თურქეთის ახალი ხედვა: 15/ 2016

თურქეთი, ევროპული იყო, მაგრამ დასავლეთ ევროპის სახელმწიფოების მსგავსად არ იყო განვითარებული

471716
თურქეთის ახალი ხედვა: 15/ 2016

თურქეთის ახალი ხედვა: 15/ 2016

თურქეთი, თავის თაობის ჩამორჩენილ სახელმწიფოდ ითვლებოდა. ევროპული იყო, მაგრამ დასავლეთ ევროპის სახელმწიფოების მსგავსად არ იყო განვითარებული.

მიუხედავად იმისა, რომ გააჩნდა სხვა ქვეყნებთან კონკურენციის პოტენციალი და უნარი, მაგრამ მაინც ვერ მოეხერხებინა ამ პოტენციალის დამატებით ღირებულებად გადაქცევა.

დიდი ხნის განმავლობაში მოახდინა განვითარების უშედეგო მანევრები. მთელი რესპუბლიკის ისტორიის პერიოდში, ერთ სულზე მოსული შემოსავალი 2000-3500 დოლარს აღემატებოდა. მოგეხსენებათ, რომ წარმოების გარეშე ეროვნული შემოსავლის გაზრდა არ შეიძლება. არც ინფრასტრუქტურის გარეშე შეიძლება წარმოება. ინფრასტრუქტურისთვის, ინვესტიციასთან ერთად საჭიროა საწარმოო სულისკვეთების გარდა, ახალი ხედვა.

წარმოების და მაღალი დამატებითი ღირებულების პროდუქციაც საჭიროებს ასე, რომ ვთქვათ, გემრიელი ტკბილეულის მსგავსად, რომელშიც ყველაფერი ზომიერად იქნება გამოყენებული, განვითარებულ ეკონომიკას და რესურსების, მოთხოვნილების შესაბამისად გამოყენებას.

ვიცით, რომ გემრიელი ტკბილეულისთვის ამავე დროს საჭიროა უმაღლესი ხარისხის მასალა, შარბათი, კარგი ქაზქურა და საუკეთესო მზარეული.

ინვესტიციის, განვითარება და მაღალი დამატებითი ღირებულების მქონე პროდუქციის წარმოება ეს არის მრავალ კომპონენტს დაფუძნებული საქმე. ამავე დროს იგი საჭიროებს ამ მიმართებით, გამჭრიახ აზროვნების უნარიანობას.

უკანასკნელ წლებში, ახალი თურქეთის ყველაზე საჭირბოროტო საქმიანობად ითვლება ინფრასტრუქტურა.

ამჟამად ხდება, საერთაშორისო არენაზე საყურადღებო მაღალ ბიუჯეტიანი რიგი პროექტების ცხოვრებაში გატარება. ეს არის მეტად პრესტიჟული პროექტები და ინვესტიციები, რომელიც დიდ შესაძლებლობებს შექმნის ეკონომიკის განვითარებისთვის.

ამ პროექტებს შორის მნიშვნელოვანს წარმოადგენს სტამბოლის არხი, რომელიც ითვალისწინებს სტამბოლში ახალი სრუტის გაშენებას.

სტამბოლის სრუტეში მოჭარბებული საზღვაო მოძრაობა, მხოლოდ ქალაქს კი არა, საერთაშორისო საზღვაო გზით მოვაჭრეებსაც გამოუვალ მდგომარეობაში აგდებს.

ამ კონტექსტში, პრესტიჟული პროექტები, რომლის შესახებაც გვექნება საუბარი, შეგვიძლია წარმოვადგინოთ შემდეგნაირად.

ჩქაროსნული მატარებელი, სტამბოლ-იზმირის გზატკეცილი, სტამბოლის მესამე აეროპორტი, აზია-ევროპის კონტინენტების დამაკავშირებელი გადასასვლელები და მესამე ხიდი. ამ ინვესტიციების და პროექტების საფუძველზე ხდება მაღალი დამატებითი ღირებულების წარმოებისთვის წინა მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება.

უკანასკნელ წლებში, მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება, ენერგო გადამცემი მაგისტრალების სატრანზიტო მარშრუტად გადაქცევისთვის.

რაღა თქმა უნდა, მსოფლიო სისტემაში, განსხვავებული პოზიციისკენ მიმართულ პროცესში, სერიოზული ოპოზიციაც არსებობს.

დამკვიდრებულ სისტემაში, ოპოზიცია, ეს არის ხელისუფლების დამარეგულირებელი მნიშვნელოვანი ძალა და ხელისუფლება ვალდებულია დათმობებზე წავიდეს ოპოზიციასთან. მაგრამ დღეს, თურქეთის ხელისუფლებისადმი მიმართული წინააღმდეგობა, ზოგჯერ სცილდება საზღვრებს.

თურქეთი ვალდებულია, გამონახოს პრობლემის გადასაწყვეტი გზა, მდგომარეობის კრიზისში გადაზრდამდე.

შესაძლებელია იყვნენ კიდეც თურქეთის წინსვლით და ეკონომიკის ზრდით უკმაყოფილო პირები და საზოგადოებები, მაგრამ ნათელია ის, რომ თურქეთს გააჩნია მშვიდობიანი პოლიტიკა.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ თურქეთის წარმართული სამუშაოები მიმართულია, ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვანი წარმატებების და წინსვლის მიღწევისკენ.

იზრდება მისი ეკონომიკა, ზოგიერთი თურქული ფირმები მსოფლიოში წარმართავენ შესაშურ პროექტებს.

ყველაზე პრესტიჟული ფირმებია თურქეთის საავიაციო სექტორში, რომელთა ავტორიტეტს კიდევ უფრო გაზრდის მესამე აეროპორტის პროექტის ცხოვრებაში გატარება.

მნიშვნელოვანი სამუშაოები ტარდება კოსმოსურ სექტორში, რომელიც ითვალისწინებს მსოფლიოს ცვალებადი დინამიურობისთვის ფეხის აწყობას, დროის მოთხოვნილებების უზრუნველყოფას.

ეს არის წარმოების სტანდარტებიდან ხარისხზე, მსოფლიოს განვითარების და ცვლილების შესაფერისი ინფრასტრუქტურის და საწარმოო სულის მსგავს საკითხებთან დაკავშირებული შთაგონების შედეგი.

ყოველივე ამის შემდეგ არის შესაძლებელი, სახელმწიფოში კეთილდღეობის მიღწევა, რომელიც არც თუ ისე ადვილია.

ეს გახლდათ, ილდირიმ ბეიაზითის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, სოციოლოგიის განყოფილების პროფესორის მაზჰარ ბაღლის შეფასება.



მსგავსი ინფორმაციები