გერმანიის პარლამენტის მიერ მიღებული „სომხური გენოციდის კანონპროექტი“

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაგაცნობთ გერმანელი მეცნიერის იოჰანეს ჰენრიხის განცხადებებსა და შეფასებებს

515388
გერმანიის პარლამენტის მიერ მიღებული „სომხური გენოციდის კანონპროექტი“

გერმანიის პარლამენტის მიერ მიღებული „სომხური გენოციდის კანონპროექტი“

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაგაცნობთ გერმანელი მეცნიერის იოჰანეს ჰენრიხის განცხადებებსა და შეფასებებს. იგი გახლავთ 2006 წელს შექმნილი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის კვლევის ცენტრის ერთ-ერთი დამაარსებელი და ამავდროულად მისი მმართველი.  

კითხვა - პატ. ჰენრიხ, როგორც მოგეხსენებათ გერმანიის პარლამენტმა მიიღო სომხური გენოციდის კანონპროექტი. იყო თუ არა ეს ფაქტი თქვენთვის მოულოდნელი?

არა, კანონპროექტის მიღებამ მე არ გამაკვირვა. გასულ წელში მიღებული მსუბუქი კანონპროექტის შემდეგ წელს წარმოშობით თურქი გერმანელი დეპუტატის ჯემ ოზდემირის მეთაურობით გენოციდის მცნების ქვეშ კანონპროექტის მიღება მოულოდნელი არ იყო. თუმცა ეს მაინც დიდი იმედგაცრუებაა.

კითხვა - თქვენი აზრით, რა იყო ამ საქმის აქამდე მისვლის მიზეზი?

გერმანიის ფედერალურ მეჯლისს 1915 წლის მოვლენების გენოციდად აღქმა და მისი კანონპროექტით დარეგისტრირება სურდა. ამგვარად, პირველი მსოფლიოს ომის დროს ოსმალეთის იმპერიაში გერმანელი ნაცისტების არმიის პასუხისმგებლობას აღიარებდა. თავის დროზე ბევრ ნაცისტი ოფიცერი, გენერალი ოსმალეთის არმიასაც კი ხელმძღვანელობდა. ამის მწვანეთა პარტიიდან წარმოშობით თურქი დეპუტატის ჯემ ოზდემირისა და ქრისტიან დემოკრატიული კავშირის პარტიიდან (CDU) ვოლკერ კაუდერის მცდელობით დარეგისტრირება სურდათ.

კითხვა - გერმანიის ფედერალური პარლამენტის მიერ მიღებული ეს სომხური გენოციდის კანონპროექტი რა მიზანს ისახავდა?

ამას ორი პასუხი აქვს. ოფიციალური პასუხის მიხედვით, პატივცემული კაუდერის თქმით, ამ სომხური გენოციდის კანონპროექტით თურქ და სომეხ ხალხს შორის დამშლელი თემის გადალახვა სურდათ. მე ვფიქრობ ეს შეუძლებელია. სომხებსა და თურქებს შორის არსებულ ამ პრობლემას როგორც გარე პირი თუ ტენდეციურად მივუდგები როგორ გადავლახავთ. სინადვილეში ამ საქმის უკან პარტიის ინტერესები და ძალაუფლებისათვის ბრძოლაა. გერმანიაში რადიკალურად მემარჯვენე მიმდინარეობაში ზრდის ტენდეცია შეიმჩნევა. ამ პოლიტიკური შეხედულების წარმომადგენელი პარტიიდან ერთ-ერთი  AfD ანუ გერმანიისათვის ალტერნატიული პარტიაა. მწვანეთა პარტიაში შესუსტება შეიმჩნევა. მან ხმების სერიოზული რაოდენობა დაკარგა. ამის გამო პოპულისტური მიდგომით ანტი მიგრანტული და ანტი თურქული გამონათქვამებით თავის გადარჩენას ცდილობენ. რადგანაც ხალხს ამგვარი გამონათქვამები მოწონს. ჩემის აზრით, ჯემ ოზდემირის მიზანი უფრო მეტი ამომრჩევლის მწვანეთა პარტიიდან AfD-ში გადასვლის ხელის შეშლაა. ამის გამო ერდოღანის საწინააღმდეგო პოზიციას ამჟღავნებს.

კითხვა - თქვენის აზრით, ეს ფაქტი რა ასახვას ჰპოვებს?  

თუ მეცნიერულად შევხედავთ, მიღებული გადაწყვეტილება კატასტროფაა, რადგანაც ამგვარი ფორმით საკითხის მეცნიერული შედეგის მიღწევას ხელს უშლიან. პოლიტიკური კუთხით თუ შევხედავთ, ეს გადაწყვტილება სამარცხვინოა. ამის გამო ერთი ნაწილი მეორე ჯგუფის გარიყვით მოიპოვებს ხმებს. ანუ ხმების დაკარგვის აღსაკვეთად ასეთი პოზიცია მიუღებელია. სწორი საკითხისათვის ნათელის მოფენა იქნებოდა. თურქეთი გერმანიის მნიშვნელოვანი პარტნიორია და ასე დარჩება. ეს გუშინ ასე იყო, დღესაც ასეა და მომავალშიც ასე იქნება. აქ ჯემ ოზდემირისა და ვოლკერ კაუდერის მიერ კანონპროექტისათვის დახარჯული ენერგია რუსეთის, საფრანგეთისა და სომხეთის არქივების გასახსნელად რომ დახარჯულიყო უფრო აზრიანი იქნებოდა.

კითხვა - პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა ბევრჯერ განაცხადა, რომ ეს საკითხი ისტორიკოსებს გამოეკვლიათ. რას იტყვით ამ საკითხზე?

მიღებულ ამ კანონპროექტს ისტორიკოსები ვერ განიხილავენ, რადგანაც გერმანიის ფედერალური პარლამენტი, როგორც ყველა დემოკრატიული პარლამენტი, იმ საკითხებზე იღებს გადაწყვტილებას, რომელიც სწორად მიაჩნია. მაგალითად იუგოსლავიის ომის დროს გერმანიის საჰაერო ძალებმა ნატოს ფარგლებში ქალაქ ბელგრადის დაბომბვის დროს, ფედერალური პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებს მიხედვით ეს თავდასხმა არ შეფასდა. წინააღმდეგ შემთხვევა ანტიკონსტიტუციური იქნებოდა. სახელმწიფო სამართლის კუთხით, იურისტები თანხმდებიან, რომ ეს თავდასხმა იყო. აქ იმის თქმა მინდა, რომ პარლამენტის გადაწყვეტილებაა არასოდეს არის ვალდებული სინამდვილესთან კავშირი ჰქონდეს. მათთვის მთავარი საკუთარი პოლიტიკური შეხედულებებით საკუთარი ნდობის გრძნობის უზრუნველყოფაა.  

კითხვა - რატომ მიმართეს ამ გზას?

აქ საჭიროა ყველა პოლიტიკოსის ფსიქოლოგიის განხილვა. რთულია გაიგო ჭეშმარიტება პოლიტიკოსს რატომ არ აინტერესებს და ძალაუფლების შენარჩუნებასთან დაკავშირებულ ამ ვითარების მიზანი პოლიტიკის კეთებაა. ჩვენი თემა სომხური გენოციდის კანონპროექტია. მე კვლევებში ეს საკითხი ყველა კუთხით გამოვიკვლიე. ამის მეშვეობით თურქეთის ბოლო 200 წლის წარსულიც ვნახე. ევროპაში ყოველთვის უფერო მეტად უარყოფითად იქნა წარმოჩენილი თურქეთი. ეს სურათი მედიის საშუალებით დღემდეა შემორჩენილი. მაგალითად, კანონპროექტის მიღებიდან 2 კვირის შემდეგ გერმანიის საინფორმაციოა არხის N-TV -ს ინტერნეტ გვერდზე ჩემმა კოლეგამ, რომელსაც  ერიხი ჰქვია, საკონცენტრაციო ბანაკებზეც კი ისაუბრა. ვითომდა ამ ბანაკებში სომხები შეუკრებიათ. მოგვიანებით კი ისინი ამ ბანაკებში ამოუხოცავთ. ეს მთლიანდ ისტორიული სიყალბეა. საკონცენტრაციო ბანკებთან დაკავშირებული მტკიცებულება არ არსებობს. ამ პიროვნებას ამ საკონცენტრაციო ბანაკების წყაროების დასახელება ვთხოვე, თუმცა დღემდე მისგან პასუხი არ მიმიღია.

კითხვა - როგორც აღნიშნეთ ამ საკითხის გამოსაკვლევად 10 წელზე მეტი დახარჯეთ. რა აზრის ხართ ამ საკითხზე, როგორია ისტორიული ჭეშმარიტება?

ამ ასპექტში ოსმალეთის იმპერიის მრავალი ადამიანის უფლებები იქნა დარღვეული. ოსმალეთის კანონიერი მემკვიდრე თურქულმა საზოგადოებამ ეს უნდა უცოდეს. სავარაუდოდ 600 ათას - 800 ათას შორის სომეხის მკვლელობაზე საუბრობენ. მაგრამ მე როგორც დასავლელ მეცნიერებს ასვე გერმანიას და მედიას ვადანაშაულებ. დაახლოებით ამავე რაოდენობის მუსლიმის დახოცვაზე არავინ საუბრობს. სომხებმა რუსულ ჯართან ერთად კავკასიაში ამოხოცა ადამიანები. დახოცა აზერბაიჯანელები. ამაზე თურქეთი თვალს ვერ დახუჭავდა. რადგანაც თურქები და აზერბაიჯანელები მოძმე ერები არიან. ამ ოჯახებს მეზობლები, მეგობრები და ნათესავები ჰყავს. ამავე ფორმით, სომხები რუსების მხარდაჭერით, რუსეთის სომხები აღმოსავლეთ ანატოლიის თურქეთის სომხებს შორის შეიპარნენ. ჯერ კიდევ მანამდე სანამ თურქების წინააღმდეგ ბრძოლას დაიწყებდნენ, მათ წინააღმდეგ მწვავე თავდასხმები მოაწყვეს. რუსების სომხებთან ერთად ჩადენილი ეს მკვლელობები თურქების მიერ სომხების წინააღმდეგ ჩადენილ მკვლელობებზე ნაკლები არ არის. რადგანაც აქ პირველი მსოფლიო ომის დროს არსებული შიდა ომის საკითხებია. თუ თემას განვავრცობთ შესაძლებელი იქნება ორ გენოციდზე საუბარი. პირველი სომხებისა და რუსების მიერ აღმოსავლეთ ანატოლიაში მუსლიმების წინააღმდეგ ჩადენილი გენოციდი და ასევე გერმანელი ოფიცრების მიერ ოსმალურ არმიასთან ერთად ჩადენილი სომეხთა გენოციდი. მე პირადად ეს გაზვიადებულად მიმაჩნია. თუ ამ აზრს გავითავისებთ, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ არა ერთი, არამედ ორი გენოციდი მოხდა.

კითხვა- ამ კანონპროექტის მიღებით გამოდის რომ გერმანიამ საკუთარ ფეხში მოიხვედრა ტყია, რადგანაც ისინი დანაშაულის თანამონაწილედ ითვლებიან.

ძირითადად ჩემი პასუხია დიახ. გერმანიის ფედერალური პარლამენტი თუ ამ გენოციდის ბრალდებას აყენებს, მაშინ ესეც უნდა ვიკითხოთ. გერმანელები ამ გენოციდის ვალის გადახდისთვის როგორც ფიქრობენ ამ ჭრილობის მოშუშებას. სინამდვილეში კიდევ ერთი შეკითხვა ასეთი უნდა იყოს. გერმანიის პარლამენტი ნამიბიაში ჰერეროსა და ნამასის საზოგადოებების წინააღმდეგ ჩადენილ გენოციდს რატომ არ აღიარებს. რადგანაც აქ გენოციდი ღია და ნათელია. ჩემი პროფესორი სამხრეთ-დასავლეთ აფრიკაში გენოციდის მმართველი სარდლის ლოტარ ფონ ტროტას ძმისშვილი იყო. მამამისის ბიძა მუდმივად იმაზე საუბრობდა როგორ ჩაიდინეს გენოციდი.  ამ ასპექტში იმისათვის, რომ უფრო აქტიურები ვიტყოთ, უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვეკისრება. ამის გამო მორალურად სუფთა რამის გაკეთება არ გაკეთებაზე არ არის საუბარი. აქ მთავრი საკითხი თურქეთზე მითითება და ცუდ მდგომარეობაში ჩაგდებით ევროკავშირის წევრობის ხელის შეშლაა. ჩემის აზრით, ევროპის მთავარი მოსაზრება ამ მიმართულებისაა. 

კითხვა - როგორ აისახება ეს ვითარება თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობებზე?

ეს ანკარის ქმედებებზეა დამოკიდებული. დღემდე პრეზიდენტმა ერდოღანმა ფრთხილი მიდგომა გამოამჟღავნა. რა თქმა უნდა გაბრაზება გამოხატა. წარმოშობით თურქი გერმანელი დეპუტატის მიმართ სისხლის ტესტირების თაობაზე განცხადებამ უარყოფითი გამოხმაურება გამოიწვა. ჩემის აზრით აქ თარგმანში შეცდომა.  რადგანაც გამოთქმა „ცუდი სისხლიანი“ ორ ნაირად შიძლება შეფასდეს და ადვილია მის მცდარად გადათარგმნა. ზოგიერთმა მედია ორგანომ ეს საკითხი გააშუქა. ამის გარდა ერდოღანი ძალზედ გონივრულად მოიქცა. გერმანიაში თურქეთის ელჩი ანკარაში გამოიძახა და გერმანიის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარა. ეს ის დიპლომატიური ნაბიჯებია, რომელიც უნდა გადაიდგას. ერდოღანს იმის გამოსახატავად, რომ ძალიან გაბრაზებულია უფრო ეფექტური საშუალებები გააჩნია, მაგალითად გერმანიის არმიასთან სამხედრო ხელშეკრულება. ამ საკითხში შესაძლებელია გერმანიის საჰაერო ძალების აღმოსავლეთ ანატოლიაში დაბალი ფრენების უფლების გაუქმება ან ევროკავშირთან მიგრანტთა შეთანხმების გაუქმება. ასეთი საკითხები დარწმუნებულ ვარ ანკარის საგარეო საქმეთა სამინისტროში მაგიდაზე დადებულ საკითხებს შორისაა.

კითხვა - ფიქრობთ თუ არა რომ ამ კანონპროექტს კავშირი აქვს ვიზალიბერალიზაციასთან?

ვფიქრობ, რომ აქ ვიზალიბერალიზაციის საკითხი ევროპაში მთავარია. ზოგიერთი კონსერვატიული ნაწილი თურქეთის ევროკავშირის წევრობის ხელის შესაშლელად ბლომად არგუმენტის მოძიებას ცდილობს. ეს საკითხი დიდი ხანია ევროპას აშინებს. თუ თურქეთს ვიზალიბერალიზაციას მიანიჭებენ შესაძლებელია პირდაპირ ევროკავშირის წევრი გახდნენ.   

კითხვა - თქვენ ამ ფაქტს როგორ უყურებთ?

მე ამ მოსაზრებას არ ვიზიარებ. მე სამი წელი თურქეთში ვცხოვრობდი და საზოგადოების სხვადასხვა წრიდან განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების ადამიანები გავიცანი. ჩემი აზრით, თურქი ადამიანი ბედნიერია თურქეთში ცხოვრებით. არ ვფიქრობ, რომ ადამიანები ჩემოდნებს აიღებენ და გერმანიაში დასახლებიან. რატომ უნდა მოხდეს ასე, გერმანიის ეკონომიკა ხომ უკეთესი არ არის. გარსა ამისა თურქები საკუთარ სამშობლოში, საკუთარ დედაენაზე მუშაობას ანიჭებენ უპირატესობას.

კითხვა - სამომავლოდ როგორ ხედავთ თურქეთსა და ევროპას შორის ურთიერთობებს?

ევროპის მომავალთან დაკავშირებით საჭიროა რაღაც ვაღიაროთ. ან უნდა თქვან, რომ თურქეთთან მჭიდრო მეგობრობა აქვთ და შედეგის მხრივ ღია მოლაპარაკება უნდა აწარმოონ. თურქეთს აქვს იმის პერსპექტივა, რომ ევროკავშირის წევრი გახდეს. ეს ის გზა იქნებოდა, რომელსაც მე ავირჩევდი. ამის ხანგრძლივობა შესაძლოა ცოტა გრძელი იყოს. ან ევროპა თურქეთს გულწრფელად ამას ეტყვის, ჩვენ შესაძლოა მეგობრები ვიყოთ, მაგრამ ერთმანეთს არ შევეფერებით. ჩვენ თქვენი ევროკავშირში ხილვა არ გვინდა. ამგვარად, თურქეთიც თავის გზას აირჩევს და თუ საჭირო გახდება სხვა გაერთიანებაზე მოახდენს ყურადღების კონცენტრირებას. თავის დროზე შანხაის ხუთეული იყო. ამაზე მაშინ უფრო საუბრობდნენ, როდესაც ერდოღანსა და პუტინს შორის კარგი ურთიერთობა იყო. პასუხი რაც არ უნდა იყოს, დიახ თუ არა , თურქეთი იმსახურებს მას კეთილსინდისიერად მოექცნენ.  

კითხვა - რა გამოხმაურება ჰპოვა ამ კანონპროექტმა გერმანულ საზოგადოებაში?

ამგვარ კანონპროექტს გერმანული საზოგადოებისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობა არ აქვს. საკმაო რაოდენობის ინფორმაციის არ მქონე, მაგრამ თავისი მოსაზრების მქონენი, რომლებიც საკითხს ჟურნალ “Der Spiegel” ში ან ფილმ  Arget-ით აკვირდებიან, ისედაც იტყვიან, რომ ეს გენოციდია. ეს საკითხი ისედაც არ მიიქცევს მათ ყურადღებას, ვისაც ეს თემა არ აინტერესებს. მე ყოველთვის უნივერსიტეტის თურქ სტუდენტებთან გერმანელებს მოკლედ ასე ვახასიათებ არც ერთ საკითხზე ცოდნა არ აქვს, მაგრამ ყველა საკითხზე ცოდნა აქვს. ეს გამოთქმა ზუსტი პასუხია თქვენს კითხვაზე. მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციას არ ვფლობთ ამას გენოციდად ვაღიარებთ.  

კითხვა - როგორ აფასებთ სომხების პოზიციას?

საქმე იმაშია, რომელ სომეხს ვგულისხმობთ. ჩემის აზრით, ეს უფრო სომხურ დიასპორასთან დაკავშირებული საკითხია. რა თქმა უნდა, ოფიციალურად სომხეთის სახელმწიფო ითხოვს გენოციდის აღიარებას. მაგრამ ეს სახელმწიფო ფინანსურად საფრანგეთში, შვეიცარიაში, ამერიკასა და არგენტინაშიც კი მცხოვრები დიასპორული ასოციაციებით იკვებება. მე როდესაც ანკარაში ვცხოვრობდი, ქურთულუშის უბანში, სომხები გავიცანი. ისინი საკითხს სრულიად განსხვავებულად უყურებენ. ისინი ამ ვითარებას ორივე მხარის მიერ ერთმანეთისადმი სასტიკად მოპყრობად და ისტორიის შავ ლაქად აფასებენ. მსგავსი განცხადება გააკეთა სტამბოლში სომეხთა პატრიარქის მოვალეობის შემსრულებელმა არამ ათეშიანმაც. მან პრეზიდენტ ერდოღანისათვის მიწერილ წერილში კანონპროეტს შეცდომა უწოდა. ასევე ვფიქრობ მეც. ჩემის აზრით, თურქეთში თურქების გვერდიგვერდ მცხოვრები სომხები ამ ფაქტს მსოფლიოს სხვა ნებისმიერ ადგილზე მცხოვრები ადამიანებისაგან განსხვავებით უფო რეალურად უდგებიან.  

კითხვა - შეგიძლიათ გვიამბოთ რა მოხდა მაშინ?  

საკითხის გამოსაკვლევად უნდა განვსაზღვროთ საწყისი წერტილი. ძირითადად მხოლოდ 1915 წლის მოვლენებს გამოყოფენ. ჩემის აზრით, საკითხი პირველი სომხური რევოლუციური კომიტეტის შექმნიდან, მე-19 საუკუნის ბოლოდან მოყოლებული უნდა გამოვიკვლიოთ. ამ პერიოდში ოსმალეთის იმპერიაში მცხოვრებ უმცირესობებს დამოუკიდებლობისათვის მხარდაჭერა აღმოუჩინეს. ევროპელმა დიდმა ძალებმა ამით ისარგებლეს და გარკვეული ჯგუფები აირჩიეს. ამ სახელმწიფოების მიზანი ოსმალეთის დასუსტება იყო. მაგალითად საფრანგეთმა და რუსეთმა სომხების, საფრანგეთმა და ინგლისმა აქტიურად ქურთებისადმი გამოიჩინეს ყურადღება. რუსები ამავდროულად დაინტერესებას იჩენდნენ ვლახებით, სერბებითა და რუმინელებით. იდგმებოდა ნაბიჯები ყველა რეგიონში უმცირესობების დამოუკიდებლობისაკენ წასახალისებლად. მე-19 საუკუნის ბოლოს სომხური რევოლუციური კომიტეტები სპეციფიურად ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ თავდასხმებზე გადავიდნენ. უპირველესად საკუთარ სომეხ სასულიერო პირებზე განახორციელეს თავდასხმები. ვანში ეპისკოპოსზე, სტამბოლში პატრიარქზე და სულთან აბდულჰამიდ მეროზეც კი განახორცილეს თავდასხმები. თავს დაესხნენ ოსმალურ ბანკს. ეს ტერორისტული აქტები დროთა განმავლობაში გაიზარდა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მაშინ სომხური რევოლუციური ჯგუფები ახალგაზრდა თურქების გვერდით იყვნენ. მათი საერთო მიზანი მონარქიის დანგრევა იყო. დროთა განმავლობაში კი ისინი ახალგაზრდა თურქებს ჩამოშორდნენ და საკუთარი სახელმწიფოს შექმნა მოითხოვეს. რადგანაც რუსეთის მიერ სომხებისათვის მიცემული სიტყვის მიხედვით, დასავლეთ და აღმოსავლეთ სომხების ტერიტორიების გაერთიანდებოდა. მათთვის პირობა ასე ჰქონდათ მიცემული. სწორედ ეს არის მთავარი. სომხებმა მაშინ რუსებს დაუჯერეს. რუსებს რომ დამოუკიდებელი სომხეთის შექმნა შეძლებოდათ მათ ტერიტორიაზე არსებული რეგიონში დამოუკიდებლობა შესაძლოა გამოეცხადებინათ. შემდეგ ასეთივე მოთხოვნა შესაძლოა ოსმალეთის იმპერიისთვისაც წაეყენებინათ. მაგრამ ეს იდეა არასოდეს არსებობდა. რუსების მთავარი მიზანი თბილ ზღვებში ანუ ხმელთაშუა ზღვაზე გასვლა იყო. უკანა პლანზე არსებული სინამდვილე ეს არის. შემდეგ მოვლენები სწრაფად განვითარდა. სომხური დაჯგუფებები თურქ სოფლებს თავს ესხმიან და მუსლიმებს კლავენ. ტყეებსა და ყანებში მომუშავე მამაკაცებს სახლში დაბრუნებისას მოკლული ქალების, ბავშვებისა და მოხუცების ცხედრები დახვდათ სახლში. ამჯერად კი მათ განახორციელეს თავდასხმები უახლოეს სომხურ სოფლებზე და მოკლეს სომხები.  სინამდვილეში სომეხი მეზობლები არაფერ შუაში იყვნენ. მასობრივი მკვლელობა ტერორისტულმა ჯგუფებმა ჩაიდინეს. მაგრამ მაშინდელ პირობებში ეს არ იცოდნენ. მოვლენები ასე გართულდა და მოედო რეგიონს. რადგანაც ევროპელი ძალები ისეთ საკითხებში ჩაერთვნენ, რომლებშიც არ უდნა ჩარეულიყვნენ.

კითხვა - პატ. ჰენრიხ პროგრამის დასრულებამდე თუ გსურთ რამის დამატება?

დიახ, მინდა ერთი მოწოდება გავაკეთო, ჩვენ ასეთი ისტორიული მოვლენების პარლამენტში, მედიაში განხილვას თავი უნდა დავანებოთ. ყველა დაინტერესებულა მხარემ სათანადო ქვეყნები უნდა აიძულონ გახსნან არქივები  მაგრამ დღემდე ეს ვერ მოხერხდა. აქ უმთავრესი ქვეყნები რუსეთი და სომხეთია. ასევე სომხური ფედერაციის არქივები, რომლის ცენტრიც ბოსტონშია. ტერორისტული ჯგუფების არქივები იქ გადაიტანეს. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია. თუ გვსურს ისტორიული მოვლენის შეფასება ეს მეცნიერულად უნდა გავაკეთოთ.

კითხვა -  არის თუა ასეთი მცდელობა?

არა არ არის, ამ თემასთან დაკავშირებით კვლევის პროექტი ისე მცირეა, რომ შეიძლება ვთქვათ არ არსებობს. რომც იყოს ამას თავის თავზე მშვიდობისა და კრიზისების კვლების ცენტრები იღებენ. ისინი კი დეტალებზე მეტად მშვიდობისა და პრობლემის საკითხს იხილავენ. ამას ვხედავთ გერმანიაში ამ საკითხზე მომუშავე მეცნიერების ტექსტებშიც. ძალიან ცოტა იკვლევს არქივებს. ძირითად ერთი მეორისგან ამონარიდებს იღებს და ისე წერენ სტატიებს. მედია საკითხს ასე აღიარებს და მეცნიერთა უმრავლესობა გენოციდის მომხრე განცხადებებს  აკეთებს. მთავარი პრობლემ ეს არის, საკითხს პოლიტიკურ საშუალებად აქცევენ და მას  სენსიტიურობას სძენენ, საჭიროა საკითხს ისევ მეცნიერული სახე მიეცეს.

პატ. ჰენრიხს მადლობას მოვახსენებთ საუბრისთვის და მას წარმატებებს ვუსურვებთ.

 



მსგავსი ინფორმაციები