თურქეთის კულტურული საგანძური 31/2016

გაგაცნობთ, აღმოსავლეთ ანადოლიაში, ვანის ტბის სანაპიროს, ბითლისთან დაკავშირებულ ისტორიულ ქალაქ აჰლათს

578079
თურქეთის კულტურული საგანძური 31/2016

თურქეთის კულტურული საგანძურებიდან, დღეს გაგაცნობთ, აღმოსავლეთ ანადოლიაში, ვანის ტბის სანაპიროს, ბითლისთან დაკავშირებულ ისტორიულ ქალაქ აჰლათს.

         მისი, თურქეთის ხელისუფლებაში გადასვლა მოხდა 1055 წელს, მალაზგირთზე გამარჯვების წინ. ისტორიულ პროცესში, Kubbet-ül İslam-ის სახელით მოიპოვებს აღიარებას, როგორც ისლამური სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი  და საუცხოო სილამაზის ქალაქი, ვანის ტბას, ციცაბო ფერდობიდან გადაჰყურებს.

სულთან ალფარსლანი, ანადოლუს დაპყრობით დასრულებული მალაზგირთის მოედნური ბრძოლისთვის აქ მოუყრის თავს არმიას და იქიდან გაემართება მიმდებარე მალაზგირთისკენ. დღეს აჰლათს გააჩნია  ქალაქ-მუზეუმის დანიშნულება და არის თურქული ხელისუფლების ანადოლიაში ყოფნის დადასტურება. 13-14. საუკუნეებში, თვისი 300 ათასამდე მოსახლეობით ცნობილი იქნება ისლამური სამყაროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ქალაქად. აჰლათში, თანა პროპორციული, 5 სელჯუკური სასაფლაოდან თითოეულს გააჩნია  ისტორიული ღირებულების ტაძრის დანიშნულება.  მათზე ამოტვიფრული ზოგიერთი წარწერების წაკითხვა და თანამედროვე თურქულ ენაზე თარგმნა მოახდინა პროფესორმა ბეიჰან ქარამანოღლიმ.

თითოეული საფლავის ქვაზე არის გეომეტრიული, მცენარეული და კალიგრაფიული გაფორმებები. საფლავის ქვებზე ამოტვიფრულია პიროვნების, მთელი ცხოვრების განმავლობაში თავს გადამხდარი უცნაური ინფორმაციები.  სელჯუკ ოსტატებს, ასე, რომ ვთქვათ ქვები მაქმანების სახით გაუფორმებიათ და თავიანთი ოსტატობა ქვებზე ამოუკვეთიათ. წარმოდგენილია მიცვალებულების თავისებურებები. გამვლელებისაგან გამოითქმება მოთხოვნა ილოცონ მათთვის.

ქალაქის მოწინავე ადამიანებისთვის დიდი სამლოცველოები ყოფილა გაშენებული. მათგან ყველაზე აღიარებულია ემირ ბაინდირის  სამლოცველო, სადაც გაცოცხლებულია სელჯუკური არქიტექტურის განუმეორებელი შტრიხები. უცნაური არქიტექტურის თავისებურებაა წარმოდგენილი ოსტატ-შეგირდის თურბეზე, იგივე სამლოცველოზე. თურმე, თურბეში, შეგირდად აყვანილი პიროვნება თავის ოსტატზე უფრო ჭკვიანი და მარიფათიანი ყოფილა. ერთხელაც კამათი მოუვათ სამლოცველოს ირგვლივ, რომელიც უნდა გაეშენებინა თავად ოსტატს,  ქალაქის ერთ-ერთი წარჩინებული პიროვნებისთვის. კამათის თაობაზე, წარჩინებული პიროვნება, ორივეს, ოსტატსაც და შეგირდსაც დაავალებს სამლოცველოს გაშენებას. ერთგვარ კონკურენციადაც კი, გადაიქცევა მშენებლობა. შეგირდის სამლოცველო ოსტატის აშენებულზე უფრო უკეთესი აღმოჩნდება.  მე-13-ე საუკუნეში გაშენებული ამ ორი სამლოცველოდან, მაშინ, როცა ოსტატის სამლოცველო დღემდე ნანგრევის სახით არის მოღწეული, შეგირდის სამლოცველომ უვნებლად მოაღწია დღემდე. აჰლათში, ვხედავთ, მიცვალებულის, ცენტრალური აზიისთვის დამახასიათებელი თურქული  მარხვის ტრადიციას. ხშირად წააწყდებით აქითად წოდებულ კურგანის სტილის მიწისქვეშა სამლოცველოებს. მათში არის ბალზამირების ნიმუშები, რომლებსაც ცენტრალურ აზიაშიც ვხვდებით. სელჯუკების პერიოდში, ცენტრალურ აზიაშიც დიდი აღიარების მომპოვებელი აჰლათი, თავის გამოზრდილ ოსტატებს და ხელოვანებს გააგზავნის ანადოლუს ოთხივე კუთხეში. ამიტომ არის რომ ანადოლუს ყოველ მხარეს წააწყდებით იმ ოსტატი-ხელოვანების კვალს, რომელთაც მნიშვნელობა შეუნარჩუნებიათ ოსმანეთის პერიოდშიც.

აჰლათი გახლავთ ის მნიშვნელოვანი ადგილი, რომლის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შესასვლელად მიმართვაა გათვალისწინებული.

აჰლათის სამხრეთით არის დიდი ვულკანური მთა ნემრუთი, რომელსაც გააჩნია უზარმაზარი კრატერი. მისი ცხელი და ცივი წყლის აუზები გვერდი გვერდს არის და შეგიძლიათ ცხელი აუზიდან პირდაპირ ცივ აუზში გადასვლა. აუზებით განსაკუთრებით დიდ დაინტერესებას იჩენენ ტურისტები. გოგირდოვან ვულკანურ წარმონაქმნებში სამკურნალოდ ჩამსვლელებიც მრავლად არიან.

აჰლათის ჩრდილოეთით არის ვანის ტბის აუზის ყველაზე მაღალი სუბჰანის მთა.  აჰლათი განაგრძობს ანადოლიაში თურქული თვითმყოფადობის გარანტიორობის შენარჩუნებას.

თავისი ლამაზი აკლდამებით, სამლოცველოებით აღმოსავლეთ ანადოლიის ის ადგილი გახლავთ აჰლათი, რომლითაც დიდ დაინტერესებას იჩენენ ტურისტები. როდისმე, თუ თქვენც მოგიწევთ იმ ადგილებში ჩასვლა აუცილებლად მოინახულეთ და დატკბით იქ არსებული ისტორიული ღირსშესანიშნაობებით.



მსგავსი ინფორმაციები