ახლო აღმოსავლეთი თურქეთის გადასახედიდან 24
ახლო აღმოსავლეთი და რუსეთი
როგორც ცნობილია 1970-იანი წლების ბოლოს აშშ ძალიან დაუახლოვდა ეგვიპტეს, რაც საბოლოო ჯამში ისრაელთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერით დასრულდა. ამ დროს ცივი ომი მიმდინარეობდა და საბჭოთა კავშირი ჯერ ავღანეთის ჭაობში ჩაეფლო, შემდეგ ირანის ისლამური რევოლუციაც მოხდა და მოსკოვი ახლო აღმოსავლეთს შეიძლება ითქვას, რომ მთლიანად გამოემშვიდობა. ასე რომ, 1990-იან წლებში საბჭოთა კავშირი პოლიტიკურ ჩიხში შევიდა, დაიშალა და მისი ზეგავლენა ახლო აღმოსავლეთშიც და მსოფლიოს სხვა რეგიონებშიც ან გაქრა და დასუსტდა, ანდა მთლიანად შეჩერდა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ რუსეთი კუვეიტის დამპყრობი ერაყის საწინააღმდეგო კოალიციაში, რომლის მოთავეც ამერიკა იყო, რიგითი წევრივით შევიდა. რუსეთის ზეგავლენის დასუსტებამ ახლო აღმოსავლეთში, მის საწინააღმდეგოდ ამერიკის ზეგავლენის გაძლიერება-გაღრმავება გამოიწვია
პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მან ახლიდან მიაპყრო თვალი ახლო აღმოსავლეთს და თავის ზეგავლენის აღდგენის მიზნით ახალი გზების ძიება დაიწყო, თუმცა გასულ წლებამდის ვერაფერი ვერ მოახერხა. როცა ესადის ძალებმა მარცხი განიცადეს და ქვეყნის უდიდესი ნაწილი ისლამური სახელმწიფოს და სხვა ოპოზიციური დაჯგუფებების კონტროლ ქვეშ გადავიდა, ესადმა დახმარებისათვის პუტინს მიმართა და მანაც ხელიდან არ გაუშვა რა ეს შესაძლებლობა, თავისი ესკადრილია მიავლინა სირიას. რუსეთს ამ მხივ სამი უპირატესობა გააჩნდა. პირველი ის იყო, რომ მართალია ამერიკას ესადის ხელისუფლებიდან წასვლა უნდოდა, მაგრამ, მისი წასვლის დამჩქარებელი რაიმე ზომები არ მიუღია. მეორე, რუსეთის ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან დაწყებული ღრმა კავშირები ჰქონდა სირიასთან და ახლა მისი აღდგენა ადვილი გახდებოდა, მით უმეტეს, რომ ეს ქვეყანა 2011 წლიდან, ე.ი. სამოქალაქო ომის დაწყებიდან რუსეთისათვის მნიშვნელოვან იარაღის ბაზრად გადაიქცა. მესამე კი სირიის საპორტო ქალაქ ტარტუსის მდგომარეობა იყო, რადგან მოსკოვს ამ ქალაქში ჯერ კიდევ ცივი ომის ეპოქაში სამხედრო-საზღვაო ბაზა გააჩნდა და ახლა მისი მოდერნიზების შესაძლებლობაც ეძლეოდა, რაც საბოლოო ჯამში მისი რეგიონში გავლენის ახლიდან გაძლიერებას გამოიწვევდა. პუტინმა არც აცხელა და ჯერ ტარტუსის ბაზა გააძლიერა, შემდეგ კი 1 სხვა ბაზაც გააშენა რა, ამით რეგიონში თავისი მუდმივი სამხედრო დამკვიდრება ახლიდან ამცნო მსოფლიო საზოგადოებრიობას. ახლა საქმე იქამდე მივიდა, რომ სირიის პრობლემის მოგვარება რუსეთის გარეშე შეუძლებელიც კი გახდა
დიახ, პუტინი ახლიდან გაძლიერებას ცდილობს ახლო აღმოსავლეთში, თუმცა, მისი დასუსტებული ეკონომიკა რამდენად შესძლებს ამას, ჯერ ჯერობით მისი განჭვრეტა შეუძლებელია, რადგან მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასის დაცემა და უკრაინის კრიზისი მოსკოვს არ აძლევს ეკონომიკის ახლიდან გაძლიერების საშუალებას
რუსეთის რეგიონში ახლიდან დამკვიდრებას ხელს უწყობს კიდევ 1 გარემოება. როგორც ცნობილია, 150 მილიონიან რუსეთში 15 მილიონზე მეტი მუსლიმანი ცხოვრობს და ისლამური სახელმწიფოს რიგებში რუსეთიდან გადმოსული ათასობით მუსლიმანიც იბრძვის რა, აქედან გამომდინარე მოსკოვი იძულებულია ახლო აღმოსავლეთში მყარად დამკვიდრდეს. სწორედ ეს გარემოება აიძულებს პუტინს რეგიონის სხვა ქვეყნებთან ურთიერთობების დაახლოებასაც და ირანთან და ისრაელთან უკვე კარგი ურთიერთობები აქვს, ხოლო თურქეთთან კი ეს ურთიერთობები დაარღვია მისი გამანადგურებლის ჩამოგდებამ, თუმცა ექსპერტების აზრით მოსკოვი და ანკარა ცდილობენ ჩატეხილი ურთიერთობების ახლიდან აღდგენას. საბოლოო ჯამში რუსეთი არ ცდილობს ახლო აღმოსავლეთიდან ამერიკის გაგდებას, პირიქით, მასთან და რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობას აღრმავებს ანტიტერორისტულ ერთობლივ ბრძოლაში, რაც იმის მანიშნებელია, რომ რუსეთის ყველა ეს ძალისხმევა კონიუქტურიდან გამომდინარე პრაგმატული მიდგომაა და არა საკუთარ ინტერესებზე გათვალისწინებული შორს გამიზნული პოლიტიკა