რა მოხდება თუ ამერიკელი სენატორი იტყვის, რომ ისრაელი ჩადენილი დანაშაულებების გამო უნდა გასამართლდეს?

სენატორი პეტრიკ ლიჰი მოითხოვს ამერიკის არმიის დახმარებით ისრაელისა და ეგვიპტის მიერ ჩადენილი სასტიკი მკვლელობები გამოძიებას.

465804
რა მოხდება თუ ამერიკელი სენატორი იტყვის, რომ ისრაელი ჩადენილი დანაშაულებების გამო უნდა გასამართლდეს?

რა მოხდება თუ ამერიკელი სენატორი იტყვის, რომ ისრაელი ჩადენილი დანაშაულებების გამო უნდა გასამართლდეს?

სენატორი პეტრიკ ლიჰი მოითხოვს ამერიკის არმიის დახმარებით ისრაელისა და ეგვიპტის მიერ ჩადენილი სასტიკი მკვლელობები გამოძიებას.

სარა ლაზარე, AlterNet


ამერიკელი სენატორის პეტრიკ ლიჰის მიერ ამერიკის სამხედრო დახმარების სიის სათავეში მყოფი ისრაელისა და ეგვიპტის მიერ ჩადენილი „ადამიანის უფლებათა ყველა დარღვევის“ გამოძიების მოთხოვნის შემდეგ ისრაელის პრემიერი ბენიამინ ნეთანიაჰუ სასტიკად გაბრაზდა და საკუთარი პარტიის წევრების საყვედურების წინაშე აღმოჩნდა.

იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ ჰებრონში დაჭრილი პალესტინელი ადამიანის ებრაელი სამხედროს მიერ მკვლელობის კადრების გავრცელებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ლიჰის მხრიდან წამოსული ეს მოთხოვნა ამერიკის არმიის ისრაელის მემარჯვენე შეხედულების მთავრობის მხარდაჭერის თანდათან პოლიტიკურ დაძაბულობაში გადაზრდის ერთ-ერთი ბოლო ნიშანია.

17 თებერვალს ლიჰიმ და კონგრესის ათმა დემოკრატმა წევრმა სახელმწიფო მდივანს კერის წერილი გაუგზავნა. მარტში საზოგადოებისათვის გაცნობილ დოკუმენტში წერია: „უსაფრთხოების ძალების მიერ ისრაელსა და ეგვიპტეში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების თაობაზე ანგარიშები შემაწუხებლად გაიზრდა. ეს ამერიკული სამხედრო დახმარების მიმღები ან სავარაუდო მიმღები მხარეების მომცველი ფაქტებია.“ „მოვითხოვ გამოძიებული იქნას ნამდვილია თუ არა ეს ანგარიშები და შედეგების შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდოთ.“

სენატორების წერილი ვარაუდობს, რომ შესაძლოა ამერიკის მთავრობა ლიჰის კანონს არღვევს - ამ სამართლებრივი ჩარჩოს მიზანია „საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ უცხოური ქვეყნის უსაფრთხოების ძალების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ სანდო ინფორმაციის მოპოვების შემთხვევაში“ ამ ქვეყნისათვის ამერიკული სამხედრო დახმარების შეწყვეტა.

წერილში ნათქვამია „საერთაშორისო ამნისტიის ორგანიზაცია და სხვა ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციები, ისრაელის არმიისა და პოლიციის მიერ მოკლული ფადი ალონის, საად ალ ასტრაჰის, ჰადელ ჰასლამუნის და მუტაზ ევისას გაუსამართლებლად შესაძლო მკვლელობის შესახებ იძლევიან ანგარიშებს“. „ამასთანავე ვასიმ მარუფის და აჰმედ მანასრას შემთხვევებში წამების ფაქტების შესახებ არსებობს ანგარიშები.“

Mondoweiss-ს მწერალი ფილიპ ვაისი წერს: „ჰენკ ჯონსონი, ანდრე კარსონი, ედი ბერნის ჯონსონი, ელეანორ ჰოლმს ნორტონი და სხვები, ამას კავშირი აქვს რადგანაც როგორც ტამარა კოფმან ვიტესმა ორშაბათს კოლუმბიაში განაცხადა დემოკრატების ფენა უფრო მეტად პალესტინის საკითხის გულშემატკივარი შავკანიანი და ლათინური ჯგუფებისაკენ გადაიხარა და ამიტომ ისრაელის მიმართ მხარდაჭერის საკითხის ამერიკაში ნელ-ნელა პოლიტიზირება ხდება.“

ლიჰის წერილში, ისრაელის მიერ ჩადენილი დარღვევები, ეგვიპტეში სისასტიკე - 2013 წლის რაბიას მოედნის მკვლელობების ჩათვლით - ყველაფერი გვერდიგვერდ არის მოყვანილი და ამის გამო იგი საყურადღებოა, რადგანაც ამერიკის პოლიტიკურ კლიმატში იშვიათი ნაბიჯია. აშშ ყოველწლიურად ისრაელს 3.1 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას უწევს, ეგვიპტეს კი დაახლოებით 1,5 მილიარდი დოლარისას და კემპ დევიდის შეთანხმების შესაბამისად ამ ქვეყნისათვის გაწეული დახმარება ქვეყნის სამხედრო ხუტას აფინანსებს. ამ ორმა ქვეყანამ 2014 წელში მსოფლიო მასშტაბით ამერიკის სამხედრო დახმარების 75%-ზე მეტი მიიღო.

ერთობლივი დაგმობის წერილი, სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის გამოცდილი დემოკრატი წევრისა და ისრაელის მომხრე ლობიდან საკმაო რაოდენობის შემოწირულობის მომგროვებელი ბენ კარდინის მკაცრი კრიტიკის საგანი გახდა. Forward-ში კვირას დაბეჭდილ კარდინის სტატიაში ნათქვამია: „აქ შედარების გაკეთება არ შეიძლება. ისრაელში არის სამართლის უზენაესობის პრინციპი. არის სისტემა, რომელიც ასეთ პირებს იურიდიულ პასუხისმგებლობას აკისრებენ.“


გასულ ოთხშაბათს ნეთანიაჰუმ მწვავე რეაქცია გამოხატა და დასძინა „ისრაელის თავდაცვის ძალებსა და ისრაელის პოლიციას მკვლელებთან კავშირი არ აქვს. ისრაელის სამხედროები და პოლიციელები თავის თავს და უდანაშაულო მშვიდობიან მოქალაქეებს უმაღლესი ზნეობრივი ღირებულებებით, თვითმკვლელობისათვის მოსული სისხლს მოწყურებული ტერორისტებისგან იცავენ.“

ჟურნალ 972-დან დალია შაინდლიჰმა ნეთანიაჰუს ნათქვამს ტყუილი უწოდა. საერთაშორისო ამნისტიის ორგანიზაციის მიერ 2014 წლის თებერვალში გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ისრაელი ბავშვების ჩათვლით პალესტინელებს შედეგების გაუთვალისწინებლად კლავს და აშავებს. ამ მონაცემების გამოქვეყნებიდან 51 დღის შემდეგ ღაზაზე თავდასხმა დაიწყო და 2415 პალესტინელი მოკლა, რომელთაგანაც 578 ბავშვია.


პალესტინის ბავშვთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის ცნობით 2015 წელში მინიუმ 28 ბავშვმა ისრაელის ძალების მხრიდან სასიკვდილოდ იქნა დაჭრილი.


ლიჰიმ ნეთანიაჰუს ბრალდებებს უპასუხა და აღნიშნა: „20 წელია მოქმედი ლიჰის კანონი თანასწორად მსოფლიოს მასშტაბით ყველა ქვეყნის მიმართ გამოიყენება და როდესაც საქმე ეხება ამერიკის სამხედრო დახმარებას, არა საერთო უსაფრთხოების ძალებზე არამედ გარკვეული სამხედრო პერსონალისა და შენაერთების მიმართ ხორციელდება... ეს მხოლოდ იმისათვის არ არის რომ ამერიკის გადასახადების გადამხდელთა მიმართ უსამართლობა არ იყოს, ეს ჩვენი ქვეყნის დამცველი სამართლის უზენაესობის პრინციპია.“

ნეთანიაჰუ კი პარასკევს კერის ტელეფონით დაუკავშირდა და სთხოვა ამერიკის საგარეო უწყებას გაეკეთებია განცხადება იმის თაობაზე რომ ისრაელი არასამართლებრივ დახვრეტებზე პასუხისმგებელი არ აირის.

დაძაბულობა ისევ გრძელდება. ნეთანიაჰუმ ამერიკას წლიურად 4,5 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება მოსთხოვა. თუმცა ამერიკის მეგობართა ორგანიზაციის კომიტეტის სამთავრობო კავშირებზე პასუხისმგებელმა რედ ჟარარმა AlterNet-თან გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა; „ნეთანიაჰუს მმართველობის პოლიტიკა იმდენად უკიდურესია, რომ ამერიკის ღია ჩეკის პოლიტიკის გაგრძელებას შეუძლებელს ხდის“.

ადვოკატთა ეროვნული კავშირის საერთაშორისო კომიტეტის თანათავმჯდომარე სუზან ადელის თქმით „ისრაელის 2014 წელში ღაზაზე თავდასხმა და ეგვიპტეში 2013 წელში რაბიას მკვლელობა გარდატეხილს წერტილი იყო და მედიაზე მატად მთავრობის წარმომადგენლებმა და რიგითმა ამერიკის მოქალაქეებმა განაცხადეს, რომ უკვე კმარა.“



მსგავსი ინფორმაციები