7 ოქტომბერი ისტორიაში

7 ოქტომბერი ისტორიაში

388695
7 ოქტომბერი ისტორიაში

7 ოქტომბერი ისტორიაში

1806 წლის 7 ოქტომბერს ინგლისელმა გამომგონებელმა რალფ ვედგუდმა პირგადასაღები ფურცელი აღმოაჩინა. იგი ნაწერების რეპლიკაციისთვის გამოიყენებოდა. ნახშირბადის ქაღალდმა ფუნქცია 1960-იან წლებში ქსეროქსის აპარატის გამოგონების შემდეგ დაკარგა.

1885 წლის 7 ოქტომბერს დანიელი ბირთვული ფიზიკოსი ნილს ბორი დაიბადა. ბორმა კვანტური ფიზიკის განვითარებას თითქმის 50 წელი დაუთმო რა, ატომური ბირთვის შესახებ მრავალი კვლევები ჩაატარა. მან ასევე მეორე მსოფლიო ომის დროს მექსიკაში ამერიკულ ლაბორატორიაში ატომური ბომბის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა. ნილს ბორიმ 1922 წელს ფიზიკის დარგში ნობელის პრემია მიიღო. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ კოპენჰაგენში დაბრუნებული ფიზიკოსი 1962 წელს გარდაიცვალა.

1949 წლის 7 ოქტომბერს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ორ ნაწილად გაყოფილი გერმანიის აღმოსავლეთში, რომელიც საბჭოთა კავშირის კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა შეიქმნა. საბჭოთა ჯარების კონტროლის ქვეშ მყოფ ქვეყანაში ანტიფაშისტური რეჟიმი მოქმედებდა. აღნიშნული გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა 1990 წელს დასავლეთ გერმანიას შეუერთდა.

1966 წლის 7 ოქტომბერს თურქეთში სერიულად წარმოებულ ავტომმობილებს ”ანადოლუ” ეწოდა. 1966-1984 წლებში წარმოებული ამ ავტომობილის დიზაინი ინგლისელი ინჟინრების მიერ იქნა დამზადებული.



მსგავსი ინფორმაციები