ახლო აღმოსავლეთი თურქეთის გადასახედიდან 16

თურქეთ-საუდის არაბეთის დაახლოება

479298
ახლო აღმოსავლეთი თურქეთის გადასახედიდან 16

 

ერდოღანის მიწვევით თურქეთს ესტუმრა საუდის არაბეთის მეფე სელმან ბინ აბდულაზიზი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ასევე სტამბოლში ჩატარებულ ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტში. პირისპირი შეხვედრის დასრულების შემდეგ ერდოღანმა თურქეთის სახელმწიფო ორდენით დააჯილდოვა მეფე სელმანი. შეიძლება ითქვას, რომ სალმანის მეფედ გახდომის შემდეგ თურქეთ-საუდის არაბეთის დაახლოება კიდევ უფრო დაჩქარდა და გაღრმავდა. ამ ორ სახელმწიფოს შორის ყოველთვის კარგი და მეგობრული ურთიერთობები სუფევდა და ეს გაგრძელდა 2013 წელს ეგვიპტეში სამხედრო გადატრიალებამდე. ანკარამ მკაცრი უარყოფითი რეაქცია გამოხატა სისის სამხედრო ხუნტის მიმართ, რომელმაც დემოკრატიული არჩევნებით ეგვიპტის ახალ პრეზიდენტად არჩეული მურსის ხელისუფლება დაამხო, სამაგიეროდ სისის გვერდზე დადგა საუდის არაბეთი და მას ფინანსური დახმარებაც კი გაუწია, რამაც გააცივა ურთიერთობები ანკარასა და რიადს შორის.

სელმანის მეფედ გახდომის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა და კონფრონტაცია თანამშრომლობით შეიცვალა რა, დღეს ეს ორი სახელმწიფო რეგიონალურ სტრატეგიულ პარტნიორებს და მოკავშირეებს წარმოადგენენ. აქ შეიძლება ლოგიკური კითხვა დაისვას. რატომ არის დღეს ამ ქვეყნების ურთიერთობები ასეთ მაღალ დონეზე. ეს მდგომარეობა რა თქმა უნდა არ შეიძლება მარტო სელმანის ფაქტორს მიეწეროს. აქ საყურადღებოა ასევე ორი ქვეყანის ინტერესთა თანხვედრა და ამ ინტერესების განხორციელებისათვის გამოჩენილი მცდელობები, რასაც ანკარაც და რიადიც თანმიმდევრულად და მიზანმიმართულად ახორციელებენ. ამ ინტერესებს შორის პირველ ადგილზე დგას ის, რომ ორივე ქვეყანას არ უნდა რეგიონალურ პრობლემებში დასავლეთის ჩართვა, რის გამოც ისინი დისკომფორტს განიცდიან და აღარ ენდობიან არც ევროპელებს და არც ამერიკელებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ანკარა და რიადი იემენში, სირიასა და ერაყში მიმდინარე მოვლენებს ერთი ჭრილიდან და ერთი პრიზმიდან ხედავენ. მეორე, ორივე ქვეყანა შეშფოთებულია რეგიონში ირანის გავლენის გაზრდით და ამ მდგომარეობის თურქეთისა და საუდის არაბეთის სასარგებლოდაც დაბალანსებას მოითხოვენ. მესამე, ორივე ქვეყანას უსიამოვნებას ანიჭებს ისეთი ტრანსნაციონალური ტერ ორგანიზაციების, როგორებიც არიან ისლამური სახელმწიფო, ელ-ნუსრა და სხვა რადიკალური ისლამური ორგანიზაციების გააქტიურება რა, მათ წინააღმდეგ მხოლოდ რეგიონალური ქვეყნების ჩართვას უჭერენ მხარს. და რაც მთავარია, ანკარას და რიადს კარგად ესმით, რომ ყველანაირი ძალადობა, ჩადენილი რადიკალისტების მხრიდან, დასავლეთში ისლამთან გაიგივებას უწყობს ხელს

         ისე კი საუდის არაბეთსა და ირანს შორის უთანხმოება 1979 წლის, ე.ი. ისლამური რევოლუციიდან იწყება, როცა ამ რევოლუციის შემდეგ თეირანმა რეგიონალური გეოპოლიტიკური თამაშის სტარტით არაბულ სამყაროსთან ცივი ომის დაწყებას დაუდო სათავე. ეს კი თეირანმა შესძლო იდეოლოგიური პოლიტიკით, რის კვალდაკვალ სპარსეთის ყურის ქვეყნებში და ერაყში ირანის ამბიციები მუქარად აღიქვეს. ეს შიში მალე რეალობაში გადაიზარდა, რადგან 1980 წელს ერაყთან 8 წლიანი ომი დაიწყო ირანმა და ამ ომის დროს სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნები ერაყის გვერდზე იდგნენ

         ორ მხარეს შორის მეორე შეხების წერტილი 2003 წელს მოხდა, როცა ამერიკა ერაყში შეიჭრა. ამან ირანის პოზიციები კიდევ უფრო გაამყარა და მან საუდის არაბეთის რეგიონალური ლიდერობა ირანის სასარგებლოდ შესცვალა, რადგან ერაყის სათავეში მოსულმა შიიტმა ხელისუფლებამ სუნიტური საუდის არაბეთის ნაცვლად შიიტურ ირანთან დაახლოება ამჯობინა

         თეირანსა და რიადს შორის რეგიონში პოლიტიკურ ძალთა ბრძოლაში ახალი მდგომარეობა დაფიქსირდა ე.წ. არაბული გაზაფხულის პერიოდში და მის მომდევნო პერიოდში რა, ორივე სახელმწიფო ირიბად თუ პირდაპირ ჩაერთო იემენში, ბაჰრეინში და სირიაში მიმდინარე მოვლენებში და შედეგად მათ შორის კონკურენციამ პიკს მიაღწია. რადგან, დასავლეთის მხრიდან ირანზე დაწესებული ეკონომიკური სანქციების გაუქმების შემდეგ თეირანი ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ მებრძოლ, ე.ი.  რუსეთის, ერაყისა და ამერიკის გვერდზე დადგა, რამაც კიდევ უფრო გაზარდა თეირანის რეგიონალური ძალა, რაც თავისთავად კვლავ არ სიამოვნებს რიადს. სამაგიეროდ ამ უკანასკნელის მხარეზე დადგა კიდევ ერთი რეგიონალური მოთამაშე თურქეთი, რომელმაც დაივიწყა საუდის არაბეთის მიდგომა ეგვიპტესთან და დაიწყო ურთიერთობების დათბობა, რაც 2015 წლის დეკემბერში ხელმოწერილი შეთანხმებით სტრატეგიულ პარტნიორობაში გადაიზარდა. უფრო მეტიც, ანკარა და რიადი ცდილობენ შექმნან ნატოს მსგავსი ისლამური სახელმწიფოებისგან შემდგარი სამხედრო ორგანიზაცია, რაც კიდევ ერთი თანხვედრაა მათი ინტერესებისა. მოკლედ, თუ ეს ორი ქვეყანა გააგრძელებენ ახლო ურთიერთთანამშრომლობას რეგიონალურ საკითხებში, მაშინ, შეიძლება ახლო აღმოსავლეთში მრავალი პრობლემა გადაიჭრას 



მსგავსი ინფორმაციები