თურქეთის ახალი ხედვა: 07 / 2016

ცნობილი გერმანელი ფილოსოფოსი და პოლიტოლოგი კარლ შმიტი, აღნიშნავს, რომ პოლიტიკას და თეოლოგიას შორის არსებობს ნათესაური კავშირი. ეგ კი არადა, თავად პოლიტიკის მთავარი მცნებაც თეოლოგიის შთაგონებააო

430955
თურქეთის ახალი ხედვა:  07 / 2016

ცნობილი გერმანელი ფილოსოფოსი და პოლიტოლოგი კარლ შმიტი, აღნიშნავს, რომ პოლიტიკას და თეოლოგიას შორის არსებობს ნათესაური კავშირი. ეგ კი არადა, თავად პოლიტიკის მთავარი მცნებაც თეოლოგიის შთაგონებააო. შმიტი, ხელისუფლებასაც ნორმის, გამონაკლისის განმსაზღვრელ უფლებამოსილად და ძალად წარმოადგენს.

გადაწყვეტილების მიღება კი, თუ, რა არის ნორმალური და არა ნორმალური, საკამათო საკითხად ითვლება. იგი ნორმების, ეთიკის კანონების ჩათვლით, ყველანაირი ურთიერთობის განმსაზღვრელ ერთ შკალად წარმოგვიდგება. შმიტის აზრით ხელისუფლება არის ამ კანონების განმსაზღვრელიც.

უხილავი ძალაა ხელისუფლება. გააჩნია მთელი წყება ინსტრუმენტები და აგენტები. რამდენად არის შესაძლებელი ხელისუფლების თავის თავისგან განთავისუფლება ვერ გეტყვით, მაგრამ, ცნობილია, ის, რომ წმინდა მოციქულ ომარს, თავის დანიშნული გუბერნატორებისთვის მიუცია რჩევა, მართონ ადმინისტრაცია მაგრამ, ნუ იქნებიან ყოვლის შემძლენი. აქ ისეთი მგრძნობიარე აზრია გამოკვეთილი, რომელიც დღესაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად ითვლება. ფაქტიურად ჩვენ ვართ იმ სამყაროში, სადაც ჯერ არ არის ცნობილი ადამიანის თავისუფლების შესახებ დისკუსიებში „მნიშვნელობა“ და „საზღვარი“.

მეობის გამდიდრება ყველანაირ ღირებულებაზე ძვირფასია. შეიძლება ეს ასედაც უნდა იყოს, მაგრამ რას ნიშნავს მეობა და როგორ ხდება მისი გამდიდრება, კვლავ განსაზღვრავს თავად დისკუსია.

ასეთ შემთხვევაში, მსოფლიოში, ხელისუფლების მექანიზმის მთავარ საკითხად ითვლება ნორმის განმსაზღვრელი კომპეტენცია. დღეს, მსოფლიოში მართვის მექანიზმის მთავარ ამოსავალს წარმოადგენს ნორმის განსაზღვრა რომელიც ამავე დროს ეწინააღმდეგება შემოქმედს. ჩვენი ტრადიციით, მნიშვნელოვანია არა მმართველობის ფორმა, არამედ პრინციპები, რომელსაც იგი ეფუძნება.

საჯარო ადმინისტრაციისთვის იდეალურად ითვლება სამართლიანობა.

კაცობრიობის ყველაზე უდიდეს მისწრაფებას წარმოადგენს სამართლიანი სისტემის შექმნა. ყველანაირი წესრიგის დამყარების შემძლე სამართალი, თავის მხრივ ტექნიკური საკითხი და მეტაფიზიკური ცნობიერებაა. ისლამური ტრადიციის ძირითადი ლოზუნგია სამართლიანობა. დღევანდელი არა სახარბიელო პირობები კი, დროებითია და არ არის განმსაზღვრელი.

მუსლიმანებისთვის სამართლიანობის გამოვლენა მხოლოდ მართვით არ შემოიფარგლება. ზოგჯერ არა სულიერი არსებების მომცველ ღირებულებად წარმოგვიდგება. ამის მაგალითად ითვლება წმინდა მოციქულის ომარის, თავის გუბერნატორის დასახმარებლად მდინარე ნილოსისთვის გაგზავნილი წერილი. გუბერნატორი შეეწინააღმდეგება ეგვიპტელ ხალხს, რომლებიც ყოველ წლიურად მდინარის წყლის მომატების მიზნით, საცოდავი გლეხის შვილს სწირავდნენ. წერილში ეწერა:- ნილოსო, თუ შენ შენი ნებით ახერხებ დინებას, შეჩერდი, მაგრამ თუ ყოვლის შემძლე ალაჰი ახდენს შენს ადიდებას, ვთხოვთ მას ნუ მოაკლებს შენს წყალს. მხოლოდ ის არის ბუნების და საზოგადოების დაქვემდებარებული კანონების პატრონი.

თანამედროვე მსოფლიო ჯერ ბუნების კანონების, შემდეგ სოციალური სტრუქტურის ძირითადი დინამიკის ხელში ჩაგდების სურვილით ახდენს ნორმალურის განსაზღვრას.

არ მსურს გაზვიადებულად ჩანდეს, მაგრამ ზოგიერთი სახის პოლიტიკური ინსტიტუტის, რომლის შექმნაც არის გათვალისწინებული, თანგრისთან ნათესაური კავშირის დამყარების მცდელობაა გამოჩენილი.

იმიტომ, რომ დღეს დასავლური აზროვნების პოლიტიკურ თეორიებში, ძირითადს არ წარმოადგენს მხოლოდ ნორმის განსაზღვრა. მასში არის უფრო მეტი, ბატონობა და დომინირება.

დასავლეთი, რომელიც თავის თავს ყველანაირი რეალობის ერთად ერთ კრიტერიუმად მიიჩნევს, გამოთქვამს იდეას, მოახდინოს კანონების განსაზღვრა განსაკუთრებით ისლამური სამყაროსთვის და საერთოდ მთელი აღმოსავლური საზოგადოებებისთვის, იბატონოს მათზე.

აქედან გამომდინარე კი, აშკარაა, რომ გამოიჩენენ მცდელობას ამ ბალანსის დამრღვევი აქტივისტების გასანეიტრალებლად.

ეს გახლდათ, ილდირიმ ბეიაზითის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, სოციოლოგიის განყოფილების პროფესორის მაზჰარ ბაღლის შეფასება.



მსგავსი ინფორმაციები