხოვრება სისხლით ვერ გაძეხი, ახლა რამდენიც გინდა იმდენი სვი“.

1579 წლის 12 ოქტომბერს ოსმალეთის დიდ ვეზირი სოქულელი მეჰმეტ ფაშა თავისივე სასახლეში ბოსნიელი თავდამსხმელის მხრიდან იქნა მოკლული. იგი 1519 წელს, ჯერ კიდევ სრულიად ბავშვი მიიყვანეს სასახლეში და მუსლიმანი გახადეს რა, იმ დროის უმაღლესი განათლება მისცეს. ისიც, თავისი ნიჭისა და ჭკუის წყალობით ნელ ნელა ავიდა ძლევამოსილი ოსმალეთის ხელისუფლების მწვერვალზე და ბოლოს დიდ ვეზირი, ე.ი. პრემიერმინისტრიც კი გახდა. მოკლედ, სოქულელი მეჰმეტ ფაშა  ოსმალეთის ყველაზე განთქმულ ვეზირთაგანს წარმოადგენდა და 14 წელი დარჩა ამ იმპერიაში სულთნის შემდეგ მეორე კაცად. მისი ვერაგული მკვლელობა დედოფალ საფიე სულთნის მხრიდან შედგენილი გეგმით განხორციელდა.      

1968 წლის 12 ოქტომბერს მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში სტარტი აიღო მორიგმა, რიგით მე-19 საზაფხულო ოლიმპიადამ, რომლის ოლიმპიური ცეცხლი აანთო ქალმა სპორტსმენმა ბასილიო დე სოტელომ და იგი ისტორიაში შევიდა როგორც ოლიმპიური ცეცხლის დანმთები პირველი ქალი. ამ ოლიმპიადაზე ამერიკელი სიმაღლეზე მხტომელი დიკ ფოსბური 2 მეტრსა და 24 სანტიმეტრს გადაახტა და ამით პირველი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.      

2006 წლის 12 ოქტომბერს თურქი სამხედროები გაეროს სამშვიდობოების ფარგლებში პირველად შევიდნენ ლიბანში და ამ ნაწილის შემადგენლობაში 261 სამხედრო იმყოფებოდა. ამ დროს ლიბანში ბრძოლა ჰისბულახელებსა და ისრაელს შორის მიმდინარეობდა, რომელსაც სტარტი მისცა ჰისბულახელების მხრიდან 8 ებრაელი ჯარისკაცის მკვლელობამ. ეს ბრძოლა 1 თვეს გაგრძელდა და 14 აგვისტოს გაეროს შუამავლობით მას ბოლო წერტილი დაესვა რა, აქ დღემდე მსახურობენ გაეროს სამშვიდობოები.

 

 



მსგავსი ინფორმაციები