თურქული კულტურის ისტორიიდან 4

ფარაბი--მეორე მოძღვარი

437912
თურქული კულტურის ისტორიიდან 4

ფარაბი--მეორე მოძღვარიმსოფლიოში სახელგანთქმულ თურქ მოაზროვნეებსა და ფილოსოფოსებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია ფარაბის, რომლის ნამდვილი სახელი და გვარია--ებუ ნასირ მუჰამმედ ბინ მუჰამმედ ბინ თაჰრან ბინ უზლუღ ელ ფერაბი ეტ თურქი. მას შემოკლებით მუალლიმი სანი, ე.ი. მეორე მოძღვარსაც ეძახოდნენ, თუმცა იმ დროის მუსიკოსები მას პირველ მოძღვრად მოიხსენიებენ. ზოგიერთი წერილობითი წყაროებით ფარაბი 871 წელს თურქესტანის გეოგრაფიაში შემავალ ყაზახეთის ქალაქ ფარაბის მახლობელ ვესიჯში დაიბადა და მამამისი ამ ქალაქის ციხე სიმაგრის მეთაური ყოფილა. შუა საუკუნეებში მას ალ-ფარაბად ან აბუ ნასერადაც მოიხსენიებდნენ. ახლა ფარაბის შესახებ მომზადებულ პროგრამას შემოგთავაზებთ, რომელიც მოგვაწოდა ანკარის გაზის სახელობის უნივერსიტეტის ისტორიის კათედრის თანამშრომელმა, დოცენტმა გურაი ქირპიკმა და იგი წერს

ფარაბი სამანოღულლარების სახელმწიფოში ცხოვრობდა და საშუალო განათლება აქვე მედრესეში მიუღია, რის დასრულების შემდეგ ერთ ხანს ყადობა დაუწყია, ე.ი. მოსამართლედ უმუშავია. თუმცა ასეთი მუშაობა მისთვის მოსაწყენი ყოფილა და ამიტომ უმაღლესი განათლების მიღებისა და ე.წ. დაკარგული ჭეშმარიტების ძიების მიზნით ფარაბის მოგზაურობა დაუწყია, რომელიც მას მთელი სიცოცხლის ბოლომდის გაუგრძელებია. ფარაბის ჯერ შუა აზიური კულტურის ცენტრები--ბუხარა, სამარყანდი, მერვე და ბეჰლი მოუვლია და აქაურ მოაზროვნეებს გასცნობია, აქედან შემდეგ ირანს გადასულა და განათლების ცენტრებში დარჩენილა, ხოლო აქედან ერაყს გადასულა და 40 წლისა ბაღდადში დამკვიდრებულა

აქ ფარაბიმ იბნუ სირაჯისგან არაბული შეისწავლა, ხოლო მის ნაცვლად მას ლოგიკის გაკვეთილები ჩაუტარა. ბაღდადში იგი ნესტორიანელ ქრისტიან მეცნიერს, ვინმე მათე იონისეს გასცნობია, რომელიც არაბულიდან ლათინურზე თარგმნიდა არაბულ მეცნიერულ ნაშრომებს და მისგან ინფორმაციები მიუღია დასავლური ფილოსოფიისა და ლოგიკის შესახებ. კიდევ ერთი დასავლელი მეცნიერი, რომლისგანაც ფარაბის ფილოსოფია შეუსწავლია, ჰარრანელი იოანე ყოფილა. ფარაბის ბაღდადში 20 წელი უცხოვრია და აქ დაუწერია თავისი ფილოსოფიური ნაშრომების უმრავლესობა, მაგრამ, 940-იან წლებში ბაღდადში წარმოქმნილი არეულობების გამო იგი მომდევნო, ე.ი. 941 წელს აყრილა ბაღდადიდან და დამასკოში გადასულა

ფარაბის ყველაზე გახმაურებულ ნაშრომს “İhsau'l-Ulûm“-ი, ე.ი. მეცნიერებების კლასიფიკაცია წარმოადგენს და იგი ერთი ფილოსოფოსის მეცნიერულ და მეთოდურ აზროვნებასთან ერთად მისი საერთო მსოფლმხედველობის მნიშვნელობასაც ასახავს. ეს იყო კინდის ნაშრომის შემდეგ მეორე ასეთი შინაარსის მეცნიერული ნაწარმოები, რომელშიც იმ დროინდელი მეცნიერების და მოაზროვნეების დარგობრივი კლასიფიკაცია მოხდა. ფარაბი ამ ნაშრომში თითოეულ ამ მეცნიერულ დარგს განათლების თვალსაზრისიდან გამომდინარე თეორიულ და პრაქტიკულ დანიშნულებას აძლევს და საერთო მნიშვნელობის ღირებულებებიდან აფასებს. ასე რომ, ფარაბი ყველანაირ მეცნიერებას 5 კატეგორიაში ჰყოფს და ესენია:

1.ენა

2.ლოგიკა

3.მათემატიკა და მას დაქვემდებარებული გეომეტრია და ასტრონომია

4.ფიზიკა და მეტაფიზიკა

5.პოლიტიკური, ეთიკური და რელიგიური მეცნიერებანი

თურქმა მოაზროვნემ ყველაზე დიდ წარმატებას მაინც ლოგიკაში მიაღწია. მანვე დეტალურად გამოიკვლია და გაანალიზა არისტოტელეს ლოგიკური ნაშრომი ორგანორიუმიც. უკვე წლოვანი ფარაბი 948 წელს ეგვიპტეში იმოგზაურებს და კვლავ დამასკოში დაბრუნდება რა, 950 წელს, 80 წლის ასაკში აქვე გარდაიცვლება და მის გასვენებას 15 სახელმწიფოს ლიდერი დაესწრება. მას დამასკოს ყველაზე პრესტიჟულ კარიბჭე Bâbü's-Sagir-ის მახლობლად დაკრძალავენ

და ბოლოს არც ის დაგვავიწყდეს, რომ ფარაბის ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი ეკავა მუსიკას და სიმღერებს და თვითონაც უბადლო შემსრულებელი ყოფილა, რის შესახებაც აღნიშნავენ იმ დროის სხვა მემატიანეებიც, წერს ანკარის გაზის სახელობის უნივერსიტეტის ისტორიის კათედრის თანამშრომელი, დოცენტი გურაი ქირპიკი



მსგავსი ინფორმაციები