თურქული კულტურის ისტორიიდან 15 13.04.16
შეჰიტ უმურ გაზი
მე-14 საუკუნის ცნობილმა თურქმა სარდალმა უმურ გაზიმ ყველაზე მეტად თავი იმით გამოიჩინა, რომ სწორედ მისმა მეომრებმა დაიპყრეს ანატოლიაში ქალაქი იზმირი და მისი მიდამოები. იგი 1309 წელს ბირგიში დაიბადა. მამამისი მეჰმეტ ბეი თურქეთის ისტორიაში შევიდა როგორც ანატოლიაში აიდინოღულლარების სახანოს შემქმნელი. მისი ვაჟი, უმურ გაზი ვეტერანი მეზღვაურიც იყო ქვეითთა სარდალიც, ამიტომ გაზის, ე.ი. ვეტერანსაც ეძახოდნენ და ფაშასაც, ე.ი. გენერალსაც. მე-14 საუკუნის მეორე მეოთხედში მისი სახელი ყველაზე ხშირად მოიხსენიება მებრძოლ ბეგებს შორის. ახლა უმურ გაზის შესახებმომზადებულ პროგრამას შემოგთავაზებთ, რომელიც მოგვაწოდა ანკარის გაზის სახელობის უნივერსიტეტის ისტორიის კათედრის თანამშრომელმა, დოცენტმა გურაი ქირპიკმა და იგი წერს…
უმურ გაზის სამხედრო ქვედანაყოფებმა ანატოლიაში პირველებმა გაილაშქრეს იზმირისკენ და პირველსავე მცდელობაზე დაიპყრეს იზმირიც და მისი მიმდებარე ტერიტორიებიც. ბრძოლების დროს მას მრავალი ჭრილობები ჰქონდა მიღებული და ამიტომ გაზის, ე.ი. ვეტერანს ეძახოდნენ. მან ზღვაოსნობაც იცოდა და ამიტომ იზმირის მახლობელ ბოზჯაადას კუნძულზე ლაშქრობისათვის, როცა იგი ჯერ კიდევ აიდინოღულლარების უფლისწულად ითვლებოდა, მან 7 პატარა გემთან ერთად ერთი დიდი სამხედრო გალერიც გააშენებინა, რომელსაც “გაზი“ შეარქვა. მის ლაშქრობა ბოზჯაადას კუნძულზე გამარჯვებით დასრულდა ახლა ეგეოსის ზღვაში მდებარე სხვა ბერძნული კუნძულების დაპყრობასაც გადაწყვეტს რა, ამ მიზნით ფლოტის გაძლიერება-გაზრდას დაიწყებს. როცა მისი საზღვაო ფლოტის რაოდენობა 28 გემი გახდება და კიდევ 22 გემით კი მისივე ძმა, ეფეს-სელჩუკის საბეგოს ბეგი ჰიზირ გაზი დაეხმარება, საქიზის სახელწოდების დიდი კუნძულის დალაშქვრას დაიწყებს, რადგან, აქ საზღვაო მეკობრეები ბუდობდნენ და ისინი შიშის ზარს სცემდნენ გამვლელ-გამომვლელ სავაჭრო გემებს. სხვათა შორის საქიზის ალყაში მონაწილეობას იღებდა უმურ გაზის კიდევ ერთი უმცროსი ძმა იბრაჰიმიც და ორ კვირიანი ალყის შემდეგ ეს კუნძულიც აიღეს. ახლა მათ გზა ხსნილი ჰქონდათ დარდანელის სრუტისკენ და ამ მიზნით ჯერ გალიპოლის ნახევარკუნძული დაიპყრეს. ამ გამარჯვების შემდეგ უმურ გაზიმ კიდევ უფრო გაზარდა საზღვაო ფლოტი და სამხედრო გემების რაოდენობა 250-მდე გაზარდა, რაც უკვე სერიოზული ციფრი იყო და შეეძლო ვენეციელი და გენუელი ფლოტებისათვის დაერტყა. 1333 წელს უმურ გაზიმ იფსარა და ეგრიბოზა დაიპყრო და მის მისალოცად შუა ანატოლიიდან ჩამოვიდა მამამისი მეჰმეტ ბეი, რომელიც მომდევნო, 1334 წელს იზმირში ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვლება და აიდინოღულლარების ბეგი 25 წლის უმურ გაზი გახდება
ამ დროს კუნძული მიდილლი და სანაპირო ქალაქ ფოჩას მიდამოები გენუელების ხელში იყო და მათ წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლისათვის უმურ გაზიმ და ბიზანტიის იმპერატორმა ანდრონიკოსმა მოკავშირეობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ამ შეთანხმებით ფოჩა ბიზანტიას უნდა რგებოდა. უმურ გაზი ბიზანტიას დაეხმარა ასევე ათენის ანტიბიზანტიური აჯანყების ჩახშობაშიც. ანდრონიკოსის გარდაცვალების შემდეგ ბიზანტიაში ტახტისათვის ბრძოლები დაიწყეს უფლისწულებმა და უმურ გაზი კანტაკუზენოსის გვერდზე დადგა. ეს კი არ მოეწონა ბიზანტიის დედოფალ ანნას და მან ვენეციელი, გენუელი, როდოსელი და კვიპროსელი რაინდები უმურ გაზის წინააღმდეგ ააჯანყა. უმურ გაზის ფლოტი მარცხის პირას იყო, რომ სარუჰან ბეის შუამავლობით რაინდთა კავშირთან ზავს მოეწერა ხელი და იზმირის ნახევარი უმურ გაზის ხელში დარჩა, ნახევარი კი რაინდების. როცა უმურ ბეიმ კანტაკუზენის მტრები მეორედ დაამარცხა და იზმირში დაბრუნდა, გადაწყვიტა რაინდთა ხელთ არსებული იზმირის დაპყრობა და ამ მიზნით ალყა შემოარტყა იზმირის ციხე სიმაგრეს. ამ დროს როდოსელმა რაინდებმა პატიება სთხოვეს უმრ გაზსი და როცა ისინი რომის პაპმაც შეიწყალა, უმურ ბეიმ ისინი გაათავისუფლა, მაგრამ, იზმირის ალყა განაგრძო. ერთ ერთი შეტევის დროს უმურ გაზის მტრის ნასროლი ისრით განიგმირა და ამ დროს იგი 39 წლის იყო. იგი დაბადების ადგილზე, ბირგაში მამის საფლავის გვერდით დამარხეს და შემდეგ მასზე თურბე გააშენეს, წერს ანკარის გაზის სახელობის უნივერსიტეტის ისტორიის კათედრის თანამშრომელი, დოცენტი გურაი ქირპიკი