თურქული კულტურის ისტორიიდან 25

იერუსალიმის დამპყრობი სელაჰედდინ ეიუპი

519186
თურქული კულტურის ისტორიიდან 25

თურქული და ისლამური ისტორიისა და კულტურის უდიდეს პიროვნებას წარმოადგენს სელაჰედდინ ეიუპი და მისი სახელიც ოქროს ასოებით არის ჩაწერილი ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში. იგი მესამე ჯვაროსნული ომის დროს მუსლიმანთა არმიას მეთაურობდა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა რა, იერუსალიმიც ჯვაროსნებისგან სწორედ მან გაანთავისუფლა. მისი მმართველობის დროს იერუსალიმში ძმურად და მეგობრულად ცხოვრობდნენ ებრაელები, ქრისტიანები და მუსლიმანები რა, მანვე  რომ იტყვიან ამ ქალაქში სამართალი ააყვავა. მოკლედ, სელაჰედდინი პოპულარული იყო და მეტად უყვარდათ თავისი მშვიდობისმოყვარე პოლიტიკისა და სამართლის გამო არა მხოლოდ ისლამურ, ასევე ებრაელურ და ქრისტიანულ სამყაროშიც. ახლა იუნუს ემრეს შესახებ  მომზადებულ პროგრამას შემოგთავაზებთ, რომელიც მოგვაწოდა ანკარის გაზის სახელობის უნივერსიტეტის ისტორიის კათედრის თანამშრომელმა, დოცენტმა გურაი ქირპიკმა და იგი წერს

                     სელაჰედდინ ეიუპი 1138 წელს ერაყის ქალაქ თიკრიტში დაიბადა. მამამისი თურქული სახელმწიფოს, სელჩუკთა იმპერიის ერთ ერთი ცნობილი ათაბეის, იმადედინ ზენგის პერიოდში ბაალბეკის გამგებელი იყო, ამიტომაც სელაჰედდინმა ბავშვობაშიც და ახალგაზრდობაშიც იმ დროის შესაფერისი უმაღლესი განათლება მიიღო. ამ მიზნით იგი დამასკოში ჩავიდა და ახალგაზრდობის წლები აქ გაატარა. სწავლების პარალელურად იგი ზოგჯერ ლაშქრობებშიც იღებდა მონაწილეობას და ასე სამხედრო და პოლიტიკურ გამოცდილებასაც იძენდა. მისი ყველაზე უდიდესი სურვილი მეცნიერულ განათლებასთან ერთად ჯვაროსნების კონტროლ ქვეშ მყოფი იერუსალიმის და მესჯიდი აქსას განთავისუფლება წარმოადგენდა.

ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა სელაჰედდინს პირველი სახელმწიფო სამსახური დამასკოში მიეცა და იგი შურთას რეგიონის ვალი, ე.ი. გუბერნატორი გახდა. ამ მოვალეობის შესრულებისას იგი თავის ბიძას, შირქუჰს ეგვიპტის ლაშქრობაში გაჰყვა და სწორედ მათ მოუღეს ბოლო ტახტისათვის შიდა ბრძოლებს, რამაც პირველი სახელი მოუტანა ახალგაზრდა სელაჰედდინს. მისმა ჯარებმა გადალახა რა ნილოსი, ალექსანდრიაც დაიპყრო. მის წინააღმდეგ რამდენჯერმე გაილაშქრა იერუსალიმის მეფე ამარის და ფატიმილების ჯარმა, მაგრამ, ვერ შესძლეს სელაჰედდინის დამარცხება.

1168 წელს მაჰმუდ ზენგის ბრძანების საფუძველზე სელაჰედდინმა კავშირი შექმნა ფატიმილებთან, რამაც ჯვაროსნები ძალზედ შეაშინა და იერუსალიმის მეფემ დამატებითი ჯარები ითხოვა ევროპელებისგან. იერუსალიმში ჩამოსულმა ახალმა ძალებმა ჯვარსონების არმია გააძლიერა და მათ ჯერ დიმიატი და შემდეგ ღაზა აიღეს. ამ დროს სელაჰედდინის ჯარები ეგვიპტეს და მიმდებარე ტერიტორიებს იცავდნენ ჯვაროსნებისგან  

1169 წელს ფატიმილების ხალიფა ადიდი თავის ვეზირს მოაკვლევინებს რა, მის ადგილზე სელაჰედდინის ბიძას შირქუჰს დანიშნავს. მაგრამ, მალე შირქუში გულის შეტევით გარდაიცვლება და მის მაგივრად ახალი ვეზირი თავისი ძმისშვილი, ჯერ კიდევ 32 წლის სელაჰედდინი გახდება, რაც იმ დროისათვის გაუგონარი მოვლენა იყო. სელაჰედდინის არმიაში ყივჩაღი მამლუქების, ანატოლიელი, სირიელი, ერაყელი ჯარისკაცების  გარდა 50 ათასამდე სუდანელი და ეგვიპტელიც იბრძოდა. სელაჰედდინს სომხური მეისრეებიც ჰყავდა, მაგრამ, მათ უღალატეს, აუჯანყდნენ და ადგილობრივი ეგვიპტელებიც აუჯანყეს. თუმცა ხალხს ძალიან უყვარდა სელაჰედდინი და არ დაიჯერეს სომხების მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაციები, რადგან, თვით ხედავდნენ, რომ სელაჰედდინმა ეგვიპტეში, მშვიდობა, სტაბილურობა, მყუდროება და ეკონომიკური აყვავება მოიტანა.

მოკლედ, სელაჰედდინმა სომეხთა აჯანყების ჩახშობის შემდეგ ჯვაროსნები მთლიანად გარეკა ეგვიპტიდან და მზადება დაიწყო პალესტინაზე და იერუსალიმზე ლაშქრობისათვის. ჰიტტინის ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ მან თავისი ჯარები იერუსალიმისკენ დაძრა და 1187 წლის 2 ოქტომბერს მან ეს ქალაქი დაიპყრო. სალაჰედდინმა მუსლიმანების მეორე ხალიფის, ომარის პერიოდში მოქმედი გარანტიები აღადგინა იერუსალიმში, ე.ი. ქრისტიანებს და ებრაელებს უსაფრთხოების და მათი ქონების დაცვას შეჰპირდათ რა, სამართლიანი და მშვიდობიანი ცხოვრება აღადგინა ამ ქალაქში.

იგი 1193 წელს მენინგიტის დაავადების შედეგად გარდაიცვალა და დამასკოში დაკრძალეს. მან დიდი წვლილი შეიტანა იერუსალიმის, დამასკოს და ალეპოს აღმშენებლობაში, ხოლო ამის პარალელურად ისლამური სამყაროს უდიდეს სარდალთაგანად ითვლება დღემდის, წერს  ანკარის გაზის სახელობის უნივერსიტეტის ისტორიის კათედრის თანამშრომელი, დოცენტი გურაი ქირპიკი

              



მსგავსი ინფორმაციები