თურქეთის ახალი ხედვა:  21/2016

სოციოლოგიას, მეორენაირად, ცვლილების მეცნიერებასაც უწოდებენ

497687
თურქეთის ახალი ხედვა:  21/2016

    თურქეთის ახალი ხედვა:  21/2016

 სოციოლოგიას, მეორენაირად, ცვლილების მეცნიერებასაც უწოდებენ. საზოგადოებრივი ცვლილების დინამიურობა, თითოეული საზოგადოებისთვის სხვანაირია.  იგი განსხვავებულია, ეპოქის და დროის გათვალისწინების მიხედვითაც, მაგრამ ეს ცვლილება მიმდინარეობს განუწყვეტლად.

სოციოლოგები ცვლილების დინამიურობის შესახებ სხვადასხვანაირ პოზიციას გამოთქვამენ. თუმცა ერთნაირად ახდენენ დაკვირვებას რის ცვლილება ხდება და როგორი სახით ხდება იგი. დღევანდელ  ეპოქაში, ცვლილების სფეროში, ყველაზე დიდ გავლენას განიცდის ოჯახი, მის სტრუქტურასა და ფუნქციაში შემავალი საკითხები. მაგალითად, ოჯახის ფუნქციასა და სტრუქტურაში, ყველაზე დიდი ცვლილება მოხდა საბინაო მოთხოვნილებაში.

ამან გამოიწვია ბინების სტრუქტურებში დიდი ცვლილებები. ისტორიის მანძილზე ადამიანების ოცნება ყოფილა ჰქონდეთ თავიანთი მოთხოვნილების შესაბამისი საცხოვრებელი შენობა. მზადყოფნაც გამოუთქვამთ ამისთვის დახარჯონ საკმაო თანხა. 

თურქეთში, სხვა ქვეყნებთან შედარებით, უფრო მეტია იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთაც სურთ ჰქონდეთ საკუთარი საცხოვრებელი ბინა.

ღრმა არის საცხოვრებელი შენობისთვის მიცემული მნიშვნელობაც.   ანადოლიაში ფართოდ არის გავრცელებული ასეთი გამოთქმა:-dünyada mekan, ahrette iman. ე.ი კეთილდღეობისთვის, ამ სააქაო დუნიაში საჭიროა საცხოვრებელი, მეორე, საიქიო დუნიაში კი, სამოთხე.

თურქეთში ამ მოთხოვნის პროვოცირებით, წარმოიქმნა და გრძელდება ინტენსიური ურბანიზაცია. მაგრამ ბინების მზარდმა საჭიროებამ გამოიწვია ისეთი სახიფათო საცხოვრებლების გაშენება, რომლებიც დაუცველები და გაუსაძლისნი იყვნენ მიწისძვრების და მსგავსი რისკების მიმართ.

ამიტომაც, სწორედ ესენი უნდა იყოს გათვალისწინებული თურქეთის ურბანიზაციის პოლიტიკის ჩამოყალიბების დროს.

ადამიანების საცხოვრებელი შენობებით უზრუნველყოფა და არსებული სარისკო, საბინაო ფონდის ან დანგრევა, ან კიდევ გაძლიერება.

ადამიანების საცხოვრებელი ახლებით უზრუნველყოფისთვის არსებობს საჯარო ორგანიზაცია და მასობრივი საბინაო ადმინისტრაცია TOKİ, რომელიც, ხსენებული ორივე სფეროს ირგვლივ მუშაობს. ერთია ადამიანების ბინებით უზრუნველყოფა, მეორეა სარისკო შენობების გარდაქმნა.

ადრე, ადამიანები, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ოცნებით, მზად იყვნენ მთელი სიცოცხლის განმავლობაში მუშაობისთვის. იმიტომ, რომ ბინის ქირა,  საშუალო შემოსავლის მქონე მოსამსახურის ხელფასის ნახევარს უტოლდებოდა. ისე, რომ ოჯახის ბიუჯეტის ყველაზე დიდი ნაწილი ქირაში მიდიოდა. ამ პრობლემის მოგვარება შესძლო ხელისუფალმა სამართლიანობა განვითარების პარტიამ TOKİ-ის, (სოციალური საცხოვრებლის მშენებელი საჯარო ადმინისტრაცია) მეშვეობით. დიდი პროექტებით მოახდინა ხელმისაწვდომ ფასში ძლიერი შენობების გაშენება.

მოსახლეობის ერთი ნაწილი უზრუნველყოფილ იქნა საცხოვრებელი შენობებით. მაგრამ, უფრო მეტს მოელიან TOKİ-გან. მინიმალური მოთხოვნილებების უზრუნველყოფის შემდეგ, საჭირო გახდება ორიგინალური სტრუქტურის შენობების გაშენება, საზოგადოებრივი და კულტურული ღირებულებების შესაბამისი საბინაო პოლიტიკის განვითარება.

საბინაო მშენებლობის ლოგიკა მოითხოვს პოლიტიკის ცვლილებას და ამის შესახებ საზოგადოების ყველა ფენამ, მეცნიერებმა ხალხმა თუ პოლიტიკოსებმა უნდა, გამოთქვან თავიანთი აზრი და მოთხოვნა.

  უკანასკნელად, განსაკუთრებით გვინდა გავამახვილოთ ყურადღება შემდეგ გარემოებაზე.

ყველა კულტურას, სარწმუნოებას, ცივილიზაციას გეოგრაფიას, მისთვის დამახასიათებელი საქალაქო გეგმა და არქიტექტურა გააჩნია.

თურქეთის, რწმენის და კულტურის, ცივილიზაციის შესაბამისი გეგმის შედგენის ირგვლივ, ამჟამად დებატები მიმდინარეობს.

ჩვენი სახელწმიფოც საჭიროებს სხვა საჯაროების მსგავსად, ჩვენთვის დამახასიათებელ საქალაქო გეგმას. ევროპის, განსაკუთრებით, მეთხუთმეტე, მეთექვსმეტე საუკუნის გეომეტრიული გეგმით გაშენებულ შენობებს შურით ვუყურებთ. ჩვენც უნდა გაგვაჩნდეს  და შეგვეძლოს მუსლიმანების შესაბამისი, საცხოვრებლად ვარგისი შენობების გაშენების უნარი.

ეს გახლდათ, კონიის, ქარათაის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, სოციოლოგიის განყოფილების პროფესორის  მაზჰარ ბაღლის შეფასება.

 



მსგავსი ინფორმაციები