თურქეთის ახალი ხედვა: 08 / 2016

სოციალური საამშენებლო ტექნიკური პროექტების ცხოვრებაში გატარება ვერ მოხერხდა

435194
თურქეთის ახალი ხედვა: 08 / 2016

სოციალური საამშენებლო ტექნიკური პროექტების ცხოვრებაში გატარება ვერ მოხერხდა.

თურქეთში, კონსერვატიული პოლიტიკის ძირითადი დინამიკის შემქმნელად ითვლება საჯარო ოპოზიცია. ნაკისრი ვალდებულებების წინააღმდეგ პოლიტიკურად წარმართული ბრძოლა თითქმის მოძველდა. ჯემილ მერიჯის სიტყვებით, რომ ვთქვათ ეს არის ოლიმპოს მთის და ჰერას მთის შვილებს შორის ბრძოლა. შემდეგ კი, ჯემილ მერიჯი ამბობს ასე აგრძელებს წინადადებას-ოლიმპოსის მთის შვილებს არაფრით არ მიიღებენ ჰერას მთის შვილები. ამ ბრძოლის კვალდაკვალ შეგვიძლია მივაღწიოთ ჩერქეზ ჰასანამდე და ჰუსეინ ავნი ფაშამდე. ხსენებული ბრძოლა ახლაც გრძელდება. მოკლედ რომ ვთქვათ, ამ გეოგრაფიულ არეალზე, ყოველთვის არსებობდა კომპეტენტურ პირებს და ტექნიკური პროექტის ავტორებს შორის ბრძოლა და ყოველთვის გამარჯვებულნი გამოდიოდნენ ტექნიკური პროექტის ავტორები. იმიტომ, რომ როგორც ბრძოლის კანონების, ისე მისი საფუძვლების შემქმნელები თვითონ იყვნენ.

როცა, ადგილობრივი პოლიტიკოსები მეტად ძნელად, მაგრამ მაინც ახერხებდნენ ბრძოლისთვის ზოგიერთი სტანდარტების მიღწევას, მაშინ იცვლებოდა ყველაფერი.

ცხადია, მრავალ პარტიულობის შემოღების შემდეგ, სახალხო პარტიამ, დემოკრატიული პარტიის წინაშე, ვერც ერთ არჩევნებში ვერ გამოავლინა თავის თვით მყოფადობა.

საარჩევნო ყუთების, სამართლებრივი ორგანოს დაქვემდებარებაში გადაცემამ, დემოკრატიული პარტია ხელისუფლებად აქცია.

ადგილობრივმა მიმდევრობამ, სახელმწიფოსგან და ხელისუფლებისგან მოითხოვა მეტად მარტივი რამ, კონკურსის პირობები და წესები წინასწარ იქნეს განსაზღვრული. მატჩის შუაში არ მოხდეს წესების გამოცვლა. ე.ი ფეხბურთი რაგბად არ გადაიქცეს. ამ მოთხოვნამ სინამდვილეში, დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარე ასიმეტრიული ომი დაარეგულირა.

მათ, ვინც შეამჩნია ეს მდგომარეობა, იმისათვის, რომ არ დაეკარგათ ხელთ არსებული შესაძლებლობები, მეტოქის დასუსტების მიზნით, ერთ-ერთი სფეროს ხელში ჩაგდება მოახერხეს. თუმცა დემოკრატიის გზით მზარდი მოთხოვნილებები და კონსერვატორებში წარმოქმნილი ცვლილება, ესე იგი ანადოლუს განმანათლებლად წოდებული ახალი სამყაროს გაცნობა, ისინი, მარტივი მეტოქის პოზიციიდან გამოიყვანა და თანდათან, ძლიერ პოლიტიკურ მოძრაობად გადააქცია. გააძნელა ხსენებული ფენის, დროის და ადგილის მიხედვით ცვალებადი შიშით გამოწვეული ზეწოლების ქვეშ მოქცევა.

დღეს, ნათელი ხდება, რომ სოციალური მშენებლობის პროექტის მაძიებლები, ქვეყნის პრობლემების მოწესრიგებაში წარუმატებლები არიან. ჯერ ერთი, მათ წააგეს და მეორე ის რომ, ვერ მოახერხეს მომავლის ახალი ხედვის შექმნა. საზოგადოებისთვის დაპირების მისაცემი ოცნებაც აღარ დარჩათ. პოლიტიკურ ბრძოლაში დამარცხების გამო, ისინი თანდათან შორდებიან განსაზღვრულ აქტივისტად გადაქცევასაც.

ყოველთვის გამარჯვებულები განსაზღვრავენ წესებს. ასე იყო უწინაც და ასეა დღესაც. ხალხმა გაიმარჯვა და ხალხი განსაზღვრავს კანონებს.

მოკლედ რომ ვთქვათ, ადგილობრივებს, ეი ბუნებრივი იდენტობის, კულტურული ღირებულებების განმსაზღვრელ პოლიტიკოსებს და მოპირდაპირე, არსებული ბუნებრივი იდენტობის ასიმილატორ და მის მაგივრად ეროვნულის საფუძველზე ახალი იდენტობის მშენებელ თურქულ-ქურთულ ნაციონალისტ მხარეებს შორის, სადღაც 200 წელზე მეტია მიმდინარე ბრძოლა, დღეს ადგილობრივებმა გაიმარჯვეს.

გამარჯვების მომავალი თაობებისთვის გადასაცემად, საჭიროა ორი ძირითადი სფეროსკენ მიმართვა.

ერთია მორალური ღირებულებების გაშენება და გავრცელება, მეორეა სამართალის დაწესება ეი. სამართლიანი წესრიგის დამყარება, საზოგადოების სამომავლო საგზაო რუკის განსაზღვრა. ეს არის როგორც ისტორიული პასუხისმგებლობა, ისე, ჰუმანიტარული და ისლამური მოვალეობის შესრულება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ყველანი პასუხს ვაგებთ, სააქაო და საიქიო სამყაროში, რომ ვერ მოვახდინეთ ისტორიული პასუხისმგებლობის შესრულება.

ეს გახლდათ, ილდირიმ ბეიაზითის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, სოციოლოგიის განყოფილების პროფესორის მაზჰარ ბაღლის შეფასება.



მსგავსი ინფორმაციები