თურქეთის კულტურული საგანძური 13/20
დღეს გაგაცნობთ, თურქეთის საამაყო კულტურული საგანძურებიდან, სტამბოლის, ყველაზე მეტი მნახველით საყურადღებო რელიგიური ცენტრებიდან სულთანაჰმედის მეჩეთს
თურქეთის კულტურული საგანძური 13/2016
დღეს გაგაცნობთ, თურქეთის საამაყო კულტურული საგანძურებიდან, სტამბოლის, ყველაზე მეტი მნახველით საყურადღებო რელიგიური ცენტრებიდან სულთანაჰმედის მეჩეთს.
ბიზანტიის საიმპერატოროს მნიშვნელოვან ნაწილად ითვლებოდა სარაიბურნის ნახევარ კუნძული, რომელიც ქალაქ სტამბოლის სათაყვანებელ ადგილებს შორის იკავებდა ადგილს. საიდანაც არ უნდა გადაგეხედათ, ციდან, ხმელეთიდან თუ ზღვიდან, ყველგან დაინახავდით სტამბოლის სილუეტის ამსახველ შენობებს.
თოფკაფის სასახლე, აიასოფია და იქვე გაშენებული სულთან აჰმედის მეჩეთი კი, მათგან გამორჩეულ, განუმეორებელ ტაძრებად ითვლებიან. უცხოელები, ცისფერი ფრესკების და ფერის გამო, ცისფერ მეჩეთს უწოდებენ. მეჩეთი მდებარეობს, სტამბოლის, იმავე ადგილზე მდებარე იპოდრომთან.
დღეს ის ადგილი სულთან აჰმედის მოედნად არის ცნობილი.
ოსმანეთის საიმპერატოროს ძლიერების დროს, სულთან აჰმედის ბრძანებით, 1609 წელს, ქალაქის მაღლობზე, ისტორიული ბიზანტიის შენობის ადგილზე, დიდი მეჩეთის გაშენების მიზნით, გამწესებულ იქნება მთავარი არქიტექტორი სედეფკარ მეჰმედ აღა. დიდი ხნის მშენებლობის შემდეგ 1617 წელში მეჩეთი გადავა მომსახურებაში. იმ დღიდან მოყოლებული იგი არის სტამბოლის გამორჩეული მეჩეთი.
კარგა ხნის განმავლობაში იგი იყო, ისლამური სამყაროს, ერთადერთი, 6 მინარეთიანი მეჩეთი.
მეჩეთში შესვლა ხდება ჰიპოდრომის მხრიდან არსებული მთავარი შესასვლელი კარით და კიდევ შენობის ორივე მხარეზე არსებული დიდი კარებიდან. ეზოში შესვლისას წინ შემოგხვდებათ, შუაში დიდი შადრევანის მქონე დიდი მოედანი, არ შეიძლება განცვიფრებაში არ მოგიყვანოთ ტაძრის სვეტების სილამაზემ, შადრევანმა, მათ უკან გაშენებულმა მეჩეთის სიმაღლემ და სიდიადემ.
ცისკენ აღმართული მთავარი კარი, მის უკან მწკრივად განლაგებული ნახევარ გუმბათები მთავარ გუმბათთან ერთდებიან. შადრევანის მოჩუხჩუხე წყლით შეგიძლიათ მოიკლათ წყურვილი, შეასრულოთ აბდესტის რიტუალი. აქედან შეგიძლიათ მეჩეთის მთავარ კართან გადასვლაც. ტუფლების გახდის და მეჩეთში შესვლისას საოცარი სანახაობის მომსწრე შეიქმნებით. მეჩეთის ოთხივე მხარეს დაინახავთ 260 ფანჯრიდან ანარეკლ სინათლის შუქს, გუმბათზე დაკიდულ ჭაღებს, ფაიფურზე კალმით ნახატ ყვავილებს. ძალაუნებურად აგრძნობინებს ადამიანს თავს, ცისფერი საოცრების სამყაროში.
ოთხ სპილოს ფეხს დაფუძნებული გუმბათი და ამ გუმბათის ტვირთის ზიდვისთვის გამოყენებული ნახევარ გუმბათები საოცარ სანახაობად იქმნებიან. ცოტა წინ არის მეჩეთის გასაოცარი საკურთხეველი თავის თვალის მომჭრელი ფილებით და კედლებზე არაბული წარწერის აიათებით, რომელსაც მნახველი მისტიკურ სამყაროში გადაჰყავს. სულთან აჰმედის ბრძანებით, მეჩეთის შესამკობად გამოყენებული იქნა იზნიკში წარმოებული ფილები. წარწერების ავტორია იმ პერიოდის აღიარებული კალიგრაფი, დიარბექირელი სეიდ კასიმ გუბარი. ფანჯრებზე განთავსებული ვიტრაჟები ვენეციიდან ჩატანილი საჩუქრებია და ისინი, თანამედროვე ვიტრაჟებით არის გამოცვლილი. ოსმანური ხელოვნების საუცხაოო ნიმუშების დანახვა შეგიძლიათ მეჩეთის ყველა ადგილზე. საკურთხეველი არის მარმარილოს ხელოვნების საუკეთესო ნიმუში. სულთანაჰმედის მეჩეთი, რომელსაც ატყვია მომიჯნავე აიასოფიის და ბიზანტიური არქიტექტურის ზეგავლენა, ასევე წარმოადგენს ოსმანეთის მეჩეთის არქიტექტურის წარმატებულ სინთეზს.
სტამბოლში ჩასული ადგილობრივი და უცხოელი ტურისტების დაინტერესების ობიექტად ქმნილი მეჩეთის მნახველების რაოდენობა ყოველ წლიურად იზრდება.
ყველას ვუსურვებთ, თურქეთის ტურიზმის საუცხოო ქმნილებად წოდებული, სულთანაჰმედის მეჩეთის ნახვას და დათვალიერებას.