თურქეთის კულტურული საგანძური 27/2016

თურქეთის კულტურული საგანძურებიდან, დღეს გაგაცნობთ, ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ანტიკურ ქალაქს ქსანტოსს, იგივე ქსანფს

538782
თურქეთის კულტურული საგანძური 27/2016

თურქეთის კულტურული საგანძური 27/2016

თურქეთის კულტურული საგანძურებიდან, დღეს გაგაცნობთ, ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ანტიკურ ქალაქს ქსანტოსს, იგივე ქსანფს და მისგან ოთხიოდე კმ-ით დაცილებულ რელიგიური ცენტრებიდან ლეტოონს.

მსოფლიოს უძველესი ისტორიის უმსხვილესი ქალაქი ქსანტოსი, მდებარეობს ფეთიჰესგან 40 კმ-ის მოშორებით, მდინარე ეშენის სანაპიროზე.

         იგი, 1988 წელს იქნა შეტანილი იუნესკოს მსოფლიოს  კულტურული საგანძურის სიაში. იგი, დიდი ხნის განმავლობაში ყოფილა ლიკიის სახელმწიფოს დედაქალაქი. მისი მართვა ხდებოდა რეგიონში არსებული, ბერძნული ქალაქ სახელმწიფოებისთვის დამახასიათებელი ისტორიაში ცნობილი პირველი პლურალისტურ-დემოკრატიული სტრუქტურით.    

ქსანტოსის გაშენება მოხდა ჩვ.წაღ-დე 2000 წელზე ადრე. მოსახლეობა ლაპარაკობდა მათთვის დამახასიათებელ ლიკიურ ენაზე, რომელიც ინდო ევრპულ ოჯხში შედის და მხოლოდ იმ რეგიონისთვის არის დამახასიათებელი.

გამორჩეული თავისებურებებით შექმნიან განსხვავებულ კულტურას და ცივილიზაციას. ჰეროდოტეს ცნობით, ლიკიელებმა თავიანთი არმიით, მონაწილეობა მიიღეს ტროას ომშიც. ჩვ.წ.აღ-დე 545 წელში, სპარსეთის ჰეგემონებამდე, ეი. დამოუკიდებლობის პერიოდში, გაშენდება მრავალი ისტორიული და კულტურული ტაძარი. ლიკიის სახელმწიფო, თავს გადამხდარი ალყის დროს, ხალხის მასობრივი თვითმკვლელობით არის ცნობილი. ერთი ასეთი მასობრივი თვითმკვლელობა მოხდება ჩვწ.აღ-დე 450 წელში, სპარსეთის არმიის მხრიდან ქალაქის ალყაში მოქცევის დროს. მცირე რაოდენობის დაცვამ, ერთად მოუყარა თავი ქალებს, ბავშვებს და ერთად მოიკლეს თავი. ქსანტოსელები, რომლებიც ქალაქ გარეთ იყვნენ გასულები, უკან დაბრუნდნენ, ხელახლა გააშენეს ქალაქი და იქ დაიწყეს ცხოვრება. მსგავს მოვლენას ჰქონდა ადგილი 400 წლის შემდეგ, რომის პერიოდში, ბრუტოსის მიერ ქალაქის ალყაში მოქცევის დროს. როცა მიხვდება ქალაქის მოსახლეობა, რომ გარდუვალია მათი დამარცხება, დაანთებენ დიდ კოცონს და შიგ დაიწვავენ თავს. ამის დამნახავი ბრუტოსი ძალიან დამწუხრდება და ჯარისკაცებს უბრძანებს ხელი არ ახლონ მოსახლეობას.

რომის ხელისუფლებაში გადასვლის შემდეგ, ქალაქი, სადაც შენობები ისედაც ელინური და სპარსული არქიტექტურის ტიპის იყო, რომის იერს მიიღებს. რომის პერიოდში გაშენებული ანტიკური თეატრი იყო 5.000 კაციანი. ქრისტიანული სარწმუნოების მიღების შემდეგ, ქალაქში გაშენდება კიდევ რამდენიმე ეკლესია. დღეს, მნახველების ყველაზე დიდ დაინტერესებას იწვევს ანტიკური თეატრი და აგორები. მსგავსი არქიტექტურა გააჩნია ქალაქის სასაფლაოებს. განსაკუთრებით მდიდრების და შეძლებულების სარკოფაგების მოყვანილობის საფლავები, სახლების არქიტექტურით და ბარელიეფებით არის გაშენებული. კარზე კლიტეც კი, აქვს დაკიდებული.

ქსანტოსი მსოფლიოს ეცნობება 1840 წელს, რეგიონში ჩასული ინგლისელი მოგზაურის და არქეოლოგის, სერ ჩარლზ ფელლოვსის მხრიდან.

ინგლისში, მისივე შექმნილი ლობის დახმარებით, თურქეთში არსებულ ისტორიულ ღირსშესანიშნაობებს სამხედრო გემის საშუალებით წაიღებს ინგლისის დედაქალაქ ლონდონში.

ასე მოხდება ქსანტოსის გაძარცვა. იგი ბრიტანეთის მუზეუმის ყველაზე ძვირფას ექსპონატებს შორის იკავებს ადგილს.

მნახველების დიდ აღტაცებას იწვევს მონუმენტური ნერეიდების და ჰარპილერის ტაძრები.

ვისურვებდით წლების წინ, მძარცველი არქეოლოგების მხრიდან გატაცებული ტაძრების, მშობლიურ მიწებზე დაბრუნებას.

ქალაქის რელიგიური ცენტრი ლეტოონის აკროპოლი მდებარეობს ქსანტოსისგან 4 კმ-ით მოშორებით, ხმელთაშუა ზღვის ახლოს. ამ ადგილზე არის რიგი ტაძრები. მათ შორის არის ზევსის მეუღლეებიდან ლეტოს ტაძარი, რომლის სახელთანაც არის დაკავშირებული ქალაქის სახელწოდება და კიდევ რამდენიმე დიდი ტაძარი. არტემისის და აპოლონის ტაძრები, რეგიონის როგორც რელიგიურ, ისე პოლიტიკურ ცენტრადაც მოიხსენიებიან. იქვე ახლოს არის აგორა და ანტიკური თეატრი, რომელიც როგორც ირკვევა ანტიკურ პერიოდში სხვადასხვა მიზნებისთვის ყოფილა გამოყენებული.

ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ, მომხდარა დიდი ეკლესის გაშენებაც. ჩვ.წ.აღვის მეშვიდე საუკუნეში მიტოვებული ლეტოონი და ქსანტოსი იმ ღირსშესანიშნაობად ითვლებიან, რომლის მონახულების სურვილიც აქვთ რეგიონში ჩამსვლელ ტურისტებს. ერთ დღეს, თუ თქვენც მოგიწევთ იმ ადგილებში ჩასვლა, ფეთიჰეს მიმდებარედ არსებულ ქსანტოსის და რელიგიური ცენტრის ლეტოონის მონახულებას ნუ დაივიწყებთ.



მსგავსი ინფორმაციები