თურქეთის კულტურული საგანძური 29/2016

თურქეთის კულტურული საგანძურებიდან, დღეს გაგაცნობთ, მნიშვნელოვანი ცენტერებიდან სტამბოლის სიმბოლოს Kız Kule-ს, იგივე ქალთა ციხე-კოშკს

567078
თურქეთის კულტურული საგანძური 29/2016

თურქეთის კულტურული საგანძურებიდან, დღეს გაგაცნობთ, მნიშვნელოვანი ცენტერებიდან სტამბოლის სიმბოლოს Kız Kule-ს, იგივე ქალთა ციხე-კოშკს.

         ისტორიის მანძილზე, მისი სახელი, მრავალ ლეგენდასთან და თქმულებებთან ყოფილა დაკავშირებული. ციხე კოშკს, ბოსფორის სრუტის ანადოლუს კალთაზე, მარმარილოს ზღვის მხრიდან შესული გემებისთვის მოუწყვია დახვედრა.  

როგორც სახელიდანაც ჩანს, კოშკი გაუშენებიათ ერთ-ერთი დედოფლის დასაცავად. წინასწარმეტყველი, ბიზანტიის იმპერატორს გააფრთხილებს, რომ მისი ქალიშვილი მოკვდება გველის კბენის შედეგად. შეშფოთებული მეფე, ერთ-ერთ კუნძულზე, სადაც შეუძლებელი იქნებოდა გველების არსებობა,  ქალთა ციხე- კოშკს გააშენებს და იქ განათავსებს თავის ქალიშვილს. მაგრამ, საუბედუროდ, კოშკზე, დედოფლისთვის წასაღებ კალათაში შემძვრალი გველი, უკბენს დედოფალს და მოკლავს. მამამისი, რკინის კუბოში დაასვენებს ცხედარს და აიასოფიის შესასვლელში, მაღლობ ადგილზე განათავსებს. იმ რკინის კუბოს დღეს, ორი ნახვრეტი ატყვია. რწმენით, გველებს, რკინის კუბოშიც არ მიუციათ დედოფლისთვის მოსვენება. 

ანადოლუს სანაპიროსგან ორასი მეტრის სიშორეზე მდებარე პატარა კუნძულზეა გაშენებული ქალთა ციხე-კოშკი. ამ საუცხოო ადგილთან დაკავშირებით, მეორე ლეგენდა ანტიკურ პერიოდს უკავშირდება. ანადოლუს კალთაზე, სილამაზის ქალღმერთის აფროდიტესთვის ყოფილა გაშენებული ტაძარი. ყოველ წელს, გარკვეულ პერიოდებში, სიყვარულის მაძიებლები იმ ტაძარში იყრიდნენ თავს. ქალღმერთის მონაზვნებიდან ჰერო, იქ წააწყდება ახალგაზრდა ვაჟკაცს ლეანდროსს.  ორ ახალგაზრდას შეუყვარდება ერთმანეთი. ჰეროსთან, ყოველ ღამე შესახვედრად, ლეანდროსი, მისი დანთებული სანთლის მიმართულებით მიცურავდა და ხვდებოდა.

ზაფხულის ცხელ დღეებში ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა. მაგრამ, ზამთრის მოსვლით, ფანარი წყალში ჩავარდება. სინათლის მიმართულებით მცურავი ლეანდროსი სრუტის მძვინვარე წყლებში დაიხრჩობა. როცა შეიტყობს ჰერო ლეანდროსის დაღუპვას, თვითონაც წყალში გადავარდება და თავს დაიხრჩობს.

ციხე-კოშკთან დაკავშირებულ ერთი სხვა ლეგენდა, გააზი ბატალთან არის დაკავშირებული. ლეგენდარული არაბი სარდალი თავისი ჯარით უსკუდარს ეწვევა.  უსკუდარის გუბერნატორი ქალიშვილის დაცვის მიზნით ამ, ციხე-კოშკს გააშენებს და იქ განათავსებს ქალიშვილს.  კუნძულზე ჩასული ბატტალ გააზი, ცოლად შეირთავს გუბერნატორის ქალიშვილს და თან წაიყვანს მალათიაში.

ისტორიაში სხვადასხვა მიზნებისთვის გამოყენებული ქალთა ციხე-კოშკი, თანამედროვე პერიოდში, რესტორანის სახით არის მომსახურებაში.

სტამბოლის ანადოლუს კალთის სალაჯაკად წოდებული ბუხტიდან, კოშკამდე მისვლა შესაძლებელია საზღვაო ძრავებით და კატარღებით. 

 სტამბოლის ბოსფორის სრუტის ხედს დაუვიწყარ სილამაზეს აძლევს ეს ციხე-კოშკი. იგი ის ადგილია, რომლის მონახულებაც ყველაზე მეტად აინტერესეთ სტამბოლში ჩასულ ტურისტებს. ციხე-კოშკი, ამას უნდა უმადლოდეს მის შესახებ არსებულ საინტერესო ლეგენდებს, რომელიც სხვანაირ ელფერს აძლევს მის წარსულ ისტორიას. 

 



მსგავსი ინფორმაციები