ახლო აღმოსავლეთი თურქეთის გადასახედიდან 14

მიწის დღე პალესტინაში როგორც გათავისუფლებისათვის ბრძოლა

469626
ახლო აღმოსავლეთი თურქეთის გადასახედიდან 14

ახლო აღმოსავლეთი თურქეთის გადასახედიდან 14

მიწის დღე პალესტინაში როგორც გათავისუფლებისათვის ბრძოლა

30 მარტს ათასობით პალესტინელმა ისრაელსა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მე-40 მიწის დღე აღნიშნა. მსვლელობის მიზანი ათეულობით წლის მანძილზე ისრაელის სისტემატური მიწის მიტაცების გაპროტესტება იყო.

40 წლის წინ, 30 მარტს, პალესტინელების მიერ მოწყობილი საპროტესტო აქცია ისრაელმა ძალის გამოყენებით დაშალა, რასაც 6 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყნის ჩრდილოეთით მცხოვრებმა ისრაელის მოქალაქე პალესტინელებმა 2 ათასი ჰექტარი ტერიტორიის ახალი ებრაული დასახლებების დასაარსებლად ჩამორთმევა გააპროტესტეს. 40 წლის წინანდელი ეს აქცია ისრაელის დისკრიმინაციული და მიწის ჩამორთმევის პოლიტიკის საწინააღმდეგო პირველ მასობრივ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციად ითვლება. მიწის დღეს იმ დღიდან მოყოლებული პალესტინელები ყოველწლიურად აღნიშნავენ.

პალესტინელებისათვის ტერიტორიების ჩამორთმევის პოლიტიკა ისრაელის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან დღემდე სისტემატურად გრძელდება. არ არსებობს ეჭვი, რომ ეს პოლიტიკა საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება.

იმ ტერიტორიებზე კი, საიდანაც პალესტინელებს ასახლებენ, ებრაულ დასახლებებს აგებენ. მათი დიდ ნაწილზე სხვა ქვეყნებში დაბადებული და გაზრდილი ადამიანები სახლდებიან. პალესტინელების უმიწოდ დატოვების პოლიტიკა გრძელ ვადიანი უსამშობლოდ დატოვების პოლიტიკის ნაწილი გახლავთ.

პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციამ მიწის დღესთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. განცხადებაში დაგმობილია ისრაელის ქმედებები. საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნის მიუხედავად ისრაელი 1967 წლის საზღვრების ფარგლებში ორ სახელმწიფოიანი პრობლემის მოგვარებისათვის წარმოებულ მოლაპარაკებებს უშედეგოდ ტოვებს. ისრაელსა და პალესტინას შორის მოლაპარაკებების შედეგით ვერ დასრულება ყოველდღიურად უფრო მეტი პალესტინელის მიწის გარეშე დატოვებას იწვევს.

მიწის დღის აქციები როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ასევე ისრაელში იმართება. პალესტინელების გარდა აქციებში მონაწილეობას იღებენ ბედუინები, რომელთა გასახლებას ისრაელის მთავრობა მეგევიდან ცდილობს და ასევე ისრაელის მშვიდობის აქტივისტები. საყურადღებოა, რომ წლევანდელ აქციაში ასევე მონაწილეობას იღებდა ადამიანის უფლებათა დამცველი ხახამთა ჯგუფის წარმომადგენელი.

წლევანდელი მიწის დღის აქცია, ახალი მიწის ჩამორთმევის ტალღის შემდეგ გაიმართა. ამ ახალმა ტალღამ ოსლოს პროცესის დაწყებიდან 1990 წლიდან დღემდე არნახულ მასშტაბებს მიაღწია. მარტში ისრაელმა იორდანეს დასავლეთ სანაპიროს ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილში 1200 ჰექტარის ტერიტორიის ჩამოსართმევად მოქმედება დაიწყო. ამ ტერიტორიის ნახევარი არსებული დასახლების გასაფართოებლად იქნება გამოყენებული. დარჩენილ ტერიტორიაზე კი ახალ დასახლებას ააშენებენ. გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მიერ 1967 წლის ომის შემდეგ მიღებული ნომერ 242 გადაწყვტილების მიხედვით ამ ტერიტორიებს ოკუპირებული მიწის სტატუსი აქვთ.

ეს ბოლო მოვლენა იერუსალიმის ინტიფადას ცეცხლის გაღვივების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზია. ეს პოლიტიკა როგორც პალესტინას ასევე ისრაელის საზოგადოებას ღიად ეუბნება, რომ ისრაელის სახელმწიფოს დღის წესრიგში მშვიდობა და პრობლემის ორ სახელმწიფოიანი მოგვარება არ დგას.

ისრაელის ქმედებებს მუდმივად გმობს საერთაშორისო საზოგადოება. თუმცა ამას არასოდეს ჰქონია ის მასშტაბები, რომ ისრსელს უარი ეთქვა უსამართლოდ პალესტინელებისათვის მიწის ჩამორთმევის პოლიტიკაზე. პირიქით, როგორც აშშ ასევე ევროკავშირი ეკონომიკური კუთხით განვითარებულ ქვეყნად აღიარებული ისრაელის სამხედრო და ფინანსურ დახმარებას აგრძელებენ.

დღეს არ ჩანს პრობლემის მოგვარების გზა, რომელიც პალესტინელი საზოგადოებისათვის მიყენებულ ზიანს აღმოფხვრის. ჰორიზონტზე გამოსავლის არ გამოჩენა მიწის დღეს საკმაოდ მნიშვნელობას ანიჭებს. იგი სადღაც თავისუფლებისათვის ბრძოლის გაძლიერებისა და გაზრდის მიზეზი ხდება.



მსგავსი ინფორმაციები