კურბან ბაირამი

დღეს მსოფლიოს მუსლიმანური სამყარო აღნიშნავს კურბან ბაირამს

569896
კურბან ბაირამი

დღეს მსოფლიოს მუსლიმანური სამყარო აღნიშნავს კურბან ბაირამს იგივე მსხვერპლშეწირვის დღესასწაულს. იმისათვის, რომ წმინდა მოციქულს იბრაჰიმს არ მოეხდინა საკუთარი შვილის მსხვერპლშეწირვა, ალაჰის მხრიდან ცხვრის კურბანად გაგზავნის დღე, კაცობრიობის ისტორიაში შევა. ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვნად ითვლება ალაჰის სიამოვნებისთვის მსხვერპლშეწირვა. ასეთი მოსაზრებაა, რომ ალალი ფულით ნაყიდი კურბანი, ცოდვების მონანიებისთვის იკვლება. მსურველებს ბაირამის სხვა დღეებშიც შეუძლიათ ალაჰის სიამოვნებისთვის კურბანის დაკვლა. კურბანის, იგივე მსხვერპლად შეწირული ცხოველის ხორცის დაყოფა ხდება შემდეგნაირად:-ერთ ნაწილს მიირთმევენ ოჯახის წევრები, ერთი ნაწილი ურიგდებათ ღარიბ-ღატაკებს, ერთი ნაწილით კი, უმასპინძლდებიან ბაირამის მისალოცად მისულ სტუმრებს. კურბან ბაირამს ულოცავენ უფროსებს და ახარებენ ბავშვებს.

ყველას ვულოცავთ კურბან ბაირამს! მსოფლიოში კონფლიქტების, ხოცვა-ჟლეტების, სიძულვილის და მტრობის დასრულების სურვილით...

 



მსგავსი ინფორმაციები