თურქული კულტურის ისტორიიდან 20

სალთუკნამე, სარის სალთუკის ლეგენდა

494430
თურქული კულტურის ისტორიიდან 20

               

         დღეს ამ ციკლურ პროგრამაში მე-20 ვხვდებით ერთმანეთს და ამჯერად თურქული ეპიკური ნაწარმოების სალთუკნამეს და მის მთავარ გმირ სარი სალთუკზე გესაუბრებით. ამ ბრძენმა დერვიშმა დიდი წვლილი შეიტანა თურქების ისლამის რელიგიაზე მოქცევაში და ამიტომ მის შესახებ მრავალი ლეგენდა გავრცელდა ანატოლიაში. სხვათაშორის ოსმან ფადიშაჰებს სწორედ სალთუკნამეს პრინციპებზე და გამოცდილებაზე ზრდიდნენ, ამიტომაც მას დიდი ისტორიული და კულტურული დანიშნულება აქვს თურქი ერისათვის. ამ ეპიკურ ნაწარმოებში თვით ლეგენდარულ სალთუკთან ერთად მოიხსენიება იმ ეპოქის მნიშნელოვანი და ისტორიული პირების სახელებიც. ახლა სალთუკისა და სალთუკნამეს შესახებ  მომზადებულ პროგრამას შემოგთავაზებთ, რომელიც მოგვაწოდა ანკარის გაზის სახელობის უნივერსიტეტის ისტორიის კათედრის თანამშრომელმა, დოცენტმა გურაი ქირპიკმა და იგი წერს…

          სარი სალთუკი ალფ ერენლერებიდან წარმოშობილ მებრძოლ თურქმენ დერვიშს წარმოადგენდა. მე-13 საუკუნის წერილობით წყაროებში მისი დაბადება-გარდაცვალების თაობაზე რაიმე ინფორმაცია არ მოიპოვება, თუმცა, ცნობილია, რომ იგი დაახლოებით 1210-1279 წლებში ცხოვრობდა. ოსმანი უფლისწულის ჯემ სულთანის ბრძანებით სალთუკის შესახებ არსებული და ხალხში გავრცელებული ლეგენდები ერთად შეკრიბა ებუ ჰაირი რუმმა და ამ ნაწარმოების მიხედვით სარი სალთუკის ნამდვილი სახელი მეჰმედია. თურქისტანელმა მეცნიერმა და მოაზროვნემ ჰოჯა აჰმედ იასევიმ, რომლის შესახებაც უკვე გესაუბრეთ ამ ციკლური პროგრამის ერთ წინა ნომერში, სალთუკ მეჰმედი ანატოლიაში გააგზავნა, რათა ანატოლიის დაპყრობებში და შემდეგ ევროპის ლაშქრობებშიც მიეღო მონაწილეობა, ხოლო ამის პარალელურად თურქებში ისლამის რელიგიაც უნდა გაევრცელებინა. მეჰმედმაც შეასრულა იასევის ეს თხოვნა და მართლაც გაემგზავრა ანატოლიაში, სადაც პირველ ევროპულ ლაშქრობებშიც მიიღო მონაწილეობა  

         სხვათაშორის ებუ ჰაირ რუმი მთელი 7 წლის განმავლობაში დადიოდა რომ იტყვიან კარდაკარ მთელს ანატოლიაში და სათუთად კრებავდა სარი სალთუკის შესახებ ხალხაში გავრცელებულ ლეგენდებს. ეს ნაწარმოები სადა თურქულ ენაზეა დაწერილი და მისი 6 ეგზემპლარია შემორჩენილი დღემდე, მათგან 1 ნუსხა სტამბოლის თოფკაფის სასახლის მუზეუმშია, 2 ეროვნულ ბიბლიოთეკაში, 1 ქალაქ ბორის ბიბლიოთეკაში, 1 სტამბოლის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში და ერთიც ნეჯათი დემირის კერძო ბიბლიოთეკაში    

          სალთუკნამეში მარტო სარი სალთუკის შესახებ კი არ არის მონაყოლი, არამედ ქრონოლიგიურად არის მოცემული იმ ხანობაში თურქებს შორის ფართოდ გავრცელებული ინფორმაციები სეიტ ბათდალ გაზის, მოლა ნასრედინის, აჰი ევრანის, ჰაჯი ბექთას ველის, აჰეების, ე.ი. ხელოსანთა კავშირების, მონღოლების და ჯვაროსანთა ლაშქრობების, ბიზანტიის, ოქროს ურდოს, ევროპელების, ბაბაილერების, ასევე სხვა თურქული და ისლამური კულტურულ თუ პოლიტიკურ მოვლენათა შესახებ. ამ ნაწარმოებში ცალკე თავია გამოყოფილი ოსმანეთის საიმპერატოროს შექმნის შესახებ და მასში ისეთი ინფორმაციებიც არის თავმოყრილი, რომლებიც არ გვხდება სხვა იმ დროინდელ მატიანეებში და წყაროებში. სალთუკნამეში დეტალურად არის აღწერილი თურქების გამუსლიმების და ამ რელიგიის ბალკანეთში და ევროპაში გავრცელების ამბავიც

         მაგრამ, ყველაზე მეტი ინფორმაციები ამ ნაწარმოებში სარი სალთუკის მხრიდან რელიგიის ანატოლიაში გავრცელების შესახებ არის, რომლის მიხედვითაც სალთუკი სიზმარში ნახულის შემდეგ ერთ ერთ გამოქვაბულში მონახავს სეიტ ბათდალ გაზის ცხენს და შუამავალ მუჰამედის ბიძის, ჰამზას ხმალს და აბჯარს რა, ბრძოლას დაიწყებს ისლამის გავრცელებისათვის. ასე რომ, სარი სალთუკი ხან მებრძოლია, ხან დერვიში, ხანაც რელიგიის პროპაგანდისტი, რომელსაც ბრძოლის ველზეც ვხვდებით, მეჩეთებშიც, ეკლესიებშიც, სასახლეებშიც, ქარვანსარაებშიც და ა.შ. იგი სუნიტური სექტის მიმდევარია და იცავს ჰანეფის მიმდევრობას რა, ამ რწმენას ავრცელებს სხვადასხვა ქვეყნებში, ამიტომაც მას ვხვდებით ანატოლიაში, ყირიმში, სირიაში, ეგვიპტეში, ეთიოპიაში, ბალკანეთში, ინდოეთში, ჩრდილოეთ აფრიკაში, ანდალუზიაში და ა.შ. ამავე ნაწარმოებით სალთუკის ახლო მეგობრებს წარმოადგენენ ჰაჯი ბექთაშ ველი, კარაჯა აჰმედი, მოლა ნასრედინი, მევლანა, თაფდუკ ემრე და სხვა ანატოლიელი მოაზროვნეები 

         სალთუკნამეს ერთ ერთი მოთხრობით სარი სალთუკს ოსმანეთის საბეგოს დამაარსებელი ოსმან გაზი ედირნეში მიუწვევია და აქ მისთვის წელზე ქამრის სარტყელი შემოუკრია, თავზე თეთრი სარტყელი შემოურტყია, კისერზე ლოცვიანი ამულეტი ჩამოუკიდებია, ხმალი და წმინდა წიგნი ყურანი უჩუქებია და მისთვის ასე დაულოცია გზა რა, მთელი თავის მხარდამჭერებისათვის ოსმან გაზის გარშემო შეკრებისაკენ მოუწოდებია. სალთუკი ერთ ერთ ბრძოლაში გმირულად დაცემულა წინასწარ მომზადებულ რამდენიმე კუბოში, მაგრამ, კონკრეტულად არ არის ცნობილი თუ რომელში, ჩაუწვენიათ და სხვადასხვა ქვეყნის მეფეებს თავიანთ ქვეყნებში წაუღიათ მისი ეს ცხედარია და იქ დაუსვენებიათ.  ამიტომაც დღეს მრავალ ქვეყანაში არსებობს მისი საფლავი. თუმცა, მრავალი წყაროს მიხედვით, მას ბოლო წლები რუმინეთის ბაბადაღის დასახლებაში გაუტარებია და აქვე დამარხულა.

          მოკლედ, სალთუკნამე  საინტერესო ინფორმაციებს შეიცავს იმ დროინდელი განათლების, პოლიტიკური მეცნიერების, რელიგიის, სამეცნიერო ენის,  კულტურის, ხელოვნების, ისტორიის, პიროვნებების შესახებ და ამიტომ მისი დეტალური კვლევა დღესაც გრძელდება, წერს ანკარის გაზის სახელობის უნივერსიტეტის ისტორიის კათედრის თანამშრომელი, დოცენტი გურაი ქირპიკი

 

 



მსგავსი ინფორმაციები