თურქული კულტურის ისტორიიდან 16

ჰაჯი ბაირამ ველი

479308
თურქული კულტურის ისტორიიდან 16

ცნობილი თურქი სუფისტი მეცნიერი და ანკარაში ხელოსანთა ამქრის დამაარსებელი ჰაჯი ბაირამ ველი ანატოლიაში მე-14 საუკუნეში, ე.ი. ჯერ საბეგოების და შემდეგ ახლად შექმნილი ოსმანური სახელმწიფოს პერიოდში ცხოვრობდა. მისი ნამდვილი სახელი ნუმანი იყო და იგი 1340-1350 წლებს შორის ანკარის მახლობელ ზულფასოლში დაიბადა და სწორედ ამ სოფელში მარხია დედამისი. ის სავარაუდო ბინა ზულფასოლში, რომელშიც ჩვენი დღევანდელი გადაცემის გმირი დაიბადა, სოფლის მთავარი მეჩეთის მახლობლად მდებარეობს და დღეს ჰაჯი ბაირამ ველის სახლ-მუზეუმს წარმოადგენს. ახლა ჰაჯი ბაირამ ველის შესახებ  მომზადებულ პროგრამას შემოგთავაზებთ, რომელიც მოგვაწოდა ანკარის გაზის სახელობის უნივერსიტეტის ისტორიის კათედრის თანამშრომელმა, დოცენტმა გურაი ქირპიკმა და იგი წერს…

             ჰაჯი ველის ბაირამის ზედმეტსახელი უბოძა იმ დროის განთქმულმა შეიხმა ჰამიდუდინ აქსარაიმ, რომელსაც თურქები სომუნჯუ ბაბასაც ეძახიან. ჰაჯი ბაირამ ველის თავისზე უმცროსი ორი ძმა ჰყავდა, საფიუდდინი და აბდალ მურადი. ამ უკანასკნელის საფლავი ჩანქირის ოლქის ელდივანის რაიონის სოფელ სეიდიქოიში აღმოაჩინეს და მასზე დღეს აკლდამა არის აღმართული. თვით ჰაჯი ბაირამ ველის 8 შვილი ჰყავდა, აქედან 5 ვაჟი და 3 ქალიშვილი რა, მათი შთამომავლები დღესაც უმეტესწილად ანკარასა და მის მიდამოებში ცხოვრობენ. მის ვაჟებს შორის ყველაზე განთქმული აჰმედ ბაბა იყო, რომელიც შეიხიანკარაში მოქმედი ფირ ევის სახელწოდების სექტის შეიხი ყოფილა. მის ქალიშვილებს შორის კი ჰაირუნისსა ჰათუნი ყოფილა განთქმული და მას რამდენიმე ლიტერატურული ნაწარმოებები აქვს დღემდე დარჩენილი. მისი მეუღლე ეშრეფოღლუ რუმიც იმხანად ცნობილი პოეტი ყოფილა 

ანკარა და მისი მიდამოები 1354 წელს, ე.ი.  ჰაჯი ბაირამ ველის პატარაობისას, ოსმანმა სულთანმა ორჰან გაზიმ შეუერთა ოსმანურ მიწებს. ანკარა ამ დროს ანატოლიური ბეილერბეგის ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენდა.  ჰაჯი ბაირამ ველიმ ბავშვობა ანკარაში გაატარა და სწორედ ანკარა წარმოადგენდა ხელოსნური ამქრული გაერთიანებების ერთ ერთ მძლავრ ცენტრს და სწორედ ანკარაში ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ ხელოსნური გაერთიანებების ყველაზე მეტი ხელმძღვანელები, რომელთა შორის შეიძლება დავასახელოთ აჰი მაჰმუდის, აჰი იაკუბის, აჰი ელვანის, აჰი ჰუსამის, აჰი მურადის სახელები. 1470-იან წლებში, ე.ი. ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა ჰაჯი ბაირამ ველი კი ანკარის მელიქე ჰატუნის სახელობის მედრესეში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა

1560 წელს ჰაჯი ბაირამ ველის საფლავი მოინახულა ცნობილმა თურქმა მოგზაურმა და ისტორიკოსმა ევლია ჩელებიმ, რომელიც წერს, რომ ჰაჯი ველის საფლავზე თურბე, ე.ი. აკლდამა არის დაშენებულიო და იქ სალოცავად დადიანო. როცა ოსმანი სულთანი ილდირიმ ბეაზიდი ანკარის მიდამოებში მოსულა, მის დამხვედრთა შორის ყოფილა ჰაჯი ბაირამ ველი და სულთანს მისთვის სასახლის დაცვის უფროსობა მიუნიჭებია. მაგრამ, როგორც ცნობილია, 1402 წელს ანკარის ბრძოლაში ოსმანები მონღოლებთან დამარცხდნენ და  ჰაჯი ბაირამ ველი თავის მოძღვარ სომუნჯუ ბაბასთან ერთად ჯერ ბურსაში გადასახლებულა, შემდეგ კი ადანის მახლობელ სოფელში. აქ წაკითხული ქადაგებების და მისტიკური ფილოსოფიური ნაწარმოებების დაწერის შემდეგ კვლავ ანკარაში დაბრუნებულა და გაუგრძელებია მედრესეში პედაგოგობა. მის მოსწავლეებს შორის ყველაზე განთქმული გახდება აქშემსეტტინი, რომელიც თავის მხრივ სტამბოლის დამპყრობი სულთნის, მეჰმეტ მეორის მოძღვარი გახდება. სუფისტი მეცნიერი და დიდი თურქი მოძღვარი  ჰაჯი ბაირამ ველი 1430 წელს ანკარაში გარდაიცვლება და მისი გარდაცვალების შემდეგ მის სახელზე აგებული მეჩეთი ანკარაში სუფისტური სკოლის ცენტრთაგანი გახდება რა, დღესაც ერთ ერთ ყველაზე პოპულარულ სალოცავს წარმოადგენს, წერს ანკარის გაზის სახელობის უნივერსიტეტის ისტორიის კათედრის თანამშრომელი, დოცენტი გურაი ქირპიკი 

 



მსგავსი ინფორმაციები