თურქეთის კულტურული საგანძური 26/2016

დღეს გაგაცნობთ, კაცობრიობის ისტორიაში გარდატეხის ეტაპად მიჩნეულ, სამოსახლო ცენტრს ჩათალჰოუკს

519225
თურქეთის კულტურული საგანძური 26/2016

თურქეთის კულტურული საგანძური 26/2016

თურქეთის კულტურული საგანძურებიდან, დღეს გაგაცნობთ, კაცობრიობის ისტორიაში გარდატეხის ეტაპად მიჩნეულ, ნეოლითური პერიოდის მნიშვნელოვან სამოსახლო ცენტრს ჩათალჰოუკს.

კაცობრიობა, 100 ათასი წლის განმავლობაში გამოქვაბულებსა და კლდეებში ცხოვრების შემდეგ, ჩვწ.აღ-იდან 9.400 წლის წინ დაიწყებს, ნეოლითურ-ახალ ქვის ხანაში, პირველი სოფლების გაშენებას.

მსოფლიოს სოფლებიდან ყველაზე უძველესს წარმოადგენს, კონიის ჩუმრაში არსებული ჩათალჰოუკი. ადამიანებს, პირველად უცხოვრიათ კლდეების თავშესაფრებში, შემდეგ კი, უფრო კომფორტული საცხოვრებლის გაშენების მიზნით, დაიწყებენ პატარა ბუტიკების გაშენებას, რომელთა ფართობიც დროთა განმავლობაში  გაიზრდება და პატარა სოფლებად წარმოიქმნება. დღევანდელი კაცობრიობის ისტორიიდან 9.400 წლის წინ, ჩათალჰოუკის მსგავსად, დაიწყება პირველი სამოსახლო ცენტრის გაშენებაც. ინფორმაციით, ხსენებულ სამოსახლოში, უცხოვრია 8 ათასზე მეტ მოსახლეობას.

ნეოლითურმა პერიოდმა თან მოიტანა თანამედროვე ცივილიზაციისთვის დამახასიათებელი სოფლის მეურნეობა და ცხოველთა ჯიშების პირველი მოშინაურება. მათ შორის არის ქათამი, ცხვარი, თხა, ძროხა, ტვირთზიდვისთვის სახედარი. ამ ეპოქაში დაიწყება პირველი მარცვლეულის მოშენებაც. ჩათალჰოუკში წარმოიშვა ისეთი ხელობები, როგორებიცაა, მკერაობა და, ხელოსნობა. სწრაფად განვითარდება თიხის კერამიკაც. გამოთქვამენ ვარაუდს, რომ ხალხმრავალ სოფლებში პირველ სავაჭრო ფორმად ცნობილი პროდუქციის გაცვლაც ხდებოდა.

ჩათალჰოკის აღმოჩენა მოხდა 1958 წელში არქეოლოგების გათხრების შედეგად. ნაპოვნი ექსპონატების უმეტესობა გამოფენილია ანკარის ანადოლუს კულტურის მუზეუმში.

კედლის რუკის გამოსახულებები, სადაც ჩათალჰოუკის მდებარეობაც არის ნაჩვენები, ეს არის მსოფლიოში ყველაზე უძველესი რუკის ნიმუში.

უგი არის ხარისთავის ქანდაკებებით ნაჩვენები რელიგიური ცენტრების მომცველი ტაძრების მხოლოდ ერთი ნაწილი.

 ჩათალჰოუკში, კულტურის და ხელოვნების განვითარება ხდებოდა განსაცვიფრებელი სახით. უსაფრთხოების მიზნით, სახლში შესვლა ხდებოდა სხვენიდან გახსნილი კარის მეშვეობით.

სამოსახლოში არ იყო ქუჩები., სახლებს შორის მიმოსვლა ხდებოდა კიბეების საშუალებით და მოსწორებული ფორმის სხვენით.  სახლების ზოგიერთი ადგილი საცხოვრებლად, ზოგიერთი კი საწყობად ყოფილა გამოყენებული.

ჩათალჰოუკის მოსახლეობა, მკვდარს მარხავდნენ თავიანთი სახლის ერთ ნაწილში დედის მუცელში არსებულ მდგომარეობაში იმ რწმენით, რომ სიკვდილის შემდეგ მოხდებოდა მკვდრეთით აღდგომა. ასე გრძელდებოდა დაღუპული ოჯახის უფროსების, ცოცხლად დარჩენილ შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად ცხოვრება.

იმის გამო, რომ სახლებში ვერ წააწყდებით რაიმე ნაგავს, იმას მიანიშნებს, რომ მისი შეგროვება ხდებოდა გარეთ, რომელიღაც ადგილას. დადასტურდა, რომ მარცვლეულის გარდა გამოუყენებიათ და გაუყიდიათ მუხუდო, მარილი, ძვირფას ქვად ცნობილი ობსიდიენი.  

2012 წელში, ჩათალჰოუკი შევა მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში.

ახლო აღმოსავლეთში უფრო ძველი სამოსახლოების აღმოჩენის მიუხედავად, აქ ნაპოვნმა კულტურულმა სიმდიდრეებმა და სამმართველო ფორმამ, ჩათალჰოუკი, მსოფლიო ისტორიაში,  უნიკალურ პოზიციამდე აიყვანა.

დღესაც, გრძელდება ჩათალჰოკში გათხრები. ახალი აღმოჩენები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს და სინათლეს მოჰფენს კაცობრიობის ისტორიას.

ჩათალჰოუკის მონახულების იმედით კარგად ბრძანდებოდეთ.

 

                                                                                     



მსგავსი ინფორმაციები