თურქეთის კულტურული საგანძური 32/2016

გაგაცნობთ, ოსმანეთის მეათე ფადიშაჰის, კანონიერი სულთან სულეიმანის, მიმარ სინანისთვის გაშენებინებულ ესთეტიკით და სინატიფით გამორჩეულ, სულეიმანიეს მეჩეთს

583533
თურქეთის კულტურული საგანძური 32/2016

თურქეთის კულტურული საგანძურებიდან, დღეს გაგაცნობთ, ოსმანეთის მეათე ფადიშაჰის, კანონიერი სულთან სულეიმანის, მიმარ სინანისთვის გაშენებინებულ ესთეტიკით და სინატიფით გამორჩეულ, სულეიმანიეს მეჩეთს.

 კანონიერი სულთან სულეიმანი გახლდათ ის ფადიშაჰი, რომელიც ოსმანეთის საიმპერატოროს ყველაზე დიდებულ პერიოდში მართავდა და დასავლელები მას ბრწყინვალე სულეიმანად მოიხსენიებდნენ.

 40 წლის განმავლობაში დარჩა სამეფო ტახტზე და ოსმანეთის კანონები გამოცვალა მსოფლიოსთვის სამაგალითო სახით.

ამიტომაც არის რომ თურქეთის ისტორიაში იგი კანონიერი სულთან სულეიმანის სახელით არის შესული.

აღმოსავლეთსა და დასავლეთის ბრძოლებში, გამარჯვებით გამოსულმა ფადიშაჰმა, თავისი სახელობის მეჩეთის გაშენება მოინდომა და მშენებლობა მიანდო არქიტექტორ მიმარ სინანს. ამ უნიკალური მეჩეთის გაშენების ამბავი ამცნო მეგობარი და მტერი სახელმწიფოების ლიდერებს, რამაც მტერში მწუხარება, მოყვარე სახელმწიფო ლიდერებში კი,  აღტაცება გამოიწვია.  ფინანსური შესაძლებლობის მქონე ოსმანეთში, აღიარებული არქიტექტორი მიმარ სინანი, დროის დაუკარგავად, უმალვე დაიწყებს მშენებლობას. მეჩეთის საძირკვლის ჩაყრა მოხდება, ერთ მაღლობზე. ჰალიჩის გადასახედიდან კარგად მოსჩანს ქალაქის მთელი სიდიადე. სინანი, მეჩეთის გაშენების პროცესში, შენობის გაძლიერების და საძირკვლის გამაგრების მიზნით, კარგა ხანს დააცდენინებს მშენებლობას.

მშენებლობის შეჩერებას, ირანის შაჰი თაჰმასიბი, უსახსრობას მიაწერს და დიდ ხაზინას გააგზავნის ოსმანეთში. მიზანი იყო, თავისი სიმდიდრით ფადიშაჰში გაკვირვების გამოწვევა. შაჰისგან მიღებულ წერილს და ხაზინას, ფადიშაჰი მიმარ სინანს გადასცემს. სინანი, მშენებლობის შეჩერების საბაბს განუმარტავს ფადიშაჰს. ხაზინას გაადნობენ და 4 მინარეთიდან ერთის მასალაში გაურევენ.  ხსენებული მინარეთი, დღესაც მნახველების აღტაცებას და დიდ დაინტერესებას იწვევს.  სულეიმანიეს მეჩეთის გაშენების ამბავი მეტად გააბრაზებს პაპსაც. შეაშფოთებს, როგორ უნდა გააშენონ მუსლიმანებმა აიასოფიის მჯობი და საუკეთესო მეჩეთიო. გამოიძახებს მიქელანჯელოს, რომელსაც დაავალებს ვატიკანის წმინდა პეტრეს ეკლესიის გუმბათის გაშენებას. მთელი კათოლიკური სამყარო შეუერთდება ინიციატივას. მიმარ სინანი, 7 წელიწადში დაასრულებს მეჩეთის გაშენებას და ექსპლოატაციაში გადასცემს 1557 წელს.  სან პიერის ეკლესიის მშენებლობა კი დასრულდება 1626 წელში.

სულთან სულეიმანი ამ საუცხოო მეჩეთის გახსნას და მომსახურებაში გადაცემას თავად მიმარ სინანს დაავალებს, რასაც მოწიწებით მიიღებს ამ პატივს სინანი და გახსნის მეჩეთის დიდ კარს.

მეჩეთის მშენებლობა მოხდება ფულადი სახსრების დაუზოგავად.  ამას დაემატება შრომის ძალა და საიმპერატოროს ოთხივე მხრიდან, ჩავლენ ყველაზე საუკეთესი ხელოვანები სტამბოლში.

 მიმარ სინანი, მიზნად დაისახავს გააშენოს ბავშვობიდან მის გატაცებად ქმნილი ისეთი შედევრი, რომელიც არაფრით ჩამორჩება აიასოფიას. თავის ნიჭს გამოსცდის სულეიმანიეს მეჩეთში, სადაც შესვლა ხდება მისი ეზოს სამი შესასვლელი კარიდან. უპ. ყოვლისა, მიმსვლელს წინ ეგებება შადრევანის ეზო. ცოტა წინ, მოსჩანს მეჩეთის მთავარი შენობა.  ეზოს ოთხივე მხრიდან შემოვლებული აქვს მოჩუქურთმებული სვეტები. ცენტრში გაშენებული შადრევანი, რომელიც ნამაზის წინ, აბდესტის განბანვისთვის არის გათვალიწინებული, საუცხოო თავისებურებებით იქცევს ყურადღებას.  წყალი, ფანტანის სახით ქვევიდან ზევით კი არა, ზემოდან ქვემოთ ჩამოედინება. სუფთა, კამკამა წყლით განბანვის შემდეგ,   მონუმენტური კარიდან ხდება შესვლა მთავარ შენობაში.

შესასვლელის ზემოთა ნაწილი შელამაზებულია წარწერებით, სადაც წარმოდგენილია მეათე ფადიშაჰის, სულთან სულეიმანის, ტახტზე ასვლამდე ყოფილი ფადიშაჰების სახელები.  მეჩეთში, ერთნაირად წააწყდებით, განათების, სისადავის, საუცხოო გაფორმებების, ფაიფურის და წარწერების მქონე კედლებს. გუმბათთან მიახლოებისას, თქვენს წინ აღიმართება ორი ნახევარ გუმბათით გაფართოებული გიგანტური გუმბათი. მისკენ ჩამოწეული სანთლები და მათ შორის სირაქლემას გიგანტური კვერცხები, ეს არის მიმარ სინანის განუმეორებელი გენიის პროდუქტი. მისი გამჭრიახი აზროვნების ნიმუშად ითვლება სანთლების დანთებით წარმოქმნილი ბოლის, ჰაერის ნაკადით, შესასვლელის ზემოთა ოთახისკენ გადენა. განსაზღვრულ დროს მომხდარა ოთახის კედლებზე წარმოქმნილი ბოლის ნამწვის გაფხეკით შეგროვება და მელნის სახით გამოყენება. განსაკუთრებით გათხიერებული მელნის მოხმარება მომხდარა, ჰაჯობის დროს არაბი მოსახლეობისთვის საჩუქრების მზიდავ აქლემებზე ჩამოკიდებულ კასრებში ჩასხმით და  ჰაჯობიდან დაბრუნებულების ვინაობის იმ მელნის გამოყენებით დაწერისთვის.

სულეიმანიეს მეჩეთის კომპლექსში არის საავადმყოფო, დაწყებითი სკოლა, აბანო, ბიბლიოთეკა და სასაფლაო. მეჩეთის ეზოში გაშენებულ გუმბათშია დასაფლავებული სულთან სულეიმანი.  იმავე ეზოში, მეტად სადა გუმბათში ასვენია მიმარ სინანის ცხედარი.

კაცობრიობისთვის, ასეთი საუცხოო შედევრის მბოძებელ სულთან სულეინმანს და არქიტექტორ მიმარ სინანს, პატივით მოვიხსენიებთ. ღმერთმა აცხონოს მათი სულები.  



მსგავსი ინფორმაციები