თურქეთის კულტურული საგანძური 7/2016
სტამბოლის სიმბოლოდ ცნობილი და დღემდე ყველაზე კარგად შემონახული უძველესი ტაძრებიდან აიასოფიას გაგაცნობთ
დღეს, სტამბოლის სიმბოლოდ ცნობილი და დღემდე ყველაზე კარგად შემონახული უძველესი ტაძრებიდან აიასოფიას გაგაცნობთ.
იგი გახლავთ თურქეთის კულტურული მემკვიდრეობის ყველაზე გამორჩეული ტაძარი, რომელიც სტამბოლის სილუეტს ქმნის.
აიასოფია, შედის მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვან კულტურულ მემკვიდრეობათა რიგებში.
ამ დიდებული ეკლესიის დანახვა შესაძლებელია ქალაქის ოთხივე მხრიდან. თანდათან ამაღლებულ მცირე და დიდ გუმბათებთან ერთად, ცენტრალური გუმბათი ქალაქს მზრუნველი დედასავით იხუტებს გულში და იცავს მას.
დიდმა კონსტანტინე მეფემ, რომის შთაგონებით გააშენა ქალაქი. დიდი მოედნები, ჰიპოდრომები, სასახლეები, სამლოცველოები და შენობები ძალიან დამსგავსებია რომის მშენებლობებს.
ისიც ცნობილია, რომ სასახლესთან ახლოს, სადაც მი-მოსვლა უფრო ადვილი იყო, გაუშენებინებია დიდი ეკლესია, რომელიც დღევანდელი აიასოფიის ადგილზე ყოფილა და მიწისძვრების შედეგად დაინგრევა.
სახელმწიფოს უწინდელი ბრწყინვალების დასაბრუნებლად ბევრს ეცდება იუსტინიანე.
რომის საიმპერატოროს სადღაც, ყველაზე დიდ საზღვრებს ხელახლა ჩაიგდებს ხელში. თავისი სიდიადის მომავალი თაობებისთვის გადაცემის მიზნით, დაიწყებს დანგრეული ეკლესიების სამაგიეროდ ახლების გაშენებას. სწორედ, ერთ-ერთი მათგანი გახლავთ აიასოფიის ეკლესია. 532-537 წლებს შორის, დიდი შესაძლებლობების გამოყენებით და ათი ათასი მუშის დახმარებით, ეკლესია გადავა მომსახურებაში.
ტაძარს, არქიტექტურის მსგავსად, უფრო მეტ ღირებულებას აძლევს ზედა სართულის გალერეები და ლამაზი მოზაიკები.
მოზაიკებიდან, ერთ-ერთ საუცხოო სანახაობად ითვლება წმინდა მარიამის კალთაში მჯდომი ბავშვი იესო ქრისტე, რომელსაც ერთი მხრიდან უახლოვდება მეფე კონსტანტინე და აწვდის ქალაქ სტამბოლის მაკეტს, მეორე მხრიდან კი იუსტინიანე, აიასოფიის მაკეტით ეკლესიას.
აიასოფიას აქვს წმინდა სიბრძნის მნიშვნელობა, რომელიც შემდეგ სხვა ქალაქებში გაშენებული ეკლესიებისთვის შთაგონების წყაროც გამხდარა. ერთ-ერთი მათგანია ტრაპზონის აიასოფიის ეკლესია.
იუსტინიანე, ეკლესიას, სახელმწიფო ჩინოვნიკების მონაწილეობით და ხალხმრავლობით, დიდი ზეიმით გადასცემს მომსახურებაში.
ისლამური სარწმუნოების თანახმად, გაშენებიდან ცოტა ხნის შემდეგ, დაინგრევა გუმბათი. მაშინ, როცა დაიწყება ხელახალი მშენებლობა, წმინდა მოციქული 5 ელჩის მეშვეობით გაგზავნილი წერილით, მსოფლიო ლიდერებს ისლამის სარწმუნოების მისაღებად მიიწვევს. ასეთი რწმენაც არის, რომ აიასოფიის გუმბათის დანგრევა დიდად დაამწუხრებს მუსლიმანებს და ქრისტიანებს. წმინდა მოციქული ელჩის მეშვეობით არმაღანს, გუმბათის გასაშენებლად სათანადო თანხას გააგზავნის სტამბოლში და თან დაამატებს, რომ ალაჰის წყალობით გუმბათი აღარ დაინგრევა უკუნეთიდან უკუნეთამდე. რამდენად მართალია ეს, არ არის ცნობილი, მაგრამ ცხადია, რომ გუმბათის დღემდე უვნებლად მოსვლაში, რომელსაც ზოგიერთი სტრუქტურული პრობლემები გააჩნდა, სათანადო წვლილი მიუძღვით მუსლიმანებსაც.
ამ საქმეში განსაკუთრებით დიდი როლი შეასრულა სულთან ბეიაზით მეორემ და იავუზ სულთან სელიმმა, რომელთა მეფობის პერიოდში აიასოფიისთვის მიმატებულა მინარეთები და მიმარ სინანის მიერ დანგრევისთვის შეფერხების შესაქმნელად დამატებითი დგარები.
ფათიჰ სულთან სელიმის სტამბოლის აღებით, ეკლესია მეჩეთად იქნება გადაკეთებული. პირველი ნამაზის რიტუალიც თავად ფათიჰს შეუსრულებია.
რესპუბლიკის პერიოდამდე, იგი მეჩეთის სახით იყო გამოყენებული. 19. საუკუნეში სულთან აბდულმეჯიდი მოახდენს მის რესტავრაციას.
შემდეგ კი, ათათურქის განკარგულებით, 1934 წლიდან, ეკლესია ბიზანტიის მუზეუმად იქნება გადაკეთებული.
1985 წელში, სტამბოლის ისტორიულ რეგიონებთან ერთად ეკლესია შევა იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში.
აიასოფია, ეს არის ცენტრალური გუმბათის მქონე, ბაზილიკის ფორმის, მოგრძო ოთხკუთხედი მოყვანილობის, შუაში დიდი გუმბათის მქონე თვალწარმტაცი ეკლესია. გუმბათისა და კედლების შუქი, სინათლეს ჰმატებს შიდა ფასადს. ღამეებშიც კი, თითქოს ხდება მთვარის სინათლის წმინდა შუქით ღამის მზედ გარდაქმნა.
ეკლესიამ ყველაზე დიდი ნგრევა განიცადა 1204 წელში ჯვაროსნების ლაშქრობის დროს, როცა, ისინი იერუსალიმის აღებას გადაიფიქრებენ და დაიწყებენ სტამბოლის ოკუპაციას. მთლიანად სტამბოლი, აიასოფიის ჩათვლით გაიძარცვება. იმპერატორი იძულებული გახდება გაიქცეს ქალაქიდან. დიდი სამარცხვინო საქმეები იქნება ჩადენილი. ამ მოგონებების ზეგავლენით, სტამბოლის აღების დროს ქალაქის მოსახლეობა ლათინელების მაგივრად, თურქების ხელისუფლებას ირჩევს.
ეკლესიის ჩრდილო დასავლეთის შესასვლელში არის ნატვრის სვეტი. ბრინჯაოს ფირფიტებს შორის ნახვრეტი, რომელშიც ადამიანის ცერა თითი ჩაეტევა. მიმსვლელები ცერა თითის საშუალებით ერთხელ ატრიალებენ მას და სწამთ, რომ შეუსრულდებათ ნატვრა.
ხალხში ასეთი ლეგენდაც არის გავრცელებული, რომ იმპერატორ იუსტინიანეს, რომელმაც გააშენებინა აიასოფია, თავის ტკივილის დროს, ამ სვეტზე თავის მიდებისას თავის ტკივილი უამდებოდა. სწამთ, რომ იგი კურნავს დაავადებებს.
სტამბოლის აღების შემდეგ, აიასოფიამ დიდი გავლენა იქონია ოსმანეთის მეჩეთის არქიტექტურაზე. სწორედ მისი შთაგონებით მოახდინა მიმარ სინანმა დიდი გუმბათის მქონე სულეიმანიეს და სელიმიეს მეჩეთების გაშენება, რომელმაც გაუსწრო კიდეც აიასოფიას.
1500 წლიდან მსოფლიოს ყველაზე უდიდესი სამლოცველო აიასოფია, თავს გადამხდარი ასობით ისტორიული მოვლენის ამსახველი ხელოვნების საოცრებებით ელის თავის მნახველებს.