თურქეთის კულტურული საგანძური 17. 04.2016

გაგაცნობთ, თურქეთის კულტურული საგანძურებიდან, ისტორიულად მნიშვნელოვან ჰასანქეიფის რეგიონს

482710
თურქეთის კულტურული საგანძური 17. 04.2016

თურქეთის კულტურული საგანძური 17. 04.2016

 დღეს გაგაცნობთ, თურქეთის კულტურული საგანძურებიდან, ისტორიულად მნიშვნელოვან ჰასანქეიფის რეგიონს. ეს გახლავთ სამხრეთ აღმოსავლეთ ანადოლუს ბათმანთან დაკავშირებული სამოსახლო ცენტრი, რომელსაც მდინარე ტიგროსი შუაზე ჰყოფს. საყურადღებოა როგორც თავისი ისტორიული ციხით, ისე ბუნებრივი სილამაზით.

ჰასანქეიფი, 1981 წელში გამოცხადდა ბუნებრივ ნაკრძალად.

მდინარე ტიგროსის მოსახვევ ადგილზე მდებარე ისტორიული ციხე, ანადოლუს მნიშვნელოვან ტურისტულ ცენტრად ითვლება.  იგი, მდინარე ტიგროსზე გაშენებული ილისუს კაშხალის წყლების ქვეშ დარჩენის საშიშროების ქვეშ არის.

თურქეთში ეკოლოგიური შეგნების განვითარება და გარემოს დაცვითი პოლიტიკის გაფართოება, უფრო ზრდის ჰასანქეიფის მნიშვნელობას.

ჰასანქეიფის ისტორიას, ათი ათასობით წელს მოითვლის. იგი ყოფილა, მესოპოტამიის სტრატეგიულად მნიშვნელოვან სავაჭრო გზასაყარზე. მდინარის წყლების გამოყენებისთვისაც ხელსაყრელ ადგილზე მდებარეობას, გაუზრდია მისი სავაჭრო დანიშნულება.  ვაჭრობის შედეგად მიღწეული სიმდიდრე აისახება კეთილდღეობასა და არქიტექტურაზე.

რეგიონი, რომელსაც ისტორიის მანძილზე, გაუწევია მასპინძლობა სხვადასხვა კულტურებისთვის, მე-12, მე-13-ე საუკუნეებში გამხდარა ანადოლიელ სელჯუკებთან დაკავშირებული არტუკიდების დედაქალაქი და ასულა განვითარების უმაღლეს მწვერვალზე.

ამ ეტაპიდან მოხდება მისი ქალაქად გადაქცევა.

მე-13-ე საუკუნეში მონღოლების შემოსევის დროს, დაკარგავს უწინდელ ძლიერებას.

რეგიონს დაეუფლებიან ეგვიპტელი ეიუბილერები, ირანთან დაკავშირებული აქკოუნლარები და სეფევიდები.

მას მიჰყვება ოსმანელთა ბატონობა. ქალაქს, მდინარე ტიგროსის სანაპიროზე გააჩნია მღვიმის სახლები, რომლის მოპირდაპირე მხარეს, კლდეების მაღლობზეა გაშენებული ჰასანქეიფის ციხე.

ზოგიერთი ისტორიული ტაძრის გამოკლებით, განადგურებულია ციხის სხვადასხვა ადგილები. მიუხედავად ამისა, ბუიუქ სარაიში, ჯერ კიდევ მრავალი რამ არის საინტერესო სანახავი.

სხვა ისტორიული ტაძრების გამომზეურების მიზნით გრძელდება არქეოლოგიური გათხრები.

ციხიდან, მდინარე ტიგროსის მოსახვევთან არსებული ღრმა ხეობისკენ გადახედვისას, უფრო აშკარად შეიძლება აქაური პეიზაჟის სილამაზის დანახვა.

მოპირდაპირე მხარეზეა, ნახევრად დანგრეული ისტორიული ხიდი და ყველაზე საუცხოო ისტორიული ტაძარი ზეინალ ბეის სამლოცველო. იგი ეკუთვნის, ოთლუქბელის ომში, ოსმანეთთან დამარცხებული აქკოიუნლარების ფადიშაჰის, უზუნ ჰასანის ვაჟიშვილს ზეინალ ბეგს.

სამლოცველოს ამშვენებს საუცხოო ფაიფურის ფილები.

ისტორიული ციხის ქვემოთ გაშენებულ სასადილოში, შეგიძლიათ მიირთვათ მდინარის თევზის სხვადასხვანაირი კერძები.

გრძელდება სამუშაოები, მსოფლიო მასშტაბით ცნობილ ჰასანქეიფში, ილუსუს კაშხალის წყლების  ქვეშ დარჩენის საშიშროების თავიდან ასაცილებლად და ისტორიული ღირსშესანიშნაობების სხვაგან გადასატანად.

ერთის მხრივ საუცხოო ისტორიული ტაძრები, მეორეს მხრივ იქაური ხალხის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისადმი მიმართული კაშხალის სამუშაოები და გამოჩენილია მცდელობა გამოინახოს შუალედური გამოსავალი.  კაშხალის წყლის დონის, საჭიროებაზე ნაკლებ დონეზე შენარჩუნებით შესაძლებელი გახდება ისტორიული ტაძრების წყლის ქვეშ დარჩენისგან გამოხსნა.

მსმენელებს, ვიწვევთ, ჰასანქეიფის ისტორიული ღირსშესანიშნაობების მოსანახულებლად.

 



მსგავსი ინფორმაციები