თურქეთის კულტურული საგანძური 19/2016

თურქეთის კულტურული საგანძურებიდან, ამ კვირას გაგაცნოთ, კიდევ ერთ მნიშვნელოვან კულტურულ ღირსშესანიშნაობას, ქალაქ-მუზეუმს იზნიკს

489317
თურქეთის კულტურული საგანძური 19/2016

              თურქეთის კულტურული საგანძური 19/2016

         თურქეთის კულტურული საგანძურებიდან, ამ კვირას გაგაცნოთ, კიდევ ერთ მნიშვნელოვან კულტურულ ღირსშესანიშნაობას, ქალაქ-მუზეუმს იზნიკს.

          იგი გაშენებულია მარმარისის რეგიონის ამავე სახელწოდების ტბის აღმოსავლეთ ნაწილში.

დედაქალაქობა გაუწევია როგორც აღმოსავლეთ ბიზანტიის, ისე ანადოლუს სელჯუკების სახელმწიფოსთვის და შეუსრულებია სამოსახლო ცენტრის დანიშნულება.

მნიშვნელოვანია ქრისტიანული ისტორიის თვალსაზრისით. გააჩნია  4500 წლოვანი ისტორია. ქალაქში, ყოველ ნაბიჯზე წააწყდებით, სამოსახლო ცენტრად გადამქცევ სხვადასხვა კულტურების ერთმანეთზე საუკეთესო ექსპონატებს. დიდი ალექსანდრე მაკედონელის სარდლებიდან ლისიმაკოსი, ქალაქს თავისი მეუღლის ნიკეას სახელს დაარქმევს. აქედან მომდინარეობს ქალაქის ახლანდელი სახელი იზნიკიც. უფრო მოგვიანებით ქალაქი გამხდარა რეგიონში მებატონე ბიტინიის სამეფოს ცენტრი. მეფე კონსტანტინეს მხრიდან ქალაქ სტამბოლის გაშენების შემდეგ, სწორედ იზნიკში ჩაეყრება საფუძველი ქრისტიანობის მთავარ იდეებს.

ჩვ.წ.აღ-ის 325 წელში ამ ქალაქში შეიკრიბებიან მსოფლიოს ქრისტიანი ლიდერები და აქ ჩატარდება პირველი საეკლესიო კრება. აქ იქნება მიღებული 4 ბიბლია. შემდგომი 7 დიდი კრების ჩატარებაც  მოხდება იზნიკის აიასოფიაში.

აქ გაიყოფა ქრისტიანული სამყარო ორ ნაწილად. აღმოსავლეთის და დასავლეთის ეკლესიები აქ მოახდენენ პირველად, საეკლესიო პირების დასჯას და მათ განდევნას.

იქ მიღებული კანონი, ნიკეას კანონის სახელით იქნება ცნობილი ქრისტიანულ სამყაროში. 1071 წელს, მალაზგირთის ომში გამარჯვების შემდეგ, ანადოლიაში შევლენ თურქები. 1075-1086 წლებს შორის იზნიკი გახდება მათი პირველი დედაქალაქი.

პირველი ჯვაროსნული ომის შემდეგ, იზნიკი კვლავ ბიზანტიის ხელში გადავა. 1204 წელში, მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის დროს, როცა სტამბოლი ოკუპირებულ იქნება ჯვაროსნების მხრიდან, ანადოლიაში შეიქმნება სხვადასხვა პატარა ბიზანტიური ქალაქი. მათგან ყველაზე ძლიერად ითვლებოდა იზნიკი, რომელიც იმ პერიოდში ბიზანტიის დედაქალაქი გახდება.

კიდევ ერთხელ მოხდება ქალაქის ხან ანადოლიელი სელჯუკების და ხან ბიზანტიელების ხელში მოქცევა.  1328 წელში ქალაქი, კვლავ აღმოჩნდება ოსმანეთის ხელისუფლების ქვეშ.

სხვადასხვა კულტურების მხრიდან შექმნილი, ერთმანეთზე ლამაზი ისტორიული ტაძრებით შემკული ქალაქის გარშემო გაშენდება ქვითკირის კედელი, რომლის დიდი ნაწილი დღემდე კარგად არის შემონახული. ხდება დანგრეული ნაწილების რესტავრაცია.

ქალაქის ქუჩებში სიარულისას, მოულოდნელად შემოგხვდებათ წინ ბიზანტიური ეკლესია, სელჯუკების დროინდელი სამლოცველო, ოსმანური მეჩეთი, ქალაქის ტბის მიმდებარედ არის რომის დროინდელი თეატრი. ის პირველი ადგილი, რომლის მონახულებაც აუცილებელია ქალაქში, ეს არის იზნიკის აიასოფია, რომელსაც მასპინძლობა გაუწევია ქრისტიანობის მეშვიდე კრებისთვის. დღეს იგი მეჩეთის სახით არის გამოყენებული.   იზნიკში თქვენს ყურადღებას მიიპყრობს ოსმანური აბანო, რომელიც ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილშია განთავსებული.  შეგიძლიათ მოინახულოთ მუზეუმი, სადაც ქალაქში აღმოჩენილი ისტორიული ექსპონატებია გამოფენილი. იქვეა ოსმანელი ფადიშაჰის, მურად პირველის პერიოდში გაშენებული მწვანე მეჩეთი, რომელიც გაწყობილია ლამაზი ფილებით და იგი მნიშვნელოვანია ოსმანური არქიტექტურის მარმარილოს კათედრალითაც.

იზნიკი, ამავე დროს არის ოსმანეთის საიმპერატოროს მნიშვნელოვანი ფაიფურის ცენტრი.

1420-იანი წლებიდან მოხდება იქ ნაწარმი ფაიფურის ფილების, ბურსას ჩათვლით, მთელი ოსმანეთის საიმპერატოროს მეჩეთებსა და თურბებში გამოყენება. ფილები არის ცისფერი, წითელი და მწვანე ფერების. სულეიმანიეს მსგავს ფადიშაჰის მეჩეთებში გამოყენებული ფილების წარმოება, ძირითადად მომხდარა იზნიკში და ეს ტრადიციულად გრძელდება დღესაც. თითქმის ყველა ქუჩაზე წააწყდებით ფაიფურის მწარმოებელ ატელიეს. განსაკუთრებით საყურადღებოა საიუვილერიო, პატარა მოცულობის სუვენირები.

იზნიკის ტბის სანაპიროზეა გაშენებული თევზის რესტორანი, რომელიც ზღვისპირა სასადილოს შთაბეჭდილებას ტოვდებს.

შეგიძლიათ გემო გაუსინჯოთ იზნიკელი  მზარეულების დამზადებულ საუცხოო კერძებს. მოიხიბლოთ აქაური ბუნების სილამაზით.

რომაული, ბიზანტიური, თურქული და ოსმანური არქიტექტურის უნიკალური და საუცხოო ტაძრებით, თავის მნახველებს ელის ისტორიული ქალაქი იზნიკი.



მსგავსი ინფორმაციები