თურქეთის ახალი ხედვა: 09 / 2016

ჩინელ ფილოსოფოსს კონფუცის განაკუთვნებენ ცნობილ გამოთქმას: თუ გსურთ, რომელიმე რელიგიის, სარწმუნოების ან კულტურის განადგურება, ბრძოლის მაგივრად, შექმენით გაუგებრობა და ქაოსი

439895
თურქეთის ახალი ხედვა: 09 / 2016

ჩინელ ფილოსოფოსს კონფუცის განაკუთვნებენ ცნობილ გამოთქმას: თუ გსურთ რომელიმე რელიგიის, სარწმუნოების ან კულტურის განადგურება, ბრძოლის მაგივრად, შექმენით გაუგებრობა და ქაოსი.

რამდენად მართალია, თქვა თუ არა კონფუცისმა ეს სიტყვები, არ ვიცით. მაგრამ ვიცით, რომ ადამიანების გონების ასარევად ყველაზე გავლენიანია არეულობის და ქაოსის წარმოქმნა.

კონცეპტუალური ქაოსი, ეს არის კონცეფციის (შეხედულებათა სისტემა) ძირითადი მნიშვნელობის გაქარწყლება და მის მაგივრად სხვა გაურკვეველი სისტემის შექმნა.

ცნობილია, რომ ენა ეს არის ადამიანისთვის ბოძებული ყველაზე უდიდესი საგანძური. ადამიანი, ენის მეშვეობით ახდენს გარე სამყაროზე ჩარევას და გამოთქვამს თავის მოსაზრებას. თვითონ სამყაროსაც ენით ეძლევა მნიშვნელობა. სულაც არ ვაპირებ ენობრივ ფილოსოფიაში ჩარევას, მაგრამ ცნებების მომცველი მნიშვნელობებით, გონებაში წარმოქმნილ სიმბოლოებს და ობიექტებს შორის უფსკრული, მიანიშნებს ადამიანის თვითმყოფადობის დაკარგვაზე.

შეიძლება ითქვას, რომ მცნებას და მინიშნებულ ობიექტს შორის შეუსაბამობა ეს არის ადამიანისთვის ონტოლოგიური პრობლემა. ადამიანის სამყაროსთან კავშირი მხოლოდ რაიმის შესწავლას, ცოდნას არ ისახავს მიზნად. ითვალისწინებს თავისებური მნიშვნელობის შეძენას.

კონცეფციით ვახდენთ ჩვენი კულტურის, ტექნოლოგიის ეგ კი არადა სარწმუნოების ცხოვრებაში არსებული ადგილის განსაზღვრას.

ესე იგი მცნებას და ობიექტს შორის კავშირი არის ტრანსცენდენტული.

ჩემმა სათაყვანებელმა ადამიანმა იმამ გაზალიმაც, ამ კონცეფციიდან გამომდინარე, რელიგიაში არსებული დაკარგული თვითმყოფადობის აღმოსაფხვრელად, საჭიროდ სცნო რელიგიის ძირითადი მცნებების ხელახლა გამოცოცხლება.

მართლაც, დღეს, მეტად კონცეპტუალური დაბნეულობის და ქაოსის პირისპირ ვიმყოფებით.

ყოველივე ამან, ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე შეიძლება არ იქონიოს თერმინატორის მსგავსი ზეგავლენა, მაგრამ ცხოვრებისადმი მიდგომის განმსაზღვრელ სფეროში არსებულ არეულობას შეუძლია გამოიწვიოს ღრმა ჭრილობები და იარები.

არ იქნება გაზვიადებული, თუ ვიტყვით, რომ ამ სფეროს მოიცავს სწორედ ტერორიზმის მნიშვნელოვანი განზომილება, რომელსაც დღეს ვუპირისპირდებით.

ტერორისტული ორგანიზაციები და მისი კომპონენტები, ჯერ კლავენ და სპობენ ადამიანების გონებაში არსებულ ჭეშმარიტებას, შემდეგ ახდენენ თავიანთი ყალბი დამქაშების დაცვას. ადამიანების ზოგიერთი უნივერსალური სურვილის და გაგების შესაბამისად წარმართვას.

ერთგვარად, ტერორისტული ორგანიზაცია არის ცნობილი რომანტიკოსის ჯორჯ ორუელის „1984“-ის სახელწოდების რომანში გამოთქმულის მსგავსად „ახალი აზროვნების ენის“ მეშვეობით, სისხლიანი სცენარის წარმოდგენა. (ისცენირება)

მოკლედ მას არალეგალური ომი ეწოდება. ეს არის რეგიონის ხალხის სიცოცხლის, რწმენის, ღირებულებების და თვითმყოფადობის უგულებელმყოფისადმი მიმართული ოპერაცია.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს ორგანიზაციები ხშირად, თურქეთის და საიდუმლო სადაზვერვო ორგანიზაციების მსგავსად, ენის და შეხედულებათა სისტემის მეშვეობით ქურთებსაც ატყუებენ.

PKK-ს ტერ-ორგანიზაცია მხოლოდ თავდამსხმელ დარტყმებს არ ახდენს ადამიანებზე, ასევე წარმართავს წესრიგის დამრღვევ, შიშის, შანტაჟის დამნერგავ სტრატეგიას.

ასეთი ორგანიზაციების და მათი კომპონენტების ყველაზე ხშირად გამოყენებულ კონცეფციად ითვლება დემოკრატია, რომელიც მხოლოდ რიტორიკულ ხასიათს ატარებს. სინამდვილეში იგი არ არის მიმართული დემოკრატიული, კულტურული, ან კიდევ რაიმე მსგავსი სისტემის ჩამოსაყალიბებლად.

როგორც ცნობილია, ტერორისტული ორგანიზაციების და მათი კომპონენტების ტექსტებსა და გამოსვლებში ყველაზე ხშირად ხმარებულ გამოთქმად ითვლება დემოკრატია.

მათ ყველა წინადადებაში გამოიყენება დემოკრატიის და მშვიდობის მცნება. ამ ორი კონცეფციის შინაარსს არავითარი კავშირი არა აქვს ორგანიზაციის მექანიზმთან. იგი მას მხოლოდ თავის მახინჯი სახის დასანიღბად იყენებს.

კი, მაგრამ რა არის დემოკრატია PKK-ს და მისი სხვა კომპონენტებისთვის?

ეს არის, თავიანთი პირადი საჭიროებისამებრ, არა მხოლოდ ქურთების, არამედ ყველას ნებისყოფის და თვითმყოფადობის უპირობოდ, იარაღის ძალით, უნდათ თუ არ უნდათ ორგანიზაციისთვის დანებება.

ამ განმარტებას აქვს თუ არა რაიმე კავშირი ჩვენთვის ცნობილ დემოკრატიასთან თქვენთვის მიგვინდია. თუ გნებავთ სულაც ნუ შევეხებით მათ მიერ ყველაზე ხშირად გამოყენებულ მშვიდობის კონცეფციას.

რელიგიის და ფილოსოფიის მნიშვნელობით, სიწმინდის ცნების გამომხატველი კონცეფციის, ხელ სისხლიან ბანდიტებთან ერთად მოხსენიების და დაბინძურების მომხრე არა ვარ.

ეს გახლდათ, ილდირიმ ბეიაზითის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, სოციოლოგიის განყოფილების პროფესორის მაზჰარ ბაღლის შეფასება.



მსგავსი ინფორმაციები