თურქეთის ახალი ხედვა: 17/ 2016

თურქეთში, პოლიტიკური დებატების ერთ-ერთი მთავარი თემა გახლავთ სოციალური პოლიტიკა

475560
თურქეთის ახალი ხედვა: 17/ 2016

თურქეთის ახალი ხედვა: 17/ 2016

თურქეთში, პოლიტიკური დებატების ერთ-ერთი მთავარი თემა გახლავთ სოციალური პოლიტიკა.

არ არის დასამალი, რომ თანამედროვე მსოფლიოს საზოგადოებრივ პრობლემად ითვლება შემოსავლის განაწილებაში არსებული უსამართლობა. ფენებს შორის შემოსავლის სხვაობის დაფარვის მიზნით, მთელ მსოფლიოში უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს სოციალური პოლიტიკა.

სოციალური პოლიტიკის საფუძველზე, გაჭირვებულ და გამოუვალ მდგომარეობაში მყოფების დაცვა ხდება განვითარებული პროექტების მეშვეობით. დღეს, სახელმწიფოების ცხოვრების დონის განსაზღვრა ხდება და წარმართული სოციალური პოლიტიკებით.

ევროპულ ქვეყნებს, სხვა სახელმწიფოებთან შედარებით, მიმზიდველად ხდის სოციალური სახელმწიფოებრიობა.

სახელმწიფოს ძირითად მოვალეობად ითვლება სოციალური უსაფრთხოებიდან სიბერის დანახარჯის, საკვები პროდუქტით დახმარების, საწვავის დაკმაყოფილების ჩათვლით, სიღარიბის ზღვარზე მყოფების მოთხოვნილების დაკმაყოფილება. ამ სფეროში თურქეთმა უკანასკნელ პერიოდში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოახდინა. ერთ-ერთ მთავარს წარმოადგენს სამედიცინო მომსახურების სფეროში ჩატარებული რეფორმები.

სოციალური დახმარების მიზნით, სისტემატიურად ხდება ბიუჯეტიდან გამოყოფილი წილის ზრდა.

თუმცა, ამასთან ერთად, ზოგჯერ სოციალური დანახარჯების ფარგლებში, სოციალური დახმარებისთვის გამოყოფილი თანხის ზრდა, გაგებულია, როგორც სიღარიბის გაფართოება, და სიღარიბის ზრდა.

ამ დროს კი სოციალური დახმარების უპირველეს მიზანს წარმოადგენს გაჭირვებულების, განსხვავებული მოთხოვნებით გამოწვეული, დარღვეული უფლებების მოწესრიგება და სიღარიბის შემცირება.

სოციალური უზრუნველყოფის და სოციალური დაცვის უფლებები, რომელიც დღეს სადავოდ არ ითვლება ევროპის სახელმწიფოებში, თურქეთის დღის წესრიგში ჩადგა 2002 წლის შემდეგ. ამის მთავრი მიზეზი გახლდათ, წარსულის ეკონომიკაში, არსებული მძიმე მდგომარეობა.

ეკონომიკის გაუმჯობესებით მოხდა საზოგადოების ყველა ფენაში სოციალური დაცვა და სხვადასხვა დახმარებებით მომსახურება. დღეს ხდება პირობითი ფულადი დახმარების მიცემა ახალგაზრდების განათლებისთვის, ახალშობილი ჩვილებისთვის სამედიცინო, მოხუცების მოსავლელად, ქვრივი ქალებისთვის, გაჭირვებულების კვებისთვის, საწვავისთვის, თავშესაფრისთვის დახმარება და სხვა.

უფრო ადრე, ეკონომიკური კრიზისის პერიოდში, ის პირველი სფერო, სადაც შემცირება მოხდა, გახლდათ სოციალური დანახარჯები, რომელიც სინამდვილეში არც იყო. სამწუხაროდ, ამ მდგომარეობამ საზოგადოებაში გამოიწვია რისკის ზრდა. ამ დროს კი, 2008 წლის გლობალური ეკონომიკური კრიზისის დროს, თურქეთმა მოახდინა სოციალური დაცვის ფულადი სახსრების არა შემცირება, არამედ, პირიქით, ევროკავშირის სახელმწიფოებისგან განსხვავებით, უფრო ზრდა. ამან შეამცირა ეკონომიკური კრიზისის ზეგავლენა, შეფერხება შეუქმნა შესაძლო სოციალურ რისკს და სოციალური მდგომარეობის გაუარესებას, არ იქონია ზეგავლენა ეკონომიკის დინამიურობაზე.

ამავე სახით ხდება სიღარიბის შემცირების, გაჭირვებულების სწავლების, ჯანმრთელობის, კვების, თავშესაფრის მსგავსი მოთხოვნილებების აღმოფხვრისადმი მიმართული სოციალური დახმარების, ზოგიერთი ოჯახების და ინდივიდების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩასართველად დახმარებების მიწოდება.

სოციალური უზრუნველყოფა და სოციალური სახელმწიფოს თემა, დღეს ყველაზე საკამათო საკითხად ითვლება თურქეთში. სახელმწიფოს სიძლიერის და სამართლიანობის განმსაზღვრელი, ძირითადი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს წარმოადგენს სოციალური პოლიტიკა.

თურქეთში, აღორძინება განვითარების პარტიის პერიოდშიც, სოციალური უზრუნველყოფის საკითხია ყველაზე საკამათო. ამ საკითხისადმი წინააღმდეგობის გამომთქმელები ფიქრობენ, რომ ხდება ადამიანებში წყალობის კულტურული ჩვევის დანერგვა. ხშირ შემთხვევაში კი, აღნიშნავენ, რომ სწორედ დახმარება ხდება ადამიანების პოლიტიკური არჩევანის გამოცვლის საბაბიც.

ამ დროს კი, ეს არის თურქეთის, ევროპის სტანდარტებზე და „სოციალურ სახელმწიფოდ“ გადაქცევის გზაზე წარმართული ერთ-ერთი ნაბიჯი. უფრო სწორად კი, ჩვენ ვცხოვრობთ, იმ ეტაპში, როცა პირველად ხდება კონსტიტუციის მეორე მუხლით გათვალისწინებული „სოციალური სახელმწიფოს“ პრინციპების შევსება.

2002 წელში, ხელისუფლებაში მოსული აღორძინება განვითარების პარტიის პერიოდში, დაახლოებით, 12 წლის განმავლობაში, საზოგადოების ყველა ფენაში მოხდა სოციალური უზრუნველყოფის სერიოზული ტრანსფორმაცია.

აღორძინება განვითარების პარტიის ხელისუფლების დროს, 2002 -2015 წლებს შორის სოციალური დახმარებისთვის დაიხარჯა სულ 165 მილიარდი თურქული ლირა, რომელიც უტოლდება 60 მილიარდ დოლარს.

2001 წელს ბიუჯეტიდან გამოყოფილი წილი უტოლდება 1,15 %-ს, 2015 წელში იგი გახდა 4,80 %-ი.

ეს გახლდათ, კონიის, ქარათაის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, სოციოლოგიის განყოფილების პროფესორის მაზჰარ ბაღლის შეფასება.



მსგავსი ინფორმაციები