თურქეთის კულტურული საგანძური 25/2016

დღეს გაგაცნობთ, ჯერ კიდევ ათასობით წლის წინ, მსოფლიოს სუპერ ძალად ქცეულ ხეთების საიმპერატოროს დედაქალაქ ჰათთუშაშის ბოღაზქოუს

510109
თურქეთის კულტურული საგანძური 25/2016

თურქეთის კულტურული საგანძურებიდან, დღეს გაგაცნობთ, ჯერ კიდევ ათასობით წლის წინ, მსოფლიოს სუპერ ძალად ქცეულ ხეთების საიმპერატოროს დედაქალაქ ჰათთუშაშის ბოღაზქოუს, რომელიც 1986 წლიდან  იუნესკოს მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.

3.500 წლის წინ, დედამიწაზე, ორი სუპერ ძალა იყო. ერთი იყო ფარაონების ეგვიპტე, მეორე კი, ხეთების საიმპერატორო. ეს ორი დიდი სახელმწიფო, იმ პერიოდის მსოფლიოს მნიშვნელოვან ნაწილს განაგებდნენ. იმ პერიოდში, შეზღუდული იყო ტრანსპორტირება, ტექნოლოგიური შესაძლებლობები და საგზაო უსაფრთხოება, რომელიც მეტად მნიშვნელოვანს წარმოადგენდა ვაჭრობისთვის.

ფართო გეოგრაფიული საიმპერატოროს მოწესრიგებული სახით მართვა და კონტროლი ძნელი იყო. სისტემატიური ამბოხებები და ყაჩაღების მიყენებული ზარალი დიდ დროს აკარგვინებდა ხელისუფლებას. ხეთებმა დღევანდელი ჩორუმის მიმდებარე ადგილზე დედაქალაქობა გაუწიეს ჰათთუშაშ ბოღაზქოუს და გააფართოვეს თავიანთი ტერიტორიები. ხეთებს, რომლებიც ინდო ევროპულ ენათა ოჯახის ყველაზე უძველეს წევრად მიიჩნევიან, გააჩნდათ მრავალ ღმერთიანი სარწმუნოება. ქარიშხლის ღმერთის და მზის ქალღმერთის მქონე სარწმუნოებაში, ყოველი ახალი ტერიტორიების დაკავების შემდეგ, იზრდებოდა ღმერთების რაოდენობა.  ისე, რომ შემდეგში ისინი 1.000 ღმერთიან, პოლითეისტურ სახელმწიფოდ მოიხსენებოდნენ. დაპყრობილი რეგიონის ხალხების სარწმუნოებაში არსებულ ღმერთებს, იმისათვის, რომ არ მიეცეთ მათთვის ზარალი, თავიანთ რელიგიას უერთებდნენ.

ხეთების დედაქალაქს ჰათთუშაშ-ბოღაზქოუს, ჩვ.წ.აღ-დე მე-17-ე, მე-13-ე საუკუნეებში, დედაქალაქობა გაუწევია ხეთების საიმპერატოროსთვის. ამჟამად, იაზლიქაი, თავისი ქვედა, ზემოთა ნაწილებით და მიმდებარე რელიგიური ცენტრებით, წარმოადგენს მნიშვნელოვან ტურისტულ ადგილს.  ხეთები, იმის გამო, რომ ბიბლიაშიც არიან მოხსენიებულნი, ცოტად თუ ბევრად ცნობილნი ყოფილან. 1890 წელში არქეოლოგების აღმოჩენებით და კონკრეტული მტკიცებულებებით დამტკიცებულ იქნა მათი თვითმყოფადობა. ჰათთუშას სამარხებში ნაპოვნი სახელმწიფო არქივის და ლურსმნული დამწერლობის ანბანის წაკითხვით, უფრო გაიზარდა მათ შესახებ ინფორმაციები. თავიანთი კანონებით შესძლეს კანონების უზენაესობის მქონე სახელმწიფოებრიობა. თითოეული ქალაქის მმართველი, იმპერატორის სახელით მართავდა ქალაქს და ახდენდა სამართლიანობის დამყარებას. ისტორიული ქალაქის შესასვლელების ლომის, სფინქსის და მეფის კარიბჭეები, ჩვენამდეა მოღწეული.

დღეს, მნახველების ყველაზე დიდ დაინტერესებას იწვევს, საშიშროების შემთხვევაში, გასაქცევად გაშენებული საიდუმლო გასასვლელი გვირაბი. დასავლეთის აგურის კედლები, კი, ორიგინალურის შესაბამისად იქნა რესტავრირებული.

ჩვ.წ.აღ-დე 13-ე საუკუნეში, ხეთების საიმპერატორო და ეგვიპტე ერთმანეთს შეებრძოლებიან სირიის ხელში ჩასაგდებად.  ხეთების ეტლები და იარაღი ტექნოლოგიურად უფრო ძლიერი იყო. გააჩნდა 37 ათას კაციანი სამხედრო არმია, 3500 სამხედრო ეტლი. ამ დროს კი, ეგვიპტეს გააჩნდა 20 ათას კაციანი არმია და 2.000 სამხედრო ეტლი. ჩვ.წ.აღ-დე 1295 წელში, ორი არმია, ქადეშის ველზე ერთმანეთს დაუპირისპირდება. ორივე არმიამ ვერ შესძლო აბსოლუტური გამარჯვება. ომის დღეს მზის დაბნელებამ გამოიწვია გაგება, რომ ღმერთებს არ უნდათ ომი.  ამის შემდეგ, ეგვიპტის ლეგენდარულ ფარაონის რამსეს მეორეს და ხეთების იმპერატორს ჰათთუშილ მესამეს შორის ხელი მოეწერა ისტორიაში ცნობილ პირველ ქადეშის სამშვიდობო შეთანხმებას.  ომი დასრულდება, სირიის ტერიტორიების განაწილების შედეგად. შეთანხმების ხეთური და ეგვიპტური ნიმუშები დაიკიდა ორი ქვეყნის დედაქალაქების ისეთ ადგილებზე, რომლის დანახვაც შესაძლებელი იქნებოდა ყველას მხრიდან.  ჰათთუშაშში, 1906 წელს, გათხრების დროს აღმოჩენილი შეთანხმების ნიმუში, დღეს სტამბოლის არქეოლოგიურ მუზეუმშია წარმოდგენილი.

შეთანხმების გადიდებული ერთი ნიმუში კი, როგორც ისტორიის პირველი სამშვიდობო შეთანხმება, წარმოდგენილია ნიუ-ორკის გაეროს შენობაში.

ქადეშის შეთანხმების შემდეგ, ორ სახელმწიფოში, ორმხრივად ელჩები იქნა დანიშნული. ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობა თითქმის ყველა სფეროში შეიგრძნო. ხეთების სახელმწიფოში სამხრეთის კედლებიც კი, პირამიდის მოყვანილობით გაშენდება. ეს კედლები დღესაც კი მნახველების დიდ დაინტერესებას იწვევს. ბოღაზქოუს და ჩორუმის მუზეუმებში არის ხეთების პერიოდისთვის სინათლის მომფენი ყველაზე საუკეთესო ისტორიულ-კულტურული ტაძრები.  ერთ დღეს, თუ მოგიწევთ ამ ადგილებში ჩასვლა, აუცილებლად იხილეთ 3500 წლის წინ მსოფლიოს სუპერ ძალად ქმნილი ხეთების ისტორიის ამსახველი ბოღაზქოუს მუზეუმი და ნუ დაივიწყებთ ჩორუმის კენკროვანი ხილის გემოს გასინჯვასაც.



მსგავსი ინფორმაციები