შარლი ებდო და სამხედრო სეკულარიზმი

შარლი ებდო და სამხედრო სეკულარიზმი

467785
შარლი ებდო და სამხედრო სეკულარიზმი

შარლი ებდო და სამხედრო სეკულარიზმი

დაიშის, ალ ქაიდას და მსგავსი ტერორისტული ორგანიზაციების ძალადობისა და ფანატიზმის პრინციპების საფუძველზეა უარყოფაა სავალდებულო, თუმცა ასეთივე ვალდებულება რასიზმის და ფანატიზმის, განათებული გონებისა და თავისუფლების სახელით ლეგალიზაციის ძიებაში მყოფი სამხედრო სეკულარიზმისთვისაც უნდა მოქმედებდეს.

ბრიუსელის ტერაქტებიდან ერთი კვირის შემდეგ ფრანგულმა ჟურნალმა შარლი ებდომ ასეთი შეკითხვის ინგლისურენოვანი მთავარი სტატია გამოაქვეყნა „როგორ მოვედით ჩვენ აქამდე?“. სტატიაში ნათქვამია: „სინამდვილეში ტერაქტები, საკმაოდ დიდი მყინვარწვერის მხოლოდ ხილული ნაწილია, დიდი ხნის მანძილზე და შესაძლებლობის ფარგლებში ფართო მასშტაბებით წარმოებული მუქარითა და ძალადობით დაშინების და გაჩუმების პროცესის ბოლო ფაზაა.“

შემდეგ კი ჟურნალი თავის მიერ დასმულ შეკითხვას სამი პირის დადანაშაულებით პასუხობს: „ფრანგი მუსლიმი მეცნიერი ტარიქ რამადანი, თავდაბურული მუსლიმი ქალი და მუსლიმი მეფურნე, რომელიც უარს ამბობს ღორის გაყიდვაზე. ჟურნალის მიერ გაცემულ ამ პასუხს სამხედრო სეკულარიზმის ბუნებაში არსებული ზიზღი და ომისაკენ მოწოდების შესახებ მრავალი რამ გამოაქვს სააშკარაოზე. შარლი ებდო ცნობილია რელიგიის წინააღმდეგ ჩადენილი არაშეუსაბამო შეტევებით. მაგრამ ჟურნალი ასევე დახელოვნებულია ამ თავდასხმების ლოგიკურ კრიტიკად წარმოდგენაში. აცხადებს, რომ იუდაიზმის, ქრისტიანობისა და ისლამის წინააღმდეგ გაკეთებული უხამსი და უგემოვნო კარიკატურები ლოგიკურ არგუმენტებს და კრიტიკას ეფუძნება. ჟურნალის ახალმა მთავარმა სტატიამ კი ყველაფერს ამას აჯობა და ანტიმუსლიმურ ფანატიზმში უფრო დაბალი დონე აჩვენა. ბებერ კონტინენტზე ცუდი მიმართულებით მიმავალ ყველაფერში ბრალს ევროპის საზოგადოებრივ სფეროში მუსლიმების არსებობას სდებს.

შარლი ებდო სამხედრო სეკულარიზმის ფანატიზმის კრიტიკისას ამ შეცდომას უშვებს: ნიუანსებს გვერდით დებს და ყველა მუსლიმსა და მორწმუნე ადამიანს შარლი ებდოსა და მისი მეგობრების კარგი ადამიანების წინააღმდეგ ცუდი ადამიანების კატეგორიაში განურჩევლად შეკრებაა.

მსოფლიოს 1,5 მილიარდ მუსლიმებს შორის, ძალადობის და რადიკალიზმის მომხრე ადამიანებს და მოწინააღმდეგეთა შორის გინივრულ და მორალურ განსხვავების არ აკეთებს და ამის მაგიერ ყველა მუსლიმს რადიკალიზმსა და ექსტრემიზმში ეჭვმიტანილად მიიჩნევს.

ტარიქ რამადანის, თავდაბურული მუსლიმი ქალისა და იქვე ქუჩის დასაწყისში მუსლიმი მეფურნის არჩევა შემთხვევითი არ არის და იმის გამოხატულებაა სამხედრო სეკულარიზმი მუსლიმების ძალადობის შემცველ ექსტრემიზმსა და ტერორიზმში რამდენად პასუხისმგებელია.

ეს იმაზე მეტია ვიდრე დახმარებაში დადანაშაულება. ეს სატირის, ათეიზმის, რაციონალურობის და ლიბერალური ევროპული ფასეულობების საფარქვეშ უხეში ფანატიზმია.

რამადანი მჯერა, რომ მუსლიმ ქალთან და მეფურნესთან ერთად ევროპაში, ამერიკაში კანონმორჩილ სხვა მუსლიმებთან და მუსლიმურ სამყაროსთან დაკავშირებით იამაყებს. ჩვენც ვამაყობთ. მაგარმ ამ გმირების არჩევა ჩვენ იმას გვაჩვენებს, რომ შარლი ებდო ევროპაში ყველა მუსლიმის არსებობის წინააღმდეგია.

ისე ჩანს, რომ ჟურნალს ეშინია მუსლიმი ევროპელი ინტელექტუალი, რიგითი მუსლიმი ქალი და ხელმარჯვე მუსლიმი მეფურნე რაიმე განსაკუთრებულად არ იქცნენ.

შარლი ებდო ფიქრობს, რომ ამის თქმის გამო არ დაისჯება, რადგანაც სამხედრო სეკულარიზმის ჭეშმარიტებაზე ჰეგემონობას ამყარებს და რაციონალურობის მის მიერ აღწერილ ვერსიას ერთადერთ ნამდვილ გზად აჩვენებს.

რამდენად განსხვავებულია ეს ვითარება დაიშის, ალ ქაიდას ან ნეო ნაცისტების გამრიყველი არგუმენტებისგან? როგორ ხდება რომ ზიგიერთებს მიაჩნიათ, რომ რელიგიის შესახებ საუბრის ერთადერთი გზა რელიგიაზე არაადამიანური და ძალადობით სავსის თქმა გახლავთ. ამას არც კრიტიკულ მოსაზრებასთან აქვს კავშირი ეს მხოლოდ სამხედრო სეკულარიზმის თქვით აღქმაა.

სამხედრო სეკულარიზმი, რომელიც თავის თავის გამართლებას ცდილობს, საკუთარ თავს ამქვეყნიურ რელიგიას უწოდებს და აუცილებელ მორჩილება მოითხოვს. ყველაფრისა და ყველას წინააღმდეგ თავდასხმის განსახორციელებლად ზიზღის ენას თავისუფლების საფარქვეშ ფარავს. ისლამს ფეხზე დარჩენილ ბოლო რელიგიად მიიჩნევს და მას თავს ესხმის.

სამხედრო სეკულარიზმის შეცდომა თანამედროვე ძალადობის რელიგიურ მოსაზრებებზე მეტად ნაციონალური იდეოლოგიის შედეგად შექმნილი ჭეშმარიტებით მჟღავნდება. ოჯახის შიგნით ძალადობა და აშშ-ში სკოლებში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმები ყოველწლიურად გასაკვირი რაოდენობის ადამიანის სიცოცხლეს იწირავს და თითქმის არც ერთ რელიგიასთან კავშირი არ აქვს. მრავალი გასართობი ინდუსტრიის, სოციალური მედიისა და ჰოლივუდის პროდუქციების მიერ ნაქები თანამედროვე ძალადობის კულტურის შედეგია. მე-20 საუკუნის დასაწყისიდან დღემდე ნაციონალიზმმა, რადიკალიზმმა, სოციალიზმმა და კომუნიზმმა, მათგან არც ერთს მარტო რელიგიასთან კავშირი არ აქვს, ევროპაში, აფრიკასა და აზიაში სისხლიანი ომები გამოიწვია, რომლებმაც ათობით მილიონობით ადამიანი იმსხვერპლეს. თანამედროვე ძალადობას თანამედროვე საზოგადოებაში საკუთარი ხარისხის საშუალო და შემაწუხებელი ადგილის საპოვნელად რელიგია არ სჭირდება.

რაც შეეხება ისლამოფობიის კამათის კრიტიკისათვის ხელის შესაშლელად გამოყენებას, ვითარება ამისგან ძალზედ შორსაა. ჭკვიანი ადამიანი მიხვდება განსხვავებას ცივილიზებულ კამათსა და მუსლიმთა წინააღმდეგ რასისტულ თავდასხმებს შორის. ყურანი კრიტიკული აზროვნების გამოყენებას და დაკვირვებას მოითხოვს და ბალანსს ამყარებს რწმენასა და აზროვნებას შორის. ისლამის შესახებ რაციონალური კამათი უეჭველია რომ შესაძლებელია ფანატიზმის გარეშე.

დაიშის, ალ ქაიდას და მსგავსი ტერორისტული ორგანიზაციების ძალადობისა და ფანატიზმის პრინციპების საფუძველზეა უარყოფაა სავალდებულო, თუმცა ასეთივე ვალდებულება რასიზმის და ფანატიზმის, განათებული გონებისა და თავისუფლების სახელით ლეგალიზაციის ძიებაში მყოფი სამხედრო სეკულარიზმისთვისაც უნდა მოქმედებდეს.

პრეზიდენტის პრესსპიკერის იბრაიმ კალინის Daily Saba-ში გამოქვეყნებული სტატია


საკვანძო სიტყვები: #იბრაიმ კალინი

მსგავსი ინფორმაციები