ახლო აღმოსავლეთი თურქეთის გადასახედიდან 9

ლიბიის ახალი მთავრობა, შესაძლო მეორე აგრესია და თურქეთი

442502
ახლო აღმოსავლეთი თურქეთის გადასახედიდან 9

ახლო აღმოსავლეთი თურქეთის გადასახედიდან 9

ლიბიის ახალი მთავრობა, მეორე აგრესია და თურქეთი

შეიძლება ითქვას, რომ 2014 წლიდან მოყოლებული ლიბიაში ორხელისუფლებიანობა სუფევს და მას შემდეგ გაერო ყველაფერს ცდილობს, რათა ქვეყანაში ერთიანი ეროვნული მთავრობა შეიქმნას, თუმცა ამასთან ერთად მეორე აგრესიის შესაძლებლობებიც დგას დღის წესრიგში, მაგრამ, არ არის დადგენილი, როდის, როგორ, რა ფორმით და რომელი ქვეყნები შევლენ ლიბიაში მეორე გარედან აგრესიის დროს

დემოკრატიულ საწყისებზე 2012 წლის 7 ივლისს შექმნილ ეროვნულ გენერალურ კონგრესში (MGK) ვერც ერთმა პოლიტიკურმა სუბიექტმა ვერ მოახერხა უმრავლესობის მოგროვება და მის საფუძველზე ხელისუფლებაში მარტო მოსვლა, ამიტომაც არჩევნების შემდეგ შექმნილ მთავრობაში თითქმის ყველა პარტია და ფენა შეიძლება ითქვას, რომ თანაბრად იყო წარმოდგენილი, ამიტომაც მას ეროვნულ ერთიან მთავრობად აღიქვამდნენ. თუმცა ეს ერთიანობა ეროვნულ გენერალურ კონგრესში ვერ მოხერხდა და მათ ვერ გამოავლინეს აქ ერთიანი სულისკვეთება. არჩევნების წინ დაძაბულობა წარმოიქმნა იმ დროის პრემიერ მაჰმუდ გიბრილს, მუსლიმან ძმებსა და კოალიციურ ძალებს შორის, რაც შემდეგ ჯერ მეტოქეობაში და შემდეგ კონფლიქტში გადაიზარდა. ხოლო ამის პარალელურად ახალმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა კადდაფის დროინდელი შეიარაღებული დაჯგუფებების განიარაღება და ამიტომ ლიბიაში 200-მდე სხვადასხვა შეიარაღებულ დაჯგუფებაში 200 ათასამდე პირი იყო გაერთიანებული

2013 წელს, როგორც კი ეგვიპტეში მუსლიმანი ძმები ჩამოაშორეს პოლიტიკურ ასპარეზს, მაის შემდეგ იგივე პროცესი დაიწყო ლიბიაშიც, რადგან, მუსლიმან ძმებს ამ ქვეყანაშიც ძლიერი შეიარაღებული დაჯგუფება გააჩნდათ. 2014 წლის პირველ ნახევარში ლიბიის საქმეში ჩაერია გენერალი ჰალიფე ჰაფტერი, რომელსაც CIA-თან თანამშრომლობაში ედება ბრალი და მისმა ამ ჩარევამ ლიბია ახლიდან ლამის მეორე სამოქალაქო ომის ზღურბლთან მიიყვანა. გენერლის პირველი ამოცანა კი მუსლიმანი ძმების გაუვნებელყოფა იყო და მას ამ საქმეში პრემიერი გიბრილი და მისი მოკავშირეებიც ედგნენ მხარში. ხოლო კამუფლაჟის და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ მისი აღიარების და ლეგიტიმაციის მიზნით ჰაფტერი ვითომაც შეიარაღებულ ტერ ორგანიზაციებს ებრძოდა

ასე რომ, 2014 წლის მეორე ნახევრიდან ლიბია ახლიდან მოიცვა შეტაკებებმა და ქვეყანა ახლიდან აირია რა, ამან ორხელისუფლებიანობა დაამყარა და ამათგან ერთი ქვეყნის ჩრდილოეთში, მეორე კი აღმოსავლეთში მოქმედებდა. დედაქალაქ ტრიპოლში მუსლიმანი ძმების და მისრატას ერთობლიობით ეროვნულ გენერალურ კონგრესი MGK მართავდა, ხოლო აღმოსავლეთს კი ქალაქ ტობრუკში შექმნილი წარმომადგენელთა პალატა (TM) მართავდა და ისინი ერთმანეთის მეტოქეები გახდნენ. ამ ორი ხელისუფლებიდან, მიუხედავად იმისა რომ ტობრუკის წარმომადგენლობა სუსტი იყო, რატომღაც საერთაშორისო საზოგადოებრიობამ ლიბიის ლეგიტიმურ ხელისუფლებად იგი სცნო

ამ დაპირისპირებამ კი ქვეყანა ერთის მხრივ ისევ მიიყვანა დასავლეთის მხრიდან მეორე აგრესიის დონემდე, მეორეს მხრივ ამ სახელისუფლებო ვაკუუმმა ხელი შეუწყო ამ ქვეყანაში ისლამური სახელმწიფოს და სხვა რადიკალური დაჯგუფებების მომძლავრებას, ხოლო მესამეს მხრივ ლიბიიდან ლტოლვილების ახალი ნაკადები დაიძრა ევროპისკენ

მოკლედ, ლიბია მეორე სამოქალაქო ომისაკენ მიექანება და ამის დარდი არავის არ აქვს თურქეთის გარდა, რადგან, სწორედ იგი ჩაერია საქმეში და სცადა ორი ხელისუფლების შერიგება რა, ამ მიზნით მათ შორის დიალოგის დაწყებაც სცადა. მაგრამ, იმის გამო, რომ სხვა დასავლეთის ქვეყნებივით თურქეთმა მუსლიმანი ძმების საწინააღმდეგო პოზიცია არ დაიკავა, ამიტომაც ტობრუკის მთავრობამ ანკარა მტრად გამოაცხადა. ამის კვალდაკვალ დასავლეთის ქვეყნებმა გაეროს მიმართეს, რათა ისიც ჩარეულიყო საქმეში და ორ ხელისუფლებიანობა ერთ ხელისუფლებიანობაში გადაქცეულიყო

ლეგიტიმურად აღიარებულმა ტობრუკის მთავრობამ კი წესრიგის აღსადგენად რამდენჯერმე მიმართა დასავლეთს და არაბულ სამყაროს, რათა კვლავ ჩარეულიყვნენ ლიბიის კონფლიქტში, მაგრამ, დასავლეთელებმაც და არაბულმა ქვეყნებმაც ამჯერად სამხედრო დახმარების ნაცვლად პოლიტიკური მხარდაჭერა ირჩიეს. ტობრუკის თხოვნას სამხედრო დახმარებისადმი უარყოფითად გამოეხმაურა რუსეთიც. ტრიპოლის მთავრობამაც რამდენჯერმე მიმართა გაეროს, მაგრამ, მანაც უარი თქვა შუამავლობაზე რა, სწორედ ამის შემდეგ ჩაერია მოვლენებში ანკარა და ტრიპოლის მთავრობა დაიყოლია კიდეც დიალოგის დაწყებაში. ასე რომ, გასული წლის ივლისში და დეკემბერში თურქეთის შუამავლობით ორჯერ მიუსხდნენ მოლაპარაკებების მაგიდას ტრიპოლის და ტობრუკის მთავრობები და მრავალ საკითხში შეთანხმებასაც კი მიაღწიეს, რის საფუძველზეც 9 კაციანი თანხმობის მთავრობაც შეიქმნა, მაგრამ, ტობრუკის მთავრობამ თანხმობის კაბინეტის 9 პორტფელიდან 17 პორტფელამდე გაზრდა მოითხოვა და ახლა ამ მთავრობის დამტკიცებას ელიან ტობრუკის ხელისუფლებისგან

ბოლოს, არც იმის თქმა დაგვავიწყდეს, რომ სწორედ ამ დროს ამერიკამ ლიბიაში ახლიდან დაიწყო ოპერაციები, ოღონდ ამჯერად უპილოტო საფრენი აპარატებით და ტრიპოლის მახლობლად არსებული ისლამური სახელმწიფოს ობიექტები მიწასთან გაასწორა. ერთი სხვა ინფორმაციით კი საფრანგეთის არმიამ ლიბიაში, კონკრეტულად კი ქალაქ ბინგაზში სპეცრაზმელთა მცირე დესანტი გადასხა ტრიპოლის მთავრობის დასახმარებლად. ეს ყველაფერი კი იმისკენ არის მიმართული, რათა ტობრუკის ხელისუფლებამ სასწრაფოდ დაამტკიცოს ახალი ერთიანი თანხმობის მთავრობა



მსგავსი ინფორმაციები