თურქეთის კულტურული საგანძური 11/2016

გაგაცნობთ, თურქეთის კულტურული საგანძურებიდან, ანადოლიის სიამაყედ წოდებულ ფამუკკალეს ჰიერაპოლისს, იგივე ბამბის ქალაქს

452083
თურქეთის კულტურული საგანძური 11/2016

დღეს გაგაცნობთ, თურქეთის კულტურული საგანძურებიდან, ანადოლიის სიამაყედ წოდებულ ფამუკკალეს ჰიერაპოლისს, იგივე ბამბის ქალაქს.

ფამუკკალე მდებარეობს, ქალაქ დენიზლის 18 კმ-ით ჩრდილოეთით.

უძველესი პერიოდიდან დღემდე, თავისი სამკურნალო მიწისქვეშა წყლებით და საუცხოო ხედით, ყოველთვის დაუმსახურებია ადამიანების ყურადღება.

300 მეტრის სიშორის დაღმართისკენ მინადენი მიწისქვეშა თერმალური ცხელი წყლები, ჰაერთან შეხების შედეგად იწყებენ ნახშირორჟანგის დაკარგვას და გასაოცარ ქათქათა, თეთრ, ზღაპრულ ტრავერტინად იქმნებიან. ფამუკკალეს, თავისი ტერასისებური ქათქათა ხედით, მნახველი გადაჰყავს ზღაპრულ სამყაროში.

ტრავერტინი იქმნება ცხელი წყლის ჰაერთან შეხების შედეგად, ნახშირორჟანგის აორთქლებით და ნელ-ნელა, ტერასისებურად კლდეებზე ჩამოწოლით.

დღეს, კვლავ გრძელდება ტრავერტინის წარმოქმნა. სამკურნალო წყლებით და საუცხოო ხედით ფამუკკალე ყოველთვის ყოფილა ადამიანთა დაინტერესების ობიექტი.

ცნობილია, რომ ფრიგიელების პერიოდში, ჩვ.წ.აღ-დე 3.000 წლის წინ, ამ ადგილას ერთი ქალაქი ყოფილა გაშენებული. შემდეგ, რეგიონზე ბატონობას ხელში ჩაიგდებს პერგამონის მეფე, რომლის მეუღლის, ლეგენდარული ამაზონის დედოფლის ჰიერას საპატივსაცემოდ ქალაქს ჰიერაპოლისი დაერქმევა. ანტიკურ ქალაქს, ელინისტურ და მის შემდგომ ალექსანდრე მაკედონელის პერიოდში, ბერძნული არქიტექტურის დანიშნულება გააჩნდა.

სეისმურ ზონაში მდებარეობის გამო, ქალაქს 4-ჯერ განუცდია დიდი მიწისძვრა. მისი ხელახლა გაშენება მოხდა რომის იმპერატორის ნერონის მხრიდან, ჩვ.წ.აღ-ის 60-იან წლებში.

რესტავრირებულ იქნა დაზიანებული შენობები და დღემდე, რომაული ქალაქის სახით მოაღწია.

რომის პერიოდში, ერთხანს, იგი ყოფილა ანადოლიის პროვინციის დედაქალაქი. ბიზანტიის პერიოდში კი, გამხდარა მნიშვნელოვანი რელიგიური ცენტრი.

ქრისტეს მოწაფეებიდან წმინდა ფილიპეს ამ ადგილზე მოკვლამ, ქრისტიანული თვალსაზრისით, გაზარდა ქალაქის მნიშვნელობა.

რეგიონი მე-11-ე საუკუნიდან თურქების ხელში გადავიდა.

1988 წლიდან, რეგიონი, კულტურული და ბუნებრივი თავისებურებებით, იუნესკოს მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში შევიდა.

დღეს, ის ადგილი გახლავთ, რომელიც თურქეთში ჩამოსული ტურისტების ყველაზე დიდ დაინტერესებას იწვევს. ფამუკკალეს და ჰიეროპოლისის სანახავად, ყოველ წლიურად ათასობით ადამიანი ჩადის, როგორც საზღვარგარეთიდან, ისე სახელმწიფოს სხვადასხვა რეგიონებიდან. თუ, როდისმე მოგიწევთ დენიზლიში ჩასვლა, აუცილებლად მოინახულეთ აქაური ისტორიული ღირსშესანიშნაობები, შენობები, აბანოები, გლადიატორების საბრძოლო არენა, აპოლონის ტაძარი, სასაფლაოები და ნეკროპოლი.

ასევე, დღემდე მოღწეულია გამოქვაბული, რომელიც ჯოჯოხეთის კარად იწოდებოდა და ფრიგიელების პერიოდში მის შესასვლელში უხდებოდათ მორწმუნეებს ლოდინი. ისინი სუნთქვის შეკვრით ცდილობდნენ კარგა ხნის განმავლობაში გამოქვაბულიდან გამონადენი ნახშირბადის დიოქსინისთვის გაძლებას. მის შემდეგ შეეძლოთ გამხდარიყვნენ ტაძრის მსახურნი.

სინამდვილეში, დღეს თვითმკვლელობის მცდელობად გაზიარებული ვითარება, 3.000 წლის წინ, ტაძარში, მნიშვნელოვან პოზიციამდე ასვლისთვის პირობად ითვლებოდა.

ქრისტიანობის პერიოდში, რეგიონში ახალი სარწმუნოების გავრცელების მიზნით ჩასული იესო ქრისტეს მოწაფეებიდან წმინდა ფილიპეს ჩვ.წ.აღ. შემდეგ 80 წელში, ამავე ადგილზე ჯვარცმით მოკვლამ, ქრისტიანებისთვის მნიშვნელობა შეიძინა. ბიზანტიაში, როცა მოხდება ქრისტიანობის ოფიციალურ სარწმუნოებად მიღება, ფილიპეს მოკვლის ადგილზე გაშენდება მავზოლეუმი.

სამარხი გადაიქცა ქრისტიანებისთვის ჯვრის ცენტრად.

ფამუკკალესთან დაკავშირებით მრავალი ლეგენდაც არსებობს. მათგან მნიშვნელოვანი და სხვადასხვა ვერსიების მქონეა შეშის მჭრელი ქალიშვილის ლეგენდა.

თურმე, არც თუ ისე ლამაზი ქალიშვილით დაინტერესება არ გამოუჩენიათ ვაჟებს. ეს მდგომარეობა მეტად დაამწუხრებს ქალიშვილს. ერთხელაც ფამუკკალეს, ტრავერტინების აუზში ჩავარდება და გული წაუვა.

კარგა ხნის შემდეგ, როცა გონს მოვა, ძლიან გამოიცვლება და გალამაზდება. ფამუკკალეს საუცხოო სამკურნალო წყლები მას, ასე, რომ ვთქვათ, ბამბის დედოფლად გადააქცევს.

სანადიროდ გასული დენიზლის ბეგის ვაჟიშვილი, როცა გოგონას ნახევრად გულ წასულს დაინახავს აუზში, შეუყვარდება. შესვამს ცხენზე, სასახლეში წაიყვანს და დაქორწინდებიან. იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში შესული, თურქეთის კულტურული საგანძურებიდან ფამუკკალეს მონახულების სურვილით კარგად ბრძანდებოდეთ.



მსგავსი ინფორმაციები