იენიქაფი/ანალიზი

15 ივლისის მუხანათური გადატრიალების მცდელობის ჩახშობის შემდეგ თურქმა ერმა ლეგენდა შექმნა სტამბოლის იენიქაფის მოედანზე სადაც, დემოკრატიისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი უდიდესი მიტინგი გამართა

547649
იენიქაფი/ანალიზი

იენიქაფი/ანალიზი

15 ივლისის მუხანათური გადატრიალების მცდელობის ჩახშობის შემდეგ თურქმა ერმა ლეგენდა შექმნა სტამბოლის იენიქაფის მოედანზე სადაც, დემოკრატიისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი უდიდესი მიტინგი გამართა.

ერმა, რომელსაც ჯერ კიდევ სამი კვირის წინ ბომბები დაუშინეს.

ქუჩებში სამხედროების ფორმაში გადაცმულმა შეიარაღებულმა მოღალატეებმა 240 ადამიანი იმსხვერპლეს.

ჯერ კიდევ სამი კვირის წინ შეეცადნენ მათთვის დამოუკიდებლობა, ტერიტორიები და სუვერენიტეტი წაერთმიათ.  

ჩაშლილიიქნა აცილებული მეჯლისის დახურვის, პრეზიდენტის მკვლელობის, საზღვრების თავიდან დადგენისათვის მომზადებული მუხანათური გეგმა.

ამის შემდეგ 22 ღამის მანძილზე მოსახლეობა ქუჩებში ელოდა განთიადს და მხოლოდ მაშინ მიდიოდნენ სახლში, როდესაც დარწმუნდებოდნენ, რომ წყვდიადი განთიადმა გაანათა.

და საბოლოოდ 23-ე დღეს სტამბოლში პრეზიდენტ რეჯებ ტაიპ ერდოღანის მოწოდებით განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა და ეთნიკური წარმომავლობისა მოსახლეობა ხელში თურქეთის დროშით ქუჩებში ერთ მუშტად შეკრული გამოვიდა.  

ერმა 15 ივლისს დაცული დემოკრატია, რესპუბლიკის გამარჯვება სტამბოლში იენიქაფიში უკვდავყო.

დიარბაქირიდან ედირნემდე და ანტალიიდან სინოპამდე ერთდროულად ხალხი ქუჩაში გამოვიდა და პენსილვანიაში მყოფ იმ მოღალატესა და გველის მკვებავთ კიდევ ერთხელ უთხრა, რომ „თურქეთი არ დანაწევრდება.“  

ქუჩაში ასევე გამოვიდნენ  სირიიდან, ავღანეთიდან, ერაყიდან გამოქცეული და თურქეთს თავშეფარებული ასი ათასობით ადამიანი.

თურქი ერი მეგობარს ნდობას, მტერს კი შიშს უსახავს. თავისუფლების ჰიმნით სამშობლოსათვის დაღუპულებს იხსენებს, დროშით კი დამოუკიდებლობის  უსასრულობას ამტკიცებ.

როგორი არის შენი ეს რწმენა რომ მაშინ როდესაც შენი მოკვლა სურთ თავიდან იბადები და მაშინ, როდესაც შენი დაჩოქება უნდათ ისევ მაღლდები.  


საკვანძო სიტყვები: #იენიქაფი , #მიტინგი

მსგავსი ინფორმაციები